• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანია: “სერჟანტებში საბრძოლო მზადყოფნა ამაღლებული უნდა იყოს”

13 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

alasania-irakli-1დღეს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა.

ირაკლი ალასანიამ ცენტრში ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

მეთაურმა, მაიორმა ლაშა დავითაძემ მინისტრს სერჟანტთა მომზადების ცენტრში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

ბაზაზე ცენტრის მთავარი შენობის სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.

ადმინისტრაციულ კორპუსში სერჟანტებისთვის სასწავლო კლასები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და სამუშაო ოთახები განთავსდება.

„შარშან კოჯორში ჩამოვაყალიბეთ სერჟანტთა მომზადების ცენტრი, რომელსაც  ჩვენი ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. დავგეგმეთ ინფრასტრუქტურის სწრაფი ტემპით განახლება. დღეს, სწორედ ცენტრის ერთ-ერთი მთავარი შენობა მოვინახულეთ. კმაყოფილი ვარ მშენებლობის მიმდინარეობით. მინდა გითხრათ, რომ ეს ცენტრი  არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო    მასშტაბითაც იქნება გამორჩეული. წელს, ჩვენს სერჟანტთა სკოლას ევროპისა და ნატოს ქვეყნების სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვევიან.  ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. სერჟანტთა სკოლა ის ხერხემალია, რომელიც  ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო ჯარს ჰქმნის. ისინი არიან მთელი ჯარის დისციპლინის მთავარი ხერხემალი. სერჟანტებში  საბრძოლო მზადყოფნა ამაღლებული უნდა იყოს. სერჟანტთა კორპუსი ჩვენთვის პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვიზიტით სწორედ შევამოწმეთ, როგორ მიმდინარეობს განვითარების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ქართველი სერჟანტები იქნებიან ნომერი პირველი მთელს ევროპაში“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ბაზაზე იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და არმიის მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2013 წელს სერჟანტთა მომზადების სკოლას  საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. ასევე, მინისტრის ინიციატივით სასწავლო ცენტრისთვის გამოიყო ადგილი დაბა კოჯორში. მანამდე ცენტრს მუდმივი დისლოკაციის ადგილი განსაზღვრული არ ქონდა.

ამჟამად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში 205 კურსანტი სწავლების 3 ეტაპიან კურსს გადის. სწავლება ათეულის, ოცეულის და საშტაბო-სამეთაურო კურსებისაგან შედგება. 2017 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილია სერჟანტთა მეოთხე დონის მომზადების კურსის დამატება, რომელიც მთავარი სერჟანტების მომზადებას ისახავს მიზნად.

03.04.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

6 years ago
ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

13 years ago
შსს: დანაშაულმა გასულ წელთან შედარებით იკლო

შსს: დანაშაულმა გასულ წელთან შედარებით იკლო

11 years ago
Puff Diddy-ს შვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

Puff Diddy-ს შვილები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

2 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by