• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: “ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

get_imgსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სტამბოლში, პანორთოდოქსულ შეკრებაზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას შეეხო. საქართველოს საპატრიარქო 6-9 მარტს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში პანორთოდოქსულ შეკრებაზე უწმინდესის მიმართვის ტექსტს ავრცელებს.

“თბილისი თაიმსი” პატრიარქის შეხვედრაზე გამოსვლის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით გულითადად მოგესალმებით მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებსა და წარმომადგენლებს და აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც მან უნდა განიხილოს საკითხები, რომელიც მომავალი დიდი კრების წარმატებით ჩატარების წინაპირობად უნდა იქცეს.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ის შიში, რომელიც არსებობს მრევლის დიდ ნაწილში ამ საეკლესიო კრებასთან დაკავშირებით და მაქსიმალური სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის მომზადებას. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრებების მოწვევა ხდებოდა მწვალებლობისაგან ეკლესიის დაცვის და ჭეშმარიტი სწავლების განმტკიცების მიზნით. ეს კრება კი სხვა სახისაა, მისი მოწვევის საფუძველი და მიზეზი სულ სხვა არის.

დიდი კრების მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს მართლმადიდებელთა ერთობა. ამიტომაც აუცილებელ პირობად მიგვაჩნია, ეს შეკრება ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე კონსენსუსის (ყველას თანხმობის) მიღწევა და ყველას ინტერესის გათვალისწინება. ამასთან, კონსენსუსის წესით უნდა წარიმართოს მთავარი შეხვედრაც. ეს არის რეალური გარანტია იმისა, რომ აღნიშნული კრება არ იქცეს ეკლესიათა შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზად და დამაბრკოლებელად მსოფლიოს წინაშე.

ვეთანხმებით იმ აზრს, რომ საჭიროა უკვე გავლილი და შეთანხმებული თემების ნაწილის ხელახლა განხილვაც, რათა, თანამედროვე მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ამასთან, ათივე საკითხი, რაც შემუშავდა მოსამზადებელ შეხვედრებზე და რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული 1968 წელს ჟენევაში გამართულ სხდომაზე, მომავალი კრების დღის წესრიგში უნდა შევიდეს.

მინდა აღვნიშნო უშუალოდ საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებული თემების შესახებაც:
ფრიად ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჯერ კიდევ თავისი კუთვნილი ადგილი არ უკავია კონსტანტინოპოლის ეკლესიის დიპტიქში. თუ ეს არ გამოსწორდება და თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, ჩვენთვის მასში მონაწილეობის მიღება ძალიან რთული იქნება.

მოგეხსენებათ ისიც, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ეს არის ღია ჭრილობები საქართველოს სხეულზე. ირღვევა საეკლესიო კანონიკური ნორმებიც, როდესაც სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები ჩვენთან შეუთანხმებლად და ჩვენი ნებართვის გარეშე ჩადიან აფხაზეთის ეპარქიაში, რომელიც, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის განუყოფელი ნაწილია. მე არ შემიძლია თქვენს წინაშე არ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ ორივე ეპარქიიდან 370000-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია, რომლებიც დღეს ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე იმყოფებიან; პრობლემურია ადგილზე დარჩენილთა მდგომარეობაც.

და ბოლოს აღვნიშნავ, რომ ოც წელზე მეტია ჩვენს ქვეყანაში რთული ვითარებაა, ძმათაშორის დაპირისპირების მძიმე შედეგები საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, ამიტომაც მტკივნეულად განვიცდით დღეს სირიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ვლოცულობთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყნებში.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და შევთხოვ უფალს, 6-9 მარტის ჩვენი თავყრილობა იმედის მომცემი და ნაყოფიერი იყოს”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის სიტყვაში, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა სტამობლში პანორთოდოქსულ შეკრებაზე 6 მარტს წარმოთქვა.

10.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“უსაფრთხოების სფერო კონსტიტუციაში აისახა ისე, რომ მასში კვალიფიციურ ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ” – გიორგი აბაშიშვილი

9 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია და ნებართვის აღება სავალდებულო იქნება

9 years ago
ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს!

ჯანდაცვის სამინისტრო მოხალისეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს!

11 years ago

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთში დაიწყო

11 years ago

ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by