უკრაინაში, ლუცკის მილიციამ ოფიციალურად განაცხადა დემონსტრანტების სოლიდარობის შესახებ და ხალხის მხარეს გავიდა. ინფორმაციას ამის თაობაზე censor.net-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ მომიტინგეები ლუცკის მილიციის საქალაქო განყოფილებასთან მივიდნენ. დემონსტრანტებთან მილიციის უფროსი გამოვიდა და განუცხადა, რომ სამართალდამცავები ნებდებიან.
“მილიციას არ უნდა კონფლიქტი და ხალხის მხარეს გადადის”, – განაცხადა მილიციის უფროსმა ვასილი მარჩიშაკმა.
ამასთან, censor.net-ის ცნობით, მოგვიანებით, ლუცკის მილიციამ მომიტინგეებს რეზინის ხელკეტები და ჩაფხუტები დაურიგა. თუმცა, ცეცხლსასროლი იარაღი მათთვის არ გადაუციათ.
19.02.14













