• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

”ყოველთვის გიწევს იმის დამტკიცება, რომ ქალსაც შეუძლია ამის გაკეთება”- ირა ცაგარელი

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
”ყოველთვის გიწევს იმის დამტკიცება, რომ ქალსაც შეუძლია ამის გაკეთება”- ირა ცაგარელი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვაკეში, აბაშიძის 22 ნომერში ერთ პატარა კაფეში – “CC1” შეგხვდებათ ლამაზი, მწვანეთვალება, მხიარული გოგონა, რომელიც გაგიკვირდებათ, მაგრამ ის არც მეტი და არც ნაკლები – ბარმენია. პროფესიით დიზაინერი, რომელიც სამომავლო კარიერისთვის ფულს აგროვებს, მოსწონს თავისი სამუშაო და სულაც არ უქმნის დისკომფორტს ბარის სტუმრების გაოცებული სახეები – ქალი ბარმენის დანახვისას. ”თბილისი თაიმსს” ბარმენი და საინტერესო რესპოდენტი  ირა ცაგარელი ესაუბრა.

10811513_862404573779468_771440104_nირა მოგვიყევით თქვენს შესახებ, თქვენ დღევანდელ საქმიანობაზე რას გვეტყვით, რამდენად რთულია იყო ბარმენი, რა სპეციფიკაა ამ პროფესიაში?

დაახლოებით 5 წელია რაც ბარმენად ვმუშაობ. გოგოსთვის ძალიან რთულია ბარმენად ყოფნა, რადგან ყოველთვის გიწევს იმის დამტკიცება, რომ შეგიძლია ამის გაკეთება. რთულია მაგრამ შესაძლებელი. პროფესიით დიზაინერი ვარ, ფართო ასპარეზზე ჯერ არ გამიტანია ჩემი ნამუშევრები. ვგეგმავ, რომ ამ ეტაპზე პროფესიულად დავხვეწო ყველა სახის ტექნიკა (კერვა, ქარგვა, ქსოვა, კონსტრუირება) რაც ჩემს პროფესიას ეხება. სრულყოფილად ჯერჯერობით, ამ სფეროში არ ვმუშაობ, მხოლოდ ინდივიდუალურ დაკვეთებს ვიღებ ისიც იშვიათად, ჩემი დატვირთული გრაფიკის გამო. მომავალში ვგეგმავ, რომ ჩემი პროფესიით გავაგრძელო მუშაობა. დღევანდელი სამსახურის საშუალებით ვაგროვებ ფულს ჩემი საქმიანობის წამოსაწყებად. ბარმენად მუშაობა დავიწყე იმიტომ, რომ არის ენერგიული სამსახური, მდუმივად მიწევს ადამიანებთან ურთიერთობა და არა, დილიდან საღამომდე ოფისში გაუნძრევლად ჯდომა. ამავე დროს ვსწავლობ ადამიანების ტიპაჟს, ვინ როგორი ენერგეტიკის მატარებელია, როგორ აცვია თავისი ხასათიდან გამომდინარე და მრავალი სხვა ნიუანსი რაც მომავალში დამეხმარება იმაში, თუ რა ტიპაჟს როგორი ტანსაცმელი შევურჩიო.

მუშაობის პროცესშიროგორიბრძანდებით?

მუშაობის პროცესში ვცდილობ ვიყო ენერგიული და ბოლომდე დავიხარჯო. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს. ეს უპირველესია ჩემთვის. მიფუჩეჩება არაფრის მიყვარს და მნიშვნელოვანია შედეგი და კმაყოფილი სახეები.

გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები, როცა ამ პროფესიას დაეუფლეთ, სირთულეეები რომლის გადალახვაც მოგიწიათ?

პირველად კაზინოს ბარში დავიწყე ბარმენად მუშაობა. იქ სხვანაირი სისტემა იყო, უფრო რთული. ყურადღება ექცეოდა ბარმენის სისწრაფეს, ამტანობას, უფრო დიდი წნეხი იყო, რაც გავლენას ახდენს ნერვებზე. დიდ სირთულეს წარმოადგენდა იმ პერიოდში ჩემი პრობლემებიდან გამომდინარე ყოველთვის ღიმილიანი სახე, თუმცა ესეც გადავლახე და ცხოვრების წესად მექცა ვიყო მუდამ ღიმილიანი და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო და გადავცე სხვასაც…

10805006_862404610446131_852082344_n

სასმელების მომზადება ერთგვარი ხელოვნებაა და დიდი ცოდნაც სჭირდება, თქვენ რას სთავაზობთ ბარის სტუმრებს, სხვა ბარმენებისგან განსხვავებული, განსაკუთრებული ხელწერა ხომ არ გაქვთ სასმელების მომზადებაში?

ყველა ბარმენს საკუთარი ხელწერა აქვს, ან გამოგდის კარგი ან არა. ეს ისეთივე პროცესია, როგორც საჭმლის მომზადება, შეიძლება გამოგივიდეს გემრიელი, შეიძლება არა. ჩემი დამზადებული სასმელი ბარის სტუმრებს ძალიან მოსწონთ, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ხელწერა, დამზადების წესი, გაფორმების მანერა. ძირითადად კი კლასიკურ კოკტეილებს ვაკეთებ. მაგალითად, ყველაზე ხშირად ვამზადებ ”დაიკირს“, რომელიც არის ნორმალურად ალკოჰოლური, მზადდება რომისგან, ქალიც და მამაკაციც თანაბრად გემრიელად მიირთმევს. ეს კოკტეილი ფორმდება ქრაშით, ანუ დამსხვრეული ყინულით და ლაიმის ნაჭრით, ძალიან სადაა მაგრამ ამავდროულად დახვეწილი.

ქალი ბარმენი თბილისში იშვიათობაა, თუ იცნობთ სხვა ქალბატონებს რომლებიც ასევე ამ საქმიანობით არიან დაკავებული?

ვიცნობ რამდენიმე ქალ ბარმენს, საკმაოდ ბევრნი არიან.

10748552_862413890445203_1801931708_nრომელია თქვენი საყვარელი სასმელი-კოქტეილი, რომელსაც ხშირად ამზადებთ?

მიუხედავად იმისა, რომ ბარმენი ვარ, არ მიყვარს კოკტეილები, მე მიყვარს სუფთა სასმელები. დიდი მოყვარული ვარ ლუდის და ასევე სიამოვნებით მივირთმევ ტეკილას. ძალიან ხშირად მიწევს ”ლონგ აილენდის” გაკეთება, რომელშიც შედის თითქმის ყველა სახეობის სასმელი, ასევე ერევა რედ ბული ან კოკა-კოლა, გაფორმება კი ინდივიდუალურია, ბარმენის ფანტაზიაზეა დამოკდიებული.

პროფესია, რომელშიცსაკუთარშესაძლებლობებსსიამოვნებითგამოცდიდით?

სიამოვნებით გამოვცდიდი თავს მზარეულის პროფესიაში. მიყვარს კერძების მომზადება და ხშირადაც ვამზადებ. ესეც ერთგვარი ხელოვნებაა, შექმნა ახალი გემო. სიამოვნებით გავეცნობოდი ყველა ქვეყნის სამზარეულოს.

10696193_854609884583254_7471855597677789571_n

თვით, რომ ხართ ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე?

დიახ ვთვლი, რომ ვარ. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია, მარტოხელა დედობა. არცთუისე ადვილი პროფესია გახლავთ, რაც დიდ ძალისხმევას და პიროვნულ სიძლიერეს ითხოვს აღზარდო ღირსეული ბავშვი მარტომ.

როგორია ირა ცაგარელი ოჯახში, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებას და სამუშაოს?

ოჯახში საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ, მიყვარს წესრიგი. არ არსებობს დასვენების დღე ოჯახის წევრები ჩემი კულინარიული შედევრებით არ გავაოცო, ეს ხუმრობით. მშვენივრად ვუთავსებ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს, სახლში ვარ მთლიანად ოჯახზე გადართული, სამსახურში კი სამუშოზე.

1419888_862413963778529_1447301773_nთქვენ ერთი შვილი გყავთ, პრინციპი, რომლითაც ზრდით….

ვერ გეტყვით, რომ თანამედროვე პრინციპით ვზრდი შვილს, არ ვემხრობი იმას, რომ ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს. ხშირ შემთხვევაში უფროსსა და უმცროსს შორის ზღვარია დარღვეული. მყავს ერთი გოგონა 8 წლის ელენე, ძალიან გონიერი და ნიჭიერი ბავშვია, საოცრად ხატავს და მის ასაკთან შედარებით ძალიან ბავშვურია, რაც მახარებს და ვეცდები დიდი ხნით გავუხანგრძლივო ეს. ბავშვობას ხომ ვეღარასდროს დავიბრუნებთ. სამწუხაროდ ახლანდელი მშობლები ხშირად ცდებიან როცა დროზე ადრე ართმევენ ბავშვს ბავშვობას. მე და ელენე ვმეგობრობთ, ვცდილობთ ყოველი დღე გავიმრავალფეროვნოთ. ასევე რიდის და ცოტა შიშის ფაქტორიც არის, რაც აუცილებელია ჩემი აზრით.

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი, როგორც ბარმენის უპირატესობები, რითგამოირჩევით სხვა ბარმენებისგან?

ვერ ვიტყვი, რომ ვინმესგან გამოვირჩევი, უბრალოდ აბსოლიტურად ყველა ბარმენი ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია, ერთნაირი ბარმენი არ არსებობს.

ყველზე კომფორულად სად გრძნობთ თავს?

სახლში. იმიტომ, რომ  სულ მაკლია სახლში ყოფნა, სიმყუდროვე და ჩემი შვილი, გარემო სადაც შემიძლია დავისვენო

მომხმარებელი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

ყველა მომხმარებელი ინდივიდუალურია. თითქმის ყველა ჯდება ჩემს მაგიდასთან და ძალიან ეუცხოებათ, რომ ბარმენი არის გოგო, მაგრამ ეს დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის, მთავარია როგორ გარემოს შეუქმნი სტუმარს. ყველა სტუმარი პატარა ისტორიაა, რომელიც ილექება ჩემს მეხსიერებაში.

 22.11.14

ნინა პირტახია

 

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“ჩემი ადვოკატი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს

“ჩემი ადვოკატი“ მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის ათ სახლს დგამს

8 years ago
„სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

„სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა

8 years ago
ნიკა მელია: “მე ვერ მივულოცავ იმ კანდიდატს გამარჯვებას”

ნიკა მელია: “მე ვერ მივულოცავ იმ კანდიდატს გამარჯვებას”

12 years ago

ინგლისი ირანთან დიალოგისთვის მზად არის

13 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by