• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საყდრისის საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

12 years ago
in საზოგადოება
A A
საყდრისის საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cms-image-000016770საყდრისთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უახლოეს დღეებში კომპანია RMG Gold-თან მემორანდუმს გააფორმებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა განუცხადა. 

საყდრისის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილება გააცნო. კერძოდ, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება კომპანია “RMG Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აწარმოოს მოპოვებითი სამუშაოები, მას შემდეგ რაც იქ საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი მონიტორინგს განახორციელებს.

“ეს გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ რაიმე ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებითი სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდება და აღმოჩენების კვლევა დაიწყება. ჩვენ შევთავაზეთ პარტნიორებს, რომ სამომავლოდ უფრო ადრე ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ პროცესების შესახებ, რაც მათ აინტერესებთ. შესაძლებელია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით მოპოვებით სამუშაოებზე დაკვირვების კუთხით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომელი ექსპერტებით დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი, როგორ შეირჩეს ეს ექსპერტები და რა უფლებამოსილება მიენიჭებათ მათ”, – აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რაც შეეხება გერმანიის მხარის მიერ დასახელებულ ხუთი ინსტიტუტის ექსპერტს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, დიპლომატების მიერ შეთავაზებულ ექსპერტებს განიხილავენ და შემდეგ მათთან კონსულტაციების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან მონიტორინგის ჯგუფში.
“ის, რომ მონიტორინგი ჩატარდება, გადაწყვეტილია. მაგრამ ვინ ჩაატარებს, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. უახლოეს დღეებში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება სააგენტოსა და კომპანია RMG Gold-ს შორის, რომელსაც ტერიტორიაზე მოპოვებითი სამუშაოების ლიცენზია გააჩნია”, – აღნიშნა მარგიშვილმა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამ ეტაპზე თავი შეიკავა მემორანდუმის დეტალებზე საუბრისგან. ასევე მარგიშვილმა დასძინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესაბამისად, გასაჯაროვდება სამინისტროს ბოლო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც RMG Gold-ს სამუშაოების გაგრძელების უფლება მიეცა.

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საყდრისი-ყაჩაღიანი ისტორიულ საბადოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მათ განაცხადეს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელობის მიუკერძოებელი შეფასების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს საქართველოს კულტურის მინისტრის მიერ გერმანიის მხარისთვის მიცემული დაპირება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევის თაობაზე, მადრიდის, ტულუზის, ინსბრუკის, კორკის და სოფიას უნივერისტეტებიდან. მათივე თქმით, ამ ნუსხას უნდა დაემატოს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული სამთო-არქეოლოგიის სპეციალისტი.

19.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას

9 years ago
“სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან”

“სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან”

11 years ago
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს

8 years ago
ტაბატაძეების 9-შვილიან მხიარულ ოჯახს ბინა აჩუქეს

ტაბატაძეების 9-შვილიან მხიარულ ოჯახს ბინა აჩუქეს

5 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by