• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს

10 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სახელმწიფოს განვითარებისთვის ახალგაზრდების ჩართულობა ერთობლ მნიშვნელოვანია.  არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ მათ, ვისაც ტექნოლოგიები აინტერესებთ, კონკრეტული ბიზნეს იდეები აქვთ და სურთ ჩანაფიქრი რეალობად აქციონ, ტექნოპარკს უნდა მიმართონ. უფრო დეტალურად ამ დაწესებულების შესახებ ინტერვიუდან გაიგებთ, „თბილისი თაიმსი“  ტექნოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის ხელმძღვანელ, ქეთი ბუბუტეიშვილს ესაუბრა.

მოგვიყევით ტექნოპარკის შესახებ, როდის შეიქმნა, რას მოიცავს?

– ტექნოპარკი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პროექტს წარმოადგენს, რომელიც  ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

ტექნოპარკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აშენდა, რომელიც 2016 წლის იანვარში გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური სივრცე ოქროყანაში 18 ათას მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ტექნოპარკი  სხვადასხვა მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს აერთიანებს და ხელს უწყობს მათ აქ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ახალი ტიპის  ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი

იქნება, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. ტექნოპარკი ინოვატორებისთვის განკუთვნილი ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცეა, ეს არის ცენტრი კოოპერაციისათვის, შემოქმედებისა და განვითარებისათვის! ყველას, ვისაც  აქვს განსხვავებული იდეები,  და  ძლიერი სურვილი ამოძრავებს, შექმნას რაიმე ინოვაციური, აქვს შესაძლებლობა ეწვიოს ტექნოპარკს, დაესწროს საინტერესო და საჭირო ვორქშოფებსა და ტრენინგებს, ისარგებლოს აქ არსებული სერვისებით. ეს ყველაფერი დაეხმარება მათ გაიგონ უფრო მეტი, განავითარონ საკუთარი იდეა და გახდნენ წარმატებული.  ეს არის სივრცე, რომელიც  განსხვავებული იდეების მქონე ნიჭიერ ადამიანებს აერთიანებს.  ტექნოპარკი უზრუნველყოფს: წვდომას სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიურ დანადგარებთან; სერვისებს დამწყები Start-up კომპანიების განსავითარებლად; დაკავშირებას პროექტის განსახორციელებლად საჭირო კადრებთან ან ექსპერტებთან; წვდომას მოწინავე ცოდნასთან და გამოცდილებასთან ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით; საერთო სამუშაო სივრცეს; საკონფერენციო დარბაზსა და ტრენინგების ოთახს; საერთაშორისო კომპანიების შოურუმს.

დაინტერესება როგორია, ტექნოპარკს ძირითადად რა სეგმენტის წარმომადგენლები სტუმრობენ?

– ტექნოლოგიური პარკი დაინტერესებულ ადამიანებს  სთავაზობს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. ტექნოპარკის სერვისებით სარგებლობენ მუდმივად ბიზნეს იდეების მქონე ახალგაზრდები და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. ტექნოპარკი პატარაობიდანვე გვინერგავს, რომ ერთი იდეით შესაძლოა სამყარო შეცვალო, ამიტომ სივრცე ბავშვებისთვისაც საინტერესოა, რადგან აქ   ინოვაციური, შემოქმედებითი და სახალისო ვორქშოფები ტარდება, სადაც მოზარდები ელექტრონიკის საწყისებს ეცნობიან, სხვადასხვა დანიშნულების ფერად სათამაშოებსა და რობოტებს ქმნიან.

ძირითდი მოთხოვნა რაზეა, მომხმარებლები ძირითადად რის მიმართ არიან ორიენტირებულნი?

– ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს. სააგენტო ტექნოპარკთან ერთად მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოურუმი მუშაობს, სააგენტომ შექმნა მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია და სხვა. ყველა მათგანს თავისი სეგმენტი ჰყავს. მაგალითად, ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებში დიდი დაინტერესებაა სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორიის (FabLab)-ის მიმართ. ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დანადგარები და სივცე მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში უწყობს ხელს. ეს არის ტექნოპარკში არსებული უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას უფასოდ ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები  (FabLab) თანამედროვე საზოგადოებაში წინსვლის პერსპექტივას ბადებს. ამ სივრცეებში  ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება ხდება.  ამ ეტაპზე, ინოვაციების სააგენტოს მიერ, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაა გახსნილი, არსებული ფაბლაბები, როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით, ზუსტად იმ აპარატურული ციკლითაა აღჭურვილი, რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – MIT-ში.  Fablab-ის ვიზიტორთა ასაკობრივი კატეგორია ძირითადად მოზარდებსა და ახალგაზრდებს მოიცავს, თუმცა ასაკი შეზღუდული არ არის, მთავარია ადამიანს ჰქონდეს იდეა და სურვილი მისი განხორციელების.  აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმეები არა მხოლოდ დანადგარებს იყენებენ, ისინი ასევე აქტიურად სარგებლობენ კონსულტანტების  მომსახურებით. ასევე, მოხოვნადია ტექნოპარკში არსებული საერთო სამუშაო სივრცე(co-working), რომელსაც ინოვაციების სააგენტო სტარტაპებს უფასოდ სთავაზობს. საერთო სამუშაო სივრცეში ტექნოპარკის წევრები და დამწყები კომპანიები არიან განთავსებულები და  საუკეთესო გამოსახულების მონიტორებით, მაღალი წარმადობის პრინტერებით, პერსონალური პროფესიონალური კომპიუტერებითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით სარგებლობენ.

როგორია თქვენი გეგმები, ამგვარი პროექტის განხორციელება ქვეყნის სხვა ქალაქებშიც თუ იგეგმება?

– გასულ წელს ტექნოლოგიური პარკი ქალაქ ზუგდიდში გაიხსნა. ეს არის მეორე ტექნოპარკი საქართველოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. 700კვ.მ. ფართის შენობა ნაგებობები დღეს მთლიანად არის გახსნილი სივრცე, გახსნილი ცოდნისთვის, სიახლეებისთვის, ინოვაციებისთვის, ადგილობრივი ბავშვებისთვისა და ახალგაზრდებისთვის. ზუგდიდის ტექნოპარკის სივრცე  მაქსიმალურად კომფორტული და პროდუქტიული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული.  ერთ სივრცეში დამწყები ბიზნესმენები თუ ინოვაციური იდეის მქონე ადამიანები უამრავ საჭირო და ხარისხიან მომსახურებას იღებენ, ამისათვის იქ ყველა პირობაა შექმნილი. საკონფერენციო დარბაზი 100-მდე ადამიანზეა გათვლილი, მომხმარებლებს უცხოელ ინვესტორებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებაც აქვთ. ზუგდიდის ტექნოპარკი ინოვატორებს სრულყოფილად სთავაზობს იმ მომსახურებებს, რაც თბილისის ტექნოპარკშია წარმოდგენილი.

ზუგდიდის ტექნოპარკის უმთავრესი მიზანია, რეგიონში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივთა ინოვაციური იდეის საჭირო რესურსებით მომარაგება და მათივე პროექტებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. 

მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. მსგავსი ტექნოლოგიური პარკების გახსნა ინოვაციების სააგენტოს კიდევ არაერთ რეგიონში აქვს დაგეგმილი.

ნინო ზარიძე

 

 

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი: „უხერხულია კალაძის ქცევა, სახმალაოდ და დუელში ხომ არ ვიწვევ“

9 years ago
16 იანვარი – ,,ბიტლების“ იუბილე

16 იანვარი – ,,ბიტლების“ იუბილე

11 years ago
ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში

ანგელოზთა იერარქია მართლმადიდებლობაში

10 years ago

ზურაბ გვასალია: „საბანკო სექტორის მოგება 2012 წელს წინა წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა“

13 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by