• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შეწყალების კომისიის სამომავლო გეგმები

12 years ago
in საზოგადოება
A A
შეწყალების კომისიის სამომავლო გეგმები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც მოგეხსენებათ, შეწყალების კომისიის ახლადდაკომპლექტებული ჯგუფი 2013 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. 11 წევრისაგან შემდგარ კომისიაში წელს პირველად, აღარ შევლენ პრეზიდენტის მრჩეველები. ახალი მოვალეობის შესრულებას კომისიის ახალი წევრები აქტიურად და დიდი პასუხისმგებლობით შეუდგნენ. შეწყალების კომისიის ჯგუფის შემადგენლობის ერთ-ერთი აქტიური  წარმომადგენელია საზოგადოებისათვის ცნობილი ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, რომელიც   „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა შეწყალების კომისიის პრიორიტეტებზე, არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. 422d9afabd6f051e09f28dcdb69c164e

ქალბატონო თეა, თუ ეცნობოდით წინა შეწყალების კომისიის საქმიანობას და თქვენი აზრით, რა არსებითი განსხვავებაა ძველი და ახალი კომისიის მუშაობაში?

პირველი არსებითი  ცვლილება არის ის, რომ ახალმა კომისიამ  დღის წესრიგში დავაყენეთ დებულების შეცვლის საკითხი. პრეზიდენტთან შეთავაზების სახით წარვადგინეთ ცვლილებები ჩვენამდე არსებულ დებულებაში, რომელიც ჩვენი  მოსაზრებით, უფრო წარმატებულსა და ლიბერალურს გახდის კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ამჟამინდელი კომისია განვიხილავთ საქმეებს შეწყალების  რეკომენდაციის გაცემისათვის.

რა არის ახლა და სამომავლოდაც რა იქნება ახალი კომისიისათვის პრიორიტეტული? როგორ საქმეებს მოეკიდებით შედარებით ლმობიერად?

ეს პრინციპი მარტივადაა წარმოდგენილი, ჩვენ ვეცადეთ, რომ მსუბუქ  დანაშაულზე უფრო გაადვილებულიყო განაცხადის შემოტანა შეწყალების  თხოვნით  და შედარებით მძიმე დანაშაულზე ასევე პროპორციულად იყოს მოთხოვნები წარდგენილი. რეალურად შეწყალების კომისია მსუბუქ დანაშაულზე კიდევ უფრო ლიბერალური პირობების შექმნას აპირებს. ჯერ-ჯერობით ეს ცვილებები განხილვის საკითხია და არ არის დამტკიცებული, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახალი დებულება სულ მალე იქნება ხელმოწერილი და ამოქმედებული.

ცნობილია, რომ 2005 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა შეწყალების კომისიის დადგენილებაში. არის თუ არა მუხლი, რომელიც ახალმა კომისიამ უცვლელი დატოვა და რა სახისაა დღვანდელი  კომისიის დადგენილება?

სამწუხაროდ წინასწარ შეტანილი ცვილებების გახმაურების უფლება არ გვაქვს, თუმცა   ახალი დადგენილება უფრო ლიბერალური და ჰუმანური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ კრიტერიუმები, რომელიც შეწყალების შესახებ რეკომენდაციის გაცემის  საშუალებას გვაძლევს უფრო ლმობიერი იქნება, მაგრამ ძალიან პრინციპული და მსუბუქ დანაშაულთან კიდევ უფრო გამარტივებული.

როგორ ხდება და რამდენად ერთსულოვნად იღებს კომისია გადაწყვეტილებებს?

შეწყალების კომისიის თითოეული სხდომა ცოცხალი პროცესია. ხშირად საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაც სწორედ სამართლიანობის პრინციპის დაცვა და კანონიერებაა. მიუხედავად აზრთა, პროფესიისა და მსოფმხედველობის განსხვავებულობისა კომისიის წევრები ვახერხებთ ერთიან პოზიციაზე შეჩერებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, მითუმეტეს, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა დადგენილი პრინციპებია. სწორედ ეს შემუშავებული პრინციპებია ჩვენი გადაწყვეტილებების ამოსავალი წერტილი, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს.

თქვენი აზრით, რა სირთულეებს უკავშირდება კომისიის წევრობა? რამდენად საპასუხისმგებლოა  და სენსიტიური სხვა ადამიანის ბედის გადაწყვეტა?

განსაკუთრებულად დიდ სირთულეებთან გვაქვს ახლა საქმე. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ხარვეზების დამდგენი კომისიის ფორმირება ვერ მოხერხდა. უამრავი ადამიანი განიცდის თავს უკანონო პატიმრად, აქვს პროტესტის გრძნობა,  ის არ აღიარებს თავის ბრალეულობას და ასეთ ვითარებაში ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია  იმიტომ, რომ  ჩვენ ვერ გადავხედავთ სასამართლო გადაწყვეტილებას, სასამრთლოს განაჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამორიცხულია კომისიის მუშაობის რეჟიმში, ამიტომ  ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის წინაშე. ერთის მხრივ ვერ გადავხედავთ სასამრთლო გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ კი უნდა ვიყოთ სამართლიანები იქ, სადაც ადამიანის ბედის წყდება, ამიტომ ერთადერთი შანსი, რომ  კანონიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ არის ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარეობა, რა თქმა უნდა, რომ არ  გადაგვძლიოს სუბიექტურობამ ამაში  დადგენილი კრიტერიუმები გვეხმარება. ზოგადად შეწყალება – მოწყალება ეს რთული ცნებებია, რომლებიც გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ტიპის სამართალი.  აღასანიშნავია, რომ  ახალი კომისია მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრით არ კმაყოფილდება, რადგან უამრავი საქმის განხილვა გვიწევს, ამიტომაც დასკვნით სხდომამდე ფაქტობრივად სამჯერ-ოთხჯერ მთელი დღის განმავლობაში  ვმუშაობთ. ეს არის მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანების მიერ გაწეული შრომატევადი საქმე, რომელიც ნამდვილად ღირს, რადგან  ამ ადამიანების დახმარების  მთავარ საშუალებას წარმოადგენს.

როგორც ცნობილი გახდა, კომისიამ 60-ზე მეტ პატიმარზე გასცა შეწყალების რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, როდისთვის მოხდება მათი შეწყალება და ახლომომავალში კიდევ როდისთვის არის დაგეგმილი პატიმართა მორიგი  შეწყალება?

ჩვენი კომისია განსხვავებით წინამორბედისგან  უფრო ხშირად ვიკრიბებით, სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს წინა და ახალი კომისიის მუშაობაში ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად, რადგანაც  ყოველდღიურად უამრავი საქმე შემოდის, შესაბამისად ჩვენი შეკრების ინტენსივობაც იზრდება.  ახალი კომისიის საქმიანობის ფარგლებში შეწყალებები იქნება არა მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე არამედ შუალედურ პერიოდებში, რომელიც აღსანიშნავ დღესთან  იქნება მისადაგებული. წინა პერიოდში, სულ ერთი თვის განმავლობაში, ორჯერ გადავეცით შეწყალების რეკომენდაცია  პრეზიდენტს. საშობაო  და ნათლისღების  დღესასწაულებისათვის.  აღსანიშნავია, რომ წინა შეწყალების კომისიის რიგებში ისეთი პიროვნებებიც იყვნენ, რომლებიც აგვისტოს შემდეგ ელიან თავიანთ განცხადებაზე რეაგირებას, სწორედ ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის  შედეგად მოხდა მათი განცხადებების დაკმაყოფილება ახალ შემოტანილ განცხადებებთან ერთად. სამომავლოდ იგეგმება შეხვედრა მარტისთვის, როდესაც იანვრისა და თებერვლის თვეში შემოტანილი განცხადებების განხილვა მოხდება.

22.01.14

მარიამ გელაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

1 week ago
ქუთაისის აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა

აშშ-ში მყოფ 79 ქართველ მოსწავლეს საქართველოში სპეცრეისით ჩამოიყვანენ

6 years ago
პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

3 years ago
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

10 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by