• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ამერიკელ გენერალს ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა

12 years ago
in პოლიტიკა
A A
ამერიკელ გენერალს ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ტრაიონი იმყოფება. დღეს, ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.  შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 

მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ სამხედრო მაღალჩინოსანს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ  “გადამწყვეტი მხარდაჭერის” (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე   საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებს შორის სამომავლო თანამშრომლობის  მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება. შეხვედრაზე მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტ ტრაიონს საქართველოსა და ავღანეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ქართველი სამხედროების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ეწვია გენერალი ტრაიონი. ის ქართული არმიის ძალიან დიდი ხნის მეგობარია. ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი მომზადდა მისი უშუალო კურატორობითა და ხელმძღვანელობით. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას მომავალში საქართველო, რათა კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოება უზრუნველყოს ავღანეთში, ნატოს ძალებთან ერთად. ასევე, დღეს გვქონდა საუბარი ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება, კიდევ უფრო ღრმავდება. ბუნებრივია, იმ ვიზიტის მერე, როგორიც ჰქონდა ჩვენს პრემიერს პრეზიდენტ ობამასთან, ამ თანამშრომლობამ ახალი ათვლის წერტილი აიღო. დიდი მადლობა ჩამოსვლისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ გენერალთან თანამშრომლობას მომავალშიც.“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების ბატალიონებმა უკვე დაასრულეს მომზადება და მზად არიან ISAF-ის მისიაში მიიღონ მონაწილეობა. მინისტრ ალასანიასთან ერთად, საშუალება მქონდა ორივე ბატალიონის ავღანეთში ამოცანაზე ორიენტირებულ  სწავლებას გერმანიაში, ქალაქ ჰოჰენფელსში დავსწრებოდი. ქართველი სამხედროები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ავღანეთში რეგიონალურ სარდლობა სამხრეთ-დასავლეთში ქართველი სამხედროების მხარდამხარ გვიწევს მსახური. როგორც ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა აღნიშნეს, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი ძალიან შთამბეჭდავია.

ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე. ამერიკა და ნატო დიდი ინტერესით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ნატო ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. უკანონო ოკუპაცია და რუსეთის ჯარების ყოფნა უკრაინაში, ასევე როგორც ოსეთსა და აფხაზეთში ერთ კონტექსტში განიხილება” – აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა ტრაიონმა.

დღესვე, ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მოინახულებს. გენერალ-ლეიტენანტს მასპინძლობას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე გაუწევენ. სარდალი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ოფიცერთა სკოლის მსმენელებსაც შეხვდება.

19.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 7,1 ათას ტონამდე ყურძენი

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 30 ათას ტონამდე ყურძენი

11 years ago
რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მუცლის შებერილობას – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ მუცლის შებერილობას – გიორგი ღოღობერიძის რჩევები

3 years ago

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან შეხვედრებს მართავს

10 years ago
კალიმბა – ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ჯერ „ახალი ხილია“

კალიმბა – ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოში ჯერ „ახალი ხილია“

5 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by