• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, November 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

17 seconds ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება. ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მთავარანგელოზობას, თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

შიო მესამემ საზოგადოებას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქის თქმით, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან.

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

მაღალღირსო მამაო ალექსანდრე, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო,

გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – მთავარანგელოზ მიქაელის და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.

მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო არ შედგება მხოლოდ ადამიანთა სულებისგან, არამედ ასევე – მთავარანგელოზების, ანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს უხილავი სულიერი სამყარო შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება: „პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა“ (დაბ. 1, 1). შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე. მაშასადამე, პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა. სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა უხილავ სამყაროს შექმნაზე.

ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო.

ამ უხილავი, ზეციური სამყაროს დანახვა და გაგება მიწიური ადამიანისთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია, მაგრამ წმინდა წერილში გარკვეული რამ გვეხსნება ანგელოზების შესახებ. ასევე, წმინდანები, წმინდა ადამიანები მოგვითხრობენ ანგელოზთა თაობაზე. რატომ? იმიტომ, რომ როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათი ღმერთი იხილონ“ (მთ. 5, 8 ).

აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთს და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი. ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა დასის მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.

ასევე, მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მაგრამ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, ბოროტებაზე ვთანხმდებით; მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და წუხს. და, პირიქით, მოვიზიდავთ მას ჩვენკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობას და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება.

ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც, როგორი მეგობარი გვყავს, წარმოიდგინეთ. რა ბედნიერი ვართ. რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით. ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის. ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი სხვა ძალა დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი სიყვარულით გვემსახურება და გვეხმარება. თანაც, მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს, ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ, ასეთი ძლიერი სიხარულია ჩვენთვის.

ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, წმინდა მთავარანგელოზებს:

წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის. წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს“, – განაცხადა შიო მესამემ.

ამასთან, შიო მესამის თქმით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

„დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებს და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

ძვირფასო, მამა ალექსანდრე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ თქვენს შესანიშნავ ვაჟს, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. მის სულსაც ვუსურვებ ანგელოზთა შეწევნას, თქვენ კი – გაძლიერებას.

მინდა, დღეს განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის, ღვაწლის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან ერთად მსახურებით, აქ ყოფნით, წირვით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში. თქვენ ბევრი ადამიანი მოიყვანეთ ეკლესიაშია თქვენი დიდი სითბოთი, სიყვარულით, მადლიანი სიტყვით, გონიერებით. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ.

თქვენთან ერთად ვლოცავ ამ ტაძრის სამღვდელოებას.

ასევე, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი და თქვენი სამრევლოს საქველმოქმედო საქმიანობა. თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია, ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს. ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ. მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე, ამ შესანიშნავ ორგანიზაციას კი – მრავალჟამიერ საქმიანობა და წარმატება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნიშნად ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, საჩუქრად გადმოგცემთ ძვალზე ამოკვეთილ ჯვარს, ის ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი.

ასევე, წლევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დავამზადეთ სპეციალური საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, ესეც გვინდა, საჩუქრად გადმოგცეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ამ ტაძრის დეკანოზი ლევან ალადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით, აქსიოს. ღმერთმა დაგლოცოთ, მთავარანგელოზებმა დაგლოცოთ.

მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა უხორცოთა ზეციურთა ძალთა ლოცვითა და მფარველობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქმა ტაძრის დანარჩენ სამღვდელოებას ასევე გადასცა საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, მრევლს კი დაურიგა ჯვრები, რომლებიც დამზადდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ShareTweet

ახალი ამბები

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე
ახალი ამბები

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები
ახალი ამბები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ახალი ამბები

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

11/21/2026
„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან“ – რას წერს აქსანა თოფურია
ახალი ამბები

„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან“ – რას წერს აქსანა თოფურია

11/21/2026
„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ
ახალი ამბები

„მეც არ მჯერა რომ ამას ვწერ მაგრამ…“ – მარიამ შარმანაშვილი და კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ

11/21/2026
„დამწვარი აქვს სხეულის 12%…“ – როგორია ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ახალი ამბები

„დამწვარი აქვს სხეულის 12%…“ – როგორია ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 74 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

11/21/2026

საინტერესო

არაფერი მესაქმება აშშ-ში, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა დემოკრატიული მიღწევაა – შენგელია

არაფერი მესაქმება აშშ-ში, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა დემოკრატიული მიღწევაა – შენგელია

4 years ago
ირაკლი სესიაშვილი: “ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში მნიშვნელოვანი პუნქტი ჩაიწერა”

„არავინ დატოვებს გამარჯვებაზე ორინტირებულ პარტიას“

11 years ago
ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებულ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე განხორციელებულ ძალადობაში მსჯავრდებულმა დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა

2 years ago

86 წლის ასაკში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

9 years ago

ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით...

მეტის ნახვაDetails
„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

11/21/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე 11/21/2026
  • „ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე 11/21/2026
  • რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები 11/21/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by