• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თანაინვესტირების ფონდი: “ზოგიერთ ტელეარხზე “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით გაკეთდა ტენდენციური და ზედაპირული შეფასებები”

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თანაინვესტირების ფონდი: “ზოგიერთ ტელეარხზე “პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით გაკეთდა ტენდენციური და ზედაპირული შეფასებები”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

3b7db319d2780b8“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” განცხადებით, პროექტ “პანორამა თბილისის” კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ, საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა პროექტის მთავარი ინვესტორი, ბიძინა ივანიშვილი წარმოეჩინათ პიროვნებად, რომელიც დედაქალაქზე მორიგ აგრესიას ახორციელებს.

როგორც “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ზოგიერთ ტელეარხზე პროექტთან დაკავშირებით გაკეთდა ტენდენციური და ზედაპირული შეფასებები, რაც მიზნად ისახავდა მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

“ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ ორჯერ გადადო განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დავალების გაცემის საკითხის განხილვა პროფესიულ საბჭოზე.

სანაცვლოდ მიიღო გადაწყვეტილება გრგ-ის საჯარო განხილვის ორგანიზების თაობაზე, რაც წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე უპრეცედენტოა.

ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა და საზოგადოების მეტად ინფორმირების სურვილმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება ზოგიერთი განმარტების გაკეთებასთან დაკავშირებით.

პროექტის კონცეფცია: პროექტი “პანორამა თბილისი” უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და 4. ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. საბაგირო გზებით დაკავშირების პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს მრავალ ცნობილ ქალაქში (ბარსელონა, ლისაბონი, ლონდონი, რიო დე ჟანეირო და სხვა), თუმცა კომპლექსების ამგვარი ურთიერთკავშირი პროექტს მსოფლიოში განუმეორებელს ხდის.

აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება, რაც ჩვენს დედაქალაქს რეგიონში დამატებით დატვირთვას შესძენს. ასევე მას განსაკუთრებული ხიბლი ექნება ტურიზმის განვითარების კუთხით.

კომპლექსების “სოლოლაკის მაღლობისა” და “სოლოლაკის ბაღების” ფარგლებში დაირგვება 30,000 (2-დან 5 მეტრამდე სიმაღლის) ახალი ხე და გაშენდება ვერტიკალური ბაღები, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკო სისტემას.

სამაგალითოა, რომ პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრსა და შემოგარენში დამატებით მოეწყობა 1,800 ავტომობილზე (თავისუფლების მოედანი – 300; ერეკლე II-ს მოედანი – 500; სოლოლაკის ბაღები – 500; სოლოლაკის მაღლობი – 500) გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რაც პროექტის საჭიროებას ბევრად აღემატება და უზრუნველყოფს ქალაქში არსებული პარკირების პრობლემის მოგვარებას.

პროექტის განხორციელების პროცესში დასაქმდება 2,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ოთხივე კომპლექსი შექმნის 1,000-ზე მეტ მუდმივ სამუშაო ადგილს.

სამომავლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ პროექტ “პანორამა თბილისის” მიმდინარე სტატუსს. დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ მისი ერთი ნაწილის “სოლოლაკის ბაღების” შემთხვევაშია წარმოდგენილი არქიტექტურული ხედვა, ხოლო დანარჩენ სამ კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარეობს არქიტექტურული ნამუშევრების შერჩევის პროცესი, რომელებიც ასევე განსახილველად წარედგინება ქალაქის მერიას და საზოგადოებას.

პროექტის ეკონომიკური მხარე: ბიძინა ივანიშვილს მრავალჯერ განუცხადებია, რომ მას საქართველოში ბიზნესი არასდროს არ უკეთებია და მისი ერთადერთი კომერციული ორგანიზაცია სს “ბანკი ქართუ” გახლდათ, რომელიც მან თავის დროზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით დააარსა. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ბანკმა ვერ შეძლო დასახული მიზნის განხორციელება. თუმცა მას არასდროს უწარმოებია აგრესიული საბანკო პოლიტიკა. უფრო მეტიც ეს ის ბანკია, რომელმაც 2001 წელს, სავალალო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი “აბსოლუტ ბანკი” შეიძინა მისი ვალდებულებების დასაფარად და საქართველოს ახალგაზრდა საბანკო სისტემის მდგრადობის შესანარჩუნებლად.

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ჩამოყალიბებამ, რომლის გაცხადებული კაპიტალი 6 მილიარდი ამერიკული დოლარია და რომელსაც დღევანდელი მდგომარეობით 1.3 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების 11 პროექტი აქვს დამტკიცებული, სს “ბანკი ქართუს” ჩართვას ინვესტიციების მიმართულებით აქტუალობა დაუკარგა.

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ჩამოყალიბება და მასში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის სახით განპირობებულია ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის მიზნით და არა პირადი კომერციული ინტერესით. ამის დასტურად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ბიზნესმენს, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, უპრეცედენტო პირობებით (მათ შორის ყველაზე რისკიანი ფაზის გავლის შემდეგაც კი) თვითღირებულებით, ყოველგვარი მოგების გარეშე დაუთმოს მისი კუთვნილი წილი.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც გარკვეული მედიის მიერ აქტიურად გამოითქმოდა ეხება პროექტში “პანორამა თბილისი” განსახორციელებელი ინვესტიციების წარმომავლობას და აღნიშნულ პროექტში ინვესტირების მიზანშეწონილობას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განაგებს მხოლოდ მისი ინვესტორების კერძო თანხებს და მას არ გააჩნია არავითარი კავშირი სახელმწიფო სახსრებთან. გაცნობებთ, რომ ფონდის და შესაბამისად პროექტ “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რაც თავისთავად აქარწყლებს ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ იგი ცდილობს მის საკუთრებაში არსებული მიწების ე.წ. “გასაღებას” აღნიშნული პროექტის ფარგლებში. ვადასტურებთ, რომ პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრული ტერიტორია ნაწილობრივ მოიცავს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწებს, რომლებიც მისივე სურვილით თვითღირებულებით გადაეცემა ფონდს, ყოველგვარი ზედმეტი სარგებლის მიღების გარეშე”, – ნათქვამია განცხადებაში.

07.04.14

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

“ეს არჩევნები იქნება ტესტი” – დონალდ ტუსკი

10 years ago
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია

12 years ago

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

12 years ago
“აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები”

„ბანკებმა პრაქტიკულად ზომბირება გაუკეთეს საფონდო ბირჟას“ – ვახტანგ ხომიზურაშვილი

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by