ფონიჭალაში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის ილია ისაევი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 87% აქვს დამწვარი, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აფეთქება სწორედ ილია ისაევის ბინაში მოხდა. მომხდარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა გაზის გამათბობელი ღამით ჩართო, მოგვიანებით კი გამორთო. დილით მისი ხელახლა ანთების მცდელობას, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა.
როგორც ირკვევა, ილია ისაევი ბათუმში ცხოვრობდა და თბილისში ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამ უბანში გაიზარდა, სწავლობდა 127-ე საჯარო სკოლაში, მოგვიანებით კი ოჯახი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად






