ყირიმის სტატუსის თაობაზე გამართულ რეფერენდუმში, პირველი ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა თითქმის 96%-მა რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა.
ამის შესახებ ყირიმის რეფერენდუმის კომისიის თავმჯდომარე მიხაილ მალიშევმა განაცხადა.
მალიშევის თქმით, რეფერენდუმში მონაწილეთა 3%-მა მხარი არ დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას, ბიულეტენების 1% კი კომისიამ ბათილად სცნო.
ამასთან, ყირიმში გამართულ რეფერენდუმს, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის თაობაზე ოფიციალური კიევი, აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ.
17.03.14














