• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდება

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებას ეხმიანება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1458474_269012116600402_1271377020_nსაქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდება. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომლითაც მარგველაშვილმა საზოგადოებას რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე მიულოცა. 

“დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღი აღინიშნება. 1991 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელი მსოფლიოსათვის თვალსაჩინო გახადა ქართველი ხალხის ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. დიახ, საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენს ხალხში დიდი ხნის მომწიფებული, თაობათა მიერ ნალოლიავები ნების გამოხატვა იყო. რეფერენდუმი იქცა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად, შეიძლება ითქვას, ზნეობრივ აქტად, რომელმაც ჩვენს შემდგომ განვითარებას დაუდო სათავე, ვინაიდან, როგორც თავად ზვიად გამსახურდია იტყოდა, “დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც”. ამ დღეს ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე განვითარებული სამყაროს სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის. გზა, რომელიც მას შემდეგ გავიარეთ, ურთულესი აღმოჩნდა. ჩვენ გვქონდა წარმატებებიც და შეცდომებიც, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი კვლავაც ოკუპირებულია და ასობით ათასი დევნილი კვლავაც ელოდება საკუთარ სახლში დაბრუნებას. მაგრამ საქართველოს მოსახლეობას არასდროს დაუყენებია საკუთარი არჩევანი კითხვის ნიშნის ქვეშ. დღეს საქართველო მტკიცედ დგას დამოუკიდებლობის განმტკიცების, მდგრადი განვითარების, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე. და ამ პროცესში, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ჩვენ ძალას გვმატებს ის სულისკვეთება, რომელიც 1991 წლის 31 მარტს ქართველი ხალხის ნების გამოხატვისას სუფევდა”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გიორგი მარგველაშვილი ამ ისტორიულ მოვლენებში ზვიად გამსახურდიას როლი ამმხრივ სრულიად განსაკუთრებულია და თითოეულ მოქალაქეს ულოცავს საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი პრეზიდენტის ხსოვნის უკვდავსაყოფად დავაარსო ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა. ამ ფაკულტეტზე სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები მიუძღვნა. მჯერა, რომ მისი მაგალითი, მისი ღვაწლის დაფასება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ახალგაზრდობისთვის, მათთვის, ვინც ხვალ უნდა იტვირთოს საქართველოში მეცნიერების, ქვეყნის განვითარების, დამოუკიდებლობის განმტკიცების პასუხისმგებლობა. ღმერთი ფარავდეს საქართველოს!”, – ნათქვმია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

31.03.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

7 years ago
„გვაქვს რწმუნება ორგანიზატორების მხრიდან, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება“

„გვაქვს რწმუნება ორგანიზატორების მხრიდან, რომ ქართველი ოლიმპიელების უსაფრთხოებას არანაირი საფრახე არ ემუქრება“

13 years ago

გერმანია საქართველოს 135 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს და 5 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს

10 years ago
“მას არავისთვის შეუთანხმებია… ყველასთვის მოულოდნელი იყო” – სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

“მას არავისთვის შეუთანხმებია… ყველასთვის მოულოდნელი იყო” – სოფო გელოვანის პროტესტი ლილიკო ნემსაძის საიუბილეო კონცერტზე: რა გამოხმაურებები მოჰყვა მომღერლის განცხადებას

2 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by