• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი კვირიკაშვილი ლატვიელ ბიზნესმენებს მოუწოდებს

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გიორგი კვირიკაშვილი ლატვიელ ბიზნესმენებს მოუწოდებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14804875518575349039102118451587n-1მინდა, მოვუწოდო ლატვიელ ბიზნესმენებს, აღმოაჩინონ საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა , ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” გამართულ საქართველო-ლატვიის ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

“დღევანდელ ფორუმს თან ახლავს სლოგანი – “აღმოაჩინე ლატვია”. მინდა ყველა ქართევლ ბიზნესმენს მოვუწოდო, რომ აღმოაჩინონ ლატვია, ის შესაძლებლობები, რაც იქ არის ინვესტორებისთვის. ასევე მინდა მოვუწოდო ლატვიელ ბიზნესმენებს, აღმოაჩინონ საქართველო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვიცე პრემიერმა ფორუმის ლატვიელ მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ის წარმატებები გააცნო, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირთან ერთობლივად, აღმოსავლეთ-პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მიაღწია.

“როგორც ცნობილია, საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას. როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ეს კიდევ უფრო გვაახლოვებს ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან. მისი სრულფასოვანი ამოქმედება კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია. ევროპული ინტეგრაცია არ არის საქართველოს მთავრობის თვითმიზანი, ეს არის ხალხის არჩევანი, ეს არის მანდატი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ მისცა საქართველოს მთავრობას და რომელმაც ქვეყანას სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს”, – მიმართა საქართველოს ვიცე პრემიერმა ლატვიელ ბიზნესმენებსა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნას გულისხმობს და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, ევროკავშირის “ოთხი თავისუფლებიდან ეტაპობრივად მიიღონ სამი”.

“ეს არის საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. შეთანხმების სრულფასოვანი რეალიზაციისთვის აუცილებელია როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციონალური რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა ქმედით ღონისძიებებს ატარებს. მას დაგეგმილი აქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტი. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იქნება დამატებითი ფაქტორი ლატვიელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ეს გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას. ასევე საქართველო ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვიცე პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფორუმი საქართველოსა და ლატვიის ბიზნესებს შორის ურთიერთობას სამომავლოდ გააღრმავებს.

26.11.14

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,1%-ით გაიზარდა

ტურიზმი დისტანციურად – კრიზისი ტურიზმის სფეროში

6 years ago
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდა

დღეიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი გადაიკეტება

9 years ago

ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა თეთრ სახლში

9 years ago
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბრალდებებს უყენებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს ბრალდებებს უყენებს

11 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by