• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ხაზარაძე: “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ”

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
მამუკა ხაზარაძე: “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

xazaradze_თიბისი ბანკმა” სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. როგორც “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ , მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ადგილი აქვს შეურაცხმყოფელ კამპანიას პირადად მისი და ბანკის მიმართ.

“ჩემთვის და ჩემი ბანკისთვის მიუღებელია ფორმა, როდესაც არა შინაარსობრივი და არა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა მიდის, არამედ მიდის შეურაცხყოფა, ცილისწამება, უაპელაციო ბრალდება. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ ტონისა და შეურაცხყოფისა, რომლითაც მე მომმართავენ. მე ამას ვერ მივიღებ. ეს სცილდება ჩემს ბიზნესს. ეს ეხება ჩემს ღირსებას. მინდა გითხართ, რომ ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ღირსება ყველაზე მაღალ დონეზე მყავს დაყენებული. მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს, ამ ტონით ნუ დაგველაპარაკება “, – განაცხადა ხაზარაძემ და აქვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ყველანაირ სამართლებრივ და ცივილურ ხერხს გამოიყენებს.

ხაზარაძემ ორ კომპანიაზე _ “გუდვილზე” და “ელიტ ელეტრონიქსზე” და “ასავალ დასავალში” გამოქვეყნებულ მასალაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2003 წლიდან 2013 წლამდე, ბანკმა ჯამში “გუდვილს” 80 მილიონი ლარი მისცა.

“2013 წელს ირკვევა, რომ “გუდვილს” პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სერიოზულ პრობლემებშია, “თიბისი ბანკი” აკეთებს სამ სერიოზულ ნაბიჯს: უზრდის საბრუნავ სახსრებს, რომ კომპანია არ გაჩერდეს; უჩერებს პროცენტის გადახდას და 80% მთლიანი თანხის გადააქვს ქონებაში დავალიანების შემცირების გამო, იმ პირობით, რომ დამფუძნებელს და კომპანიას მისი დაბრუნება შეუძლია თავის მფლობელობაში”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მას პრეტენზია არ აქვთ “გუდვილის” თანამშრომლებთან, პრეტენზია აქვთ მენეჯმენტთან და მის დამფუძნებლებთან.
“ეტყობა ზედმეტი ნდობა გამოიჩინა ბანკმა. ვენდობოდით მათ მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნებს. მოხდა მარტივი რაღაც, 2013 წელს, როდესაც ჩვენ შევამჩნიეთ, რომ სერიოზული კრიზისია, უკვე ვხვდებით, რომ გამოსავალი არ აქვს “გუდვილს”. ამ დროს მოდის ჩემთან მისი დამფუძნებელი და აცხდაებს, რომ 2 წლის განმავლობაში ისინი “თიბისი ბანკს” გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდნენ”, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, “გაბითურებას და მოტყუებას არავის აპატიებს”. “ჩვენ ვერავის ვერ გავატანთ ყალთბანდური გზით იმ თანხას, რომელსაც ჩვენ გავცემთ”, -განაცხადა ხაზარაძემ.
რაც შეეხება “ელიტ ელექტრონიქსთან” დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.

“2005 წელს “თიბისი ბანკმა” დაიწყო “ელიტ ელექტრონიქსის” დაფინანსება. 2009 წელს ოთხმა წამყვანმა ქართულმა ბანკმა გააგრძელა მისი დაფინანსება. ვერც ერთ განცხადებაში და სტატიაში ვერ ნახავთ სხვა ბანკების ხსენებას, სულ არის “თიბისი ბანკის” ლანძღვა ქოქოლაძის მიერ”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, 2009 წელს დაიწყეს კომპანიის რეაბილიტაციის რეჟიმი, ხოლო 2010 წელს მოხდა ქოქოლაძის გადაყენება დირექტორობიდან.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ გადაყენებს წინ უძღოდა მისი შეხვედრა ქოქოლაძესთან, სადაც უთხრა, რომ აქციები, რომელიც დროებით გადასული იყო “თიბისი ბანკის” მფლობელობაში, ნებისმიერ დროს დაუბრუნდებოდა უკან, თუ მოხდებოდა თანხის გადახდა.
“ეს იყო ერთი პირობით, მე მას შევთავაზე გადამდგარიყო დირექტორობიდან, რამეთუ ჩვენ ეჭვი გვეპარებოდა, რომ კომპანიაში მისი ხელმოწერებით ხდებოდა არასწორი მართვა” , – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა არ იქნება მხოლოდ ცილისწამების შეჩერებაზე, არამედ – პასუხისგებაზე ფინანსური დარღვევების მიმართ.

რაც შეეხება “ასავალ დასავალს”, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზემოთაღნიშნული ორი შემთხვევის მსგავსად, გაზეთში დაწერილ ცილიმსწამებლურ სტატიებზეც პროკურატურაში სარჩელია შეტანილი.

მისი თქმით, თუ მათ წინააღმდეგ იქნება ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი კომპანია, აქვთ ყველანაირი რესურსი და ჰყავთ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ.

“მე და ჩემი პარტნიორები ვაკეთებთ საერთაშორისო ბიზნესს. ყველა ბიზნესი, რომელიც “თიბისი ჯგუფშია”, არის საერთაშორისო ნიშნით შექმნილი. თითქმის არ არსებობს კომპანია, სადაც ჩვენ უცხოელი, რეპუტაციული ინვესტორი არ გვყავდეს. ამიტომ, ჩვენ ვერავის ვერ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც ეხება მთლიანად ქართული ბიზნესის რეპუტაციას. ჩვენ ვართ ერთ- ერთი წარმატებული ხმა ქართულ ბიზნესში და არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენმა პარნტორებმა თუნდაც ირიბად მაინც დასვას კითხვა – რა არის ეს არის? რატომ გაყენებენ შეურაცხყოფას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

28.02.14

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას ხვალ ზღვაზე გასვლას არ ურჩევს

13 years ago
ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი გაიყიდება

ადგილობრივი ნედლეულით წარმოებული ჩიფსი გაიყიდება

11 years ago

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მრიცხველის გვერდით ავლით შეყვანილი გაზის მილი იქნა აღმოჩენილი

13 years ago
რეფორმების ექსპორტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

რეფორმების ექსპორტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეწვია

12 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by