• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონსტიტუციაზე”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11951635_906881312736279_6455012138560365517_oჩვენი ხელისუფლების პირობებში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კონსტიტუციაზე. რაც მთავარია, ჩვენ აზრი ხალხს უნდა ვკითხოთ და გადაწყვეტილებები არა თვითნებურად, არამედ საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ხალხთან დიალოგით მივიღოთ,–ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღი–კონსტიტუციის დღე მიულოცა.

„20 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მივიღეთ ქვეყნის ძირითადი კანონი -კონსტიტუცია. ამით საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი თავისი დემოკრატიული განვითარების გზაზე. კონსტიტუციის მიღებით მთელი საზოგადოება თანხმდება იმაზე, როგორ უნდა იცხოვროს, როგორ უნდა აშენოს ქვეყნის მომავალი. კონსტიტუცია იქმნება ხალხის მონაწილეობით, ძირითად საკითხებზე საერთო შეთანხმებით, ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ხალხს, და სახელმწიფოს და საზოგადოების განვითარებაც სწორედ იმით განისაზღვრება, რამდენად დემოკრატიულია ქვეყნის კონსტიტუცია და როგორ ვიცავთ მას მოქალაქეები,“–აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელი ხელისუფლების მიზანი სწორედ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული კონსტიტუციის შემუშავება და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, სადაც კანონის უზენაესობა ყველასთვის გარდაუვალი იქნება.

„ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ნამდვილად დემოკრატიული, პროგრესული, ევროპული სახელმწიფო და შევქმნათ ისეთი ძირითადი კანონი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება. მეამაყება, რომ ჩვენმა მთავრობამ უკვე უამრავი რამ გააკეთა იმ ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომლებიც კონსტიტუციის დაცვას უზრუნველყოფენ, იქნება ეს პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სასამართლო თუ მედია. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც სრულიად თავისუფალია მთავრობის ზეგავლენისგან,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, როგორც მოქმედი პარლამენტის, ისე კონსტიტუციის მიმღები საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, მთავრობის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

დედაქალაქის მერი ორბელიანის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტს დაესწრო

7 years ago
თბილისში შეზღუდვების დაწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს! –  გამყრელიძე

რომელი ჯგუფიდან ვრცელდება ვირუსი ყველაზე მეტად? – გამყრელიძე

6 years ago
12 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში ინტიმური კადრები გადაუღეს და გაუვრცელეს – დაწყებულია გამოძიება

12 წლის ბავშვს სოციალურ ქსელში ინტიმური კადრები გადაუღეს და გაუვრცელეს – დაწყებულია გამოძიება

3 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

კომუნიკაციების კომისიამ შალვა რამიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by