• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, „ხუდონჰესის“ საქმეზე ცალკეული მსჯელობა შეუსაბამოა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის 31 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშს „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ეთანხმება, თუმცა არ იზიარებს „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების“ თავში, „ხუდონჰესის“ საქმესთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან შესაბამისი ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის პროცედურების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, მარიამ ნეფარიძის განცხადებით, ხარვეზის შემცველია შეფასება, თითქოსდა საქართველოს მთავრობასა და „ხუდონჰესის“ მშენებარე კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.  სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილია „ხუდონჰესის“ მშენებელ კომპანიასა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად (28/04/2011, მუხლი 4.12 (a) (d)), თუ  „კომპანია“, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, განაცხადს გააკეთებს ნებართვაზე/ლიცენზიაზე, მაგრამ ნებართვა/ლიცენზია არ გაიცემა სახელმწიფო უწყებების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მთავრობა ვალდებულია შემსრულებელ კომპანიას მისცეს დამატებითი დრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ხელშეკრულების აღნიშნული დებულება ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის გახანგრძლივებას, სახალხო დამცველის ანგარიშში კი, აღნიშნული ინფორმაცია, სხვაგვარი ინტერპრეტაციით არის წარმოჩენილი. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თითქოსდა ხელშეკრულების დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს, (მე-5 მუხლი, ნაწ. 1; მუხ. 12, ნაწ. 2), რომლის თანახმადაც, ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილება და ასევე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებისა თუ ნებართვის გაცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებები, უნდა მიიღოს ნებართვის გამცემმა ორგანომ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მთავრობის კომპეტენციაში არ შედის ინვესტორთათვის ნებართვის მისაღებად საჭირო კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება. (იხ. ანგარიში. გვ. 433-436).

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ანგარიშში მოცემული ჩანაწერი მთავრობის არამართლზომიერად დადანაშაულების მცდელობად შეიძლება შეფასდეს, რადგანაც „ხუდონჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების, ანგარიშში მოყვანილი ნორმა, არა კანონით ნებართვის გაცემისთვის საჭირო ვადის გახანგრძლივებას, არამედ თავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელებას გულისხმობს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული დებულების ჩადება, არათუ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „კომპანიის“ ინტერესების დაცვის მიზნით და ხელშეკრულების მდგრადობის განსაზღვრისთვის, შემდგომ აუცილებელ კომპონენტსაც წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე, ვერ გაიზიარებენ ანგარიშში მოყვანილ სხვა მოსაზრებასაც, სადაც საუბარია, რომ მხარეებს შორის 2011 წლის 28 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება არ არეგულირებს შემთხვევას, თუ პროექტის შემსრულებელი კომპანია, ვერ მიიღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნებართვებს. აღნიშნულ შემთხვევას მოიცავს, ხელშეკრულების 6.1. ნაწილის (a) პუნქტი,  რომლის მიხედვითაც, მთავრობას აქვს უფლებამოსილება, გაწყვიტოს ხელშეკრულება, თუ კომპანია არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, ხელშეკრულების 3.3 პუნქტში გათვალისწინებულ ვადებში. თუ კომპანია ვერ მიიღებს ლიცენზიების/ნებართვების შესახებ თანხმობას, ავტომატურად ვერ მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესრულება, რაც გამოიწვევს ხელშეკრულების 6.1. ნაწილის ამოქმედებას. სწორედ აღნიშნული პუნქტის ამოქმედების თავიდან აცილებას ემსახურება, ხელშეკრულების 4.12 ნაწილის (d) პუნქტის ჩანაწერი. მოცემული ჩანაწერი ხელშეკრულების მდგრადობის განმსაზღვრელ კომპონენტად უნდა ჩაითვალოს, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში, უარყოფითი კონტექსტითაა წარმოდგენილი.

02.04.14

 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ხუდონჰესის“ პროექტის სამართლებრივი საკითხების შესწავლას 2014 წლის იანვრიდან ანხორციელებენ. ორგანიზაცია საკითხზე კვლევას და სარეკომენდაციო წინადადებებს აპრილის ბოლოს წარმოადგენს. „ახალგაზრდა ადვოკატები“, საკითხის იურიდიული შეფასებისთვის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთანაც თანამშრომლობს.

 

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დოკუმენტაცია გამოითხოვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი სისტემატური ძალადობისთვის დედას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

7 years ago
ქართველების 99%-ი უცხოელ ტურისტებს სიხარულით იღებს

საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აგვისტოში გაიზარდა

9 years ago
დასახელდა ბოსტნეული, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს

დასახელდა ბოსტნეული, რომელიც კიბოს რისკს ამცირებს

4 months ago
ლარის კურსი ისევ უფასურდება

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4371 ლარი გახდა

10 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by