• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილის ” მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს? – ექსპერტთა შეფასებები

12 years ago
in კატეგორიის გარეშე
A A
რას მოუტანს ბიძინა ივანიშვილის ” მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს? – ექსპერტთა შეფასებები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე ოფიციალურად გადაინაცვლა არასამთავრობო სექტორში, გასულ კვირას,  მის მიერ დაფუძნებული, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” პრეზენტაცია გაიმართა. ივანიშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ის სამოქალაქო სექტორიდან გაუწევს ოპონირებას მთავრობასა და მის მუშაობას, ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჟურნალისტებისა და ექსპერტების გადამზადების საკითხს.

”თბილისი თაიმსის” მორიგი  ბლიც-გამოკითხვა  ”მოქალაქეს” ეხება. გამოკითხული ექსპერტები, ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, სამომავლო მიზნებზე  და სამოქმედო არეალზე საუბრობენ.

unnamed-22აკაკი ცომაია:  ”დრო გვაჩვენებს იმას თუ რას მოუტანს ”მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს, ამაზე წინასწარ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების სტაჟირებას, ვფიქრობ გადამზადებას, სწავლებას საჭიროებს ყველა, ეს იდეა ცუდი არ არის, გარდა ამისა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ფული იხარჯება და ბევრი ორგანიზაცია ასეთ რამეს აკეთებს, კითხვები ჩნდება იმასთან მიმართებაში, თუ  რა მიმართულებით უნდა გადამზადდეს, რა კომპეტენციები უნდა მიიღონ ამ სფეროს წარმომადგენლებმა, ვინ უნდა გადაამზადოს და ა.შ.  რა თქმა უნდა ძნელად დასაჯერებელია თვითონ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი მის მიერვე ფორმირებულ მთავრობას გაუწევს ოპონირებას, უნდა დაველოდოთ თუ როგორ წარიმართება მოვლენები, ამ ეტაპზე კი ამის წარმოდგენა ძალიან რთულია. ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი და  პოლიტიკური ფიგურა  უკვე იხილა საზოგადოებამ, მე დიდი ენთუზიაზმი და მოლოდინები არ მაქვს იმასთან მიმართებაში თუ რამდენად წარმატებული იქნება ის, ამჯერად სამოქალაქო სექტორში. როგორც ქველმოქმედმა და პოლიტიკოსმა გარკკვეულ შედეგებს მიაღწია, მაგრამ როგორც მთავრობის წარმომადგენელს მე ვაკრიტიკებდი მას და ასევე დიდი მოლოდინები არ მაქვს სამოქალაქო სექტორში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით.”

unnamedსანდრო თვალჭრელიძე:  ”ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” დაფიუძნება მოქალაქეებს მოუტანს სამოქალაქო თვითშეგნებას. კარგი ინიციატივა ყოველთვის დროულია და ივანიშვილმაც დროულად დააფუძნა ეს ორგანიზაცია. ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა ჟურნალისტებისა და ექსპერტების გადამზადების საკითხს, ვფიქრობ ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები აუცილებლად საჭიროებენ გადამზადებას და დამატებით სწავლების კურს, რადგანაც ეს სფეროები ახლადჩამოყალიბებულია საქართველოში. მგონია, რომ სიტყვა ”ექსპერტი” გახუნდა საქართველოში, დღეს ყველა ექსპერტია და ანალიტიკოსია. რაც შეეხება მთავრობის ოპონირებას, ვფიქრობ ივანიშვილი უცილობლად იტყვის და გააკრიტიკებს მთავრობასა და მის მუშაობას თუ კი, რაიმე არ მოეწონება. ვფიქრობ  ივანიშვილი დიდ როლს შეასრულებს სამოქალაქო სექტორში, რადგანაც მისი ”მოქალაქე” იქნება პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც ექნება საკუთარი ფინანსები და არ იქნება დამოკიდებული დონორების კეთილ ნებაზე.”

126dd7130c405c3სოსო ცისკარიშვილი:  ”ცალკე განყენებული არც ერთი სამოქალაქო სექტორის სუბიექტი არ შეიძლება რაიმე ხელშესახები გავლენის მქონე იყოს, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა იქნება გადამწყვეტი გარღვევის საბაბი ქართულ ცნობიერებაში ოცნობაზე  მეტია, უბრალოდ ივანიშვილი არის მაღალი ავტორიტეტის მქოდე საზოგადოებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში საზოგადოების დიდ ნაწილს ქონდა მოლოდინი იმისა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც ანალოგიური იმედგაცრუების წინაშე დადგეს საზოგადოება, ამიტომ ასეთი მოლოდინები არ უნდა არსებობდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია არ ნიშნავს საქველმოქმედო ფონდს. ივანიშვილს კარგი მიმართულებები აქვს არჩეული, უპირველესყოვლისა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მედია ბიზნესში უფრო დამაჯერებელი და ეფექტური შედეგების მიღწევა. ამ ორგანიზაციის დაარსება უდროო ნამდვილად არ იყო, შეიძლება დაგვიანებულიც კი იყო, მაგრამ მოხდა მაშინ როცა ეს მისმა დამფუძნებელმა ჩაიფიქრა, 2014 წელს საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მიზნები ბევრია, მისაღწევი საშუალებები კი მწირი, ამიტომ ეფექტურად უნდა იმუშაოს ამ ორგანიზაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომ კარგი შედეგი მიიღოს. რაც შეეხება ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების საკითხს, მიმაჩნია, რომ მუდმივ ფორმაში ყოფნა არ აწყენს არც ერთი სპეციალობის ადამიანს, კვალიფიკაციის ზრდაზე ფიქრი ნამდვილად უპრიანია და კვალიფიკაციის ამაღლება ნამდვილად შესაშური საქმეა. შეძლებს თუ არა, ივანიშვილი მთავრობის ოპონირებას მალევე გამოჩნდება, მართალია პრეზენტაციაზე ივანიშვილმა ჩამოთვალა რამდენიმე ისეთი ასპექტი მთავრობის მუშაობისა, რომელიც მისთვის ნაკლებადმისაღები იყო, თუმცა რაიმე კონკრეტულ კრიტიკას ადგილი არ ქონია, როდესაც ქება ჭარბობს კრიტიკას, ამას ოპონირება არ ქვია.  მხოლოდ ივანიშვილზეა  დამოკიდებული თუ რა როლი ექნება სამოქალაქო სექტორში, ამა თუ იმ სფეროში ლიდერობა მისი მახასიათებელია, ის ახალბედაა სამოქალაქო საზოგადოებაში, შინაგანი მუხტი დემოკრატიისა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ  რამდენად დემოკრატიული იქნება ის სივრცის ფორმირებისას.”

unnamed-15ვაჟა შუბითიძე:  ”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, ისეთი გავლენიანი ადამიანი როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ძალიან ბევრ იმედს აღუძრავს ადამიანებს, ირგვლივ უამრავი პრობლემაა და ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ივანიშვილი ამ გზით შეეცდება ამ პრობლემების მოგვარებას. ყოველშემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაარსება ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივობის გაზრდასა და მთავრობის კონტროლს. მოგეხსნებათ ივანიშვილი თავდაპირველად ბიზნესში მოღვაწეობდა, შემდეგ პოლიტიკაში, პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ კი ამ სფეროში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა, მივესალმები თუკი ის დააფინანსებს ისეთ ქართულ პროექტებს, რომლებსაც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები არ აფინანსებენ, თუ ის ამგვარად წარმართავს მისი ორგანიზაციის პოლიტიკას ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რაც შეეხება ექსპერტებისა და ჟურნალისტების გადამზადების თემას, მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში იმდენად დაბალია ჟურნალისტებისა და ექსპერტების ცოდნის დონე ისინი თავიდან მომზადებას საჭიროებენ. მე მინდა ”პროფესორთა ლიგის ”, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ, სახელით მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ ჟურნალისტებისა და ექსპერტებისათვის ტრენინგები პოლიტიკის, იმიჯოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ სხვა განხრით, შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში. რაც შეეხება მთავრობის ოპონირებას, მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთავრობაში ყოფნის პერიოდში ერიდებოდა მისივე მოყვანილი კადრების გაკრიტიკებას, სამოქალაქო სექტორში გადმონაცვლების შედეგ, როცა არანაირი კონიუქტურა არ არსებობს, უფრო დიდი საშუალება ექნება მას მთავრობის ოპონირებისა, მთავრობა მუდმივი ოპონირების ქვეშ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ პროცესისას არ უნდა იქნას დავიწყებული მთავრობის მუშაობის დადებითი მხარე. ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ჩამოყალიბებულია ეს მთავრობა, ხელს არ შეუშლის მას ამ საქმესი. ვფიქრობ ”მოქალაქეს” მნიშვნელოვანი ნიშა ექნება სამოქალაქო სექტორში.“

17.0.14

ნინა პირტახია

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

“4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა” – იტალიაში ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა

“4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა” – იტალიაში ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა

2 years ago
“სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა წაიყვანეთ”   – მოსახლეობის პროტესტი 

“სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა წაიყვანეთ”   – მოსახლეობის პროტესტი 

4 years ago
13 ნოემბერს ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

13 ნოემბერს ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე აღინიშნება

9 years ago
თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა

თბილისის 150-ე სკოლაში რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ახალი სასწავლო საპილოტე მოდელი წარმატებით დასრულდა

7 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by