• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სამხედრო პროდუქტი

12 years ago
in საზოგადოება
A A
ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სამხედრო პროდუქტი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedდღეს, თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სამხედრო პროდუქტის – ინტეგრირებული ქსელების მანქანის – პრეზენტაცია გაიმართა.

თანამედროვე კავშირგაბმულობის მანქანის შექმნის მიზანი ბრძოლის დროს მობილური არმიისთვის ზუსტი ინფორმაციის სწრაფად, საიმედოდ და დაცულად გადაცემა/ მიღებაა. ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კავშირგაბმულობის მანქანა მსუბუქი  ჯავშანმანქანა „დიდგორის“ უნიფიცირებული პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.

ახალი სამხედრო კავშირგაბმულობის მანქანის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლების შესახებ პრეზენტაცია სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა წარადგინა. მანქანა ხასიათდება საიმედო ჯავშნით, მაღალი მანერვულობით, გამავლობით, ეკიპაჟის საიმედო დაცულობითა და სწრაფი გადაადგილებით, რომელიც დაკომპლექტებულია კავშირგაბმულობის უახლესი მიღწევებით.

საბრძოლო კავშირგაბმულობის მანქანა სრულად შეესაბამება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ მიცემულ ტექნიკურ დავალებას. როგორც „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, ძველ და კარგ ტრადიციებზე დაყრდნობით, სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ახალი მოდერნიზებული, დაცული და ფუნქციური მანქანა შექმნა, რომელიც რეალურად პასუხობს ქართული ჯარის მოთხოვნებს: „აქამდე განხორციელებული პროექტებისგან განსხვავებით, პირველ რიგში შემუშავდა პროდუქტის როლი შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ – ტექნიკური დავალება, დასახული პრობლემების საკონსტრუქტორო გადაწყვეტა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვა ჯავშანტექნიკა წარმოებაში“.

„პროდუქციას ტესტი უკვე ჩაუტარდა.  გათვალისწინებულია სამხედროების შეფასებებიც. მთავარია, რომ გავითვალისწინეთ 2008 წლის ძალიან  ცუდი გამოცდილება, როდესაც აგრესიული ომი აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტი დეფიციტი სწორედ კავშირგაბმულობაში, მართვის სისტემაში ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, ეს შეკვეთა იყო მიცემული „დელტასთვის“. მათ ეს ამოცანები  ძალიან კარგად შეასრულეს. რა თქმა უნდა, ეს კიდევ გაივლის გამოცდას ჩვეულებრივ სამუშაო, საბრძოლო ვითარებებში. მაგრამ მთავარია, რომ დღეს უკვე ბატალიონების დონეზე გვაქვს საიმედო კავშირგაბმულობა, რაც ნიშნავს დაშიფრულ კავშირს. ეს მნიშვნელოვანი იქნება მთელი საბრძოლო მოქმედებების კავშირგაბმულობის ინტეგრირებისთვის. მომავალში სხვა პროექტებიც არის უკვე დაგეგმილი, რომელიც განხორციელდება და გავაცნობთ საზოგადოებას. აქცენტი გვაქვს გადატანილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ადგილზე, საქართველოში წარმოებაზე. მინდა გითხრათ, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრია წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდებოდა. ახლა მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საქართველო გარკვეული მიმართულებებით ავტონომიურად  შეძლებს წარმოებას, რაც ჩვენი ჯარისთვის არის მნიშვნელოვანი. იმედი მაქვს, რომ ამ პროდუქციას საექსპორტო შესაძლებლობებიც გაუჩნდება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრმა  ასევე აღნიშნა, რომ ახალი კავშირგაბმულობის მანქანა სამხედრო მოსამსახურეების მოთხოვნების  შესაბამისად ქვედანაყოფებში გადანაწილდება.

კავშირგაბმულობის მანქანის პრეზენტაციას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინტეგრირებული ქსელების მანქანა ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელზეც „დელტა“ ბოლო პერიოდში მუშაობს. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის თითოეული თანამშრომლის აქტიური მუშაობით ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა.

დღესვე, წარმოდგენილი იყო მანქანის წარმოების პროცესის ამსახველი ფოტო-გამოფენაც.

28.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

”ილიას უნივერსიტეტში პროფესორებად მთელი ნაციონალური მოძრაობის აქტივი ყავდათ გაფორმებული” – დავით ზურაბიშვილი

12 years ago

იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით გაზეთ „The Japan Times“-თან სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა

12 years ago
“ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არის მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი”

„ამ ხელისუფლების ბუნებას , არ ვანსხვავებ სააკაშვილის რეჟიმის ბუნებისგან”

10 years ago
აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ

7 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by