• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო

12 years ago
in პოლიტიკა
A A
ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობა დაიწყო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedდღეს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველომ” და იუსტიციის სამინისტრომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მრგვალი მაგიდა გამართეს.

ღონისძიება ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტს მიეძღვნა. მრგვალ მაგიდას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების , საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ევროკა[შირის დელეგავიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

დისკუსიის მონაწილეებმა ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობის პროცესი განიხილეს,  კონცეფციაზე იმსჯელეს და ძირითადი პრობლემური საკითხები განსაზღვრეს. შეხვედრაზე ექსპერტთა ჯგუფმა წარადგინა ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონპროექტის კონცეფცია და სამუშაო გეგმა.

შხვედრაში მონაწილეობდნენ  ექსპერტები იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის არსებობა და რა გამოწვევები აქვს ინფრომაციის თავისუფლებას საქართველოში, რატომ არის აუცილებელი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ცალკე საკანონმდებლო აქტის არსებობა.

დღესდღობით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტშია გაბნეული, რაც მათი აღსრულების თვალსაზრისით, გარკვეულ სირთულეებს წარმოქმნის. სპეციალური კანონის მიღება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფრომაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრას ითვალისწინებს, რაც მთავრობას, არასამთავრობო სექტორსა და მთელ საზოგადოებას ღია და ანგარიშვალდებული სახელმწიფო აპარატის განვითარებაში დაეხმარება. სპეციალური კანონი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მთავრობის განჭვირვალობასა, საჯარო მმართველობის პოლიტიკას და გაამარტივებს პროფესიონალთა მუშობას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.

კანონის შემუშავებას და კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო გაუწევს. პროცესი არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. ამისათვის შეიქმნება სპეციალური სამუშო ჯგუფი, რომელიც კონსულტაციების საფუძველზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავებს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებს.

კანონპროექტის პირველად ვერსიას იუსტიციის სამინისტრო 2014 წლის შემოდგომაზე წარმოადგენს.

unnamed (2)ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე:

”საქართველოში არსებობს კარგი და თანამედროვე კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, მაგრამ ნებისმიერი კანონმდებლობა მოითხოვს დახვეწას, ძალიან ბევრი გაკეთდა ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვისა  და პროაქტიულად გამოქვეყნების  წესთან დაკავშირებით, თუმცა ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, არსებული კანონპროექტი ითხოვს დახვეწას და სწორედ ამ თემაზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ. მადლობა მინდა გადავუხადო სოროსის ფონდს, ამ ფონდთან ერთად ვაპირებთ ჩვენ,  განვავითაროთ და დავხვეწოთ კანონპროექტი. აღნიშული კანონმდებლობა შეეხება არა მარტო მედიას არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს,  საჯარო ინფორმაცია ყველასთვის ღიაა, თუ ის არ არის დადგენილი წესით გასაიდუმლოებული, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი თუ რიგითი მოქალაქე.”

 

unnamed (3)ქეთი ხუციშვილი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი:

“ჩემი აზრით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, იუსტიციის სამინისტრო, ჩვენი ფონდი და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთად ვიწყებთ მუშობას ინფორმაციის თავისუფლების სერიოზულ, სრულმაშტაბიან რეფორმაზე. კანონმდებლობა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო მიღებული იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაცია მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი, საჭიროა ახალი აქტის შემუშავება. დღეს იუსტიციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან იმუშაონ ამ კანონ-პროექტზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლებას, ხელმისაწვდომობას, თუმცა ის საკმარისი არ აღმოჩნდა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ძალიან ხშირად საჯარო სტრუქტურები არ გასცემენ ინფორმაციას, ან გასცემენ არასრულ ინფორმაციას, სწორედ ამიტომ საჭიროა ერთიანი კანონი, რომელიც მოახდენს რეგულირებას, თუ როგორ უნდა მოხდეს და მოთხოვნიდან, რამდენ ხანში უნდა მოხდეს ინფორმაციის გაცემა, ასევე განსაზღვრავს ყველა დეტალს იმისას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება. უნდა შეიქმნას ახალი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის თავისუფლებასა და მის შეუფერხებლად მიწოდებას მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისთვის.”

unnamed (4) ეკატერინე ქარდავა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი:

” ბუნებრივია მივესალმები, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრის შესაძლებლობას, მიმაჩნია ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და გამორიცხული იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომები, გარკვეული ხარვეზები. ერთიანი სისტემატიზაცია ხელს შეუწყოფს და დახვეწილს გახდის აღნიშნული კანონის მუშაობას.”

 

13.02.14

ნინა პირტახია

თეონა ბარველაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

5 months ago
2015-2016 სასწავლო წელს 500 000-მდე მოსწავლე სრულად უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით

გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს

8 years ago
„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს

8 years ago
იტალიაში მოშიმშილეები საკვების მოპარვისთვის აღარ დაისჯებიან

იტალიაში მოშიმშილეები საკვების მოპარვისთვის აღარ დაისჯებიან

10 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by