• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანია სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი ალასანია სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ISAF-ის მისიაში.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ქართულ მხარეს საერთაშორისო ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მომავალშიც გააგრძელოს წვლილის შეტანა საერთაშორისო მისიებში.

„ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პროგრესზე, რომელსაც აფასებს ნატო, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით თავდაცვის რეფორმაზე. ვისაუბრეთ დიდწილად ჩვენს ერთობლივ ოპერაციაზე ავღანეთში, რომლის შედეგის დემონსტრირება გუშინ მოხდა ჩატარებული მშვიდობიანი არჩევნებით. ჩვენ შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ საქართველომ ამ ისტორიულ პროცესში შეიატანა თავისი დიდი წვლილი. მე მინდა ვუთხრა ნატოს მაღალ წარმომადგენელს, რომ საქართველო გააგრძელებს რეფორმების გზას. საქართველოს შეიარაღებული ძალები ყოველთვის იქნება დასაყრდენი და მხარდამჭერი ნატოს შეიარაღებული ძალებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ გაღრმავებული და საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც იქნება საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანი.“ – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ:

“მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო საქართველოს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში შეაქვს. საქართველო ნატოს არაწევრი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა.  ISAF-ის ოპერაციის წარმატებისთვის ძალიან მნიშნველოვანია თქვენი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შესრულებული მისია, რომელსაც ისინი დიდი პროფესიონალიზმით, თავგანწირვით და სიმამაცით ასრულებენ. მე მჯერა, შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა ყველა ეჭვი გააქარწყლა ავღანეთის მომავლის შესახებ. 7-მა მილიონმა ავღანელმა ნათლად დაადასტურა, რომ ისინი მზად არიან ჩაიბარონ საკუთარი ქვეყნის მართვის სადავეები.  ჩვენ ვგეგმავთ ავღანეთში მისიის გაგრძელებას და “გადამწყვეტი მხარდაჭერის” ოპერაცია დაიწყება, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება ორმხრივი უსაფრთხოების (BSA) და ძალთა სტატუსის შესახებ შეთანხმებებს (SOFA). მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ გამოთქვა სურვილი ჩვენთან ერთად დაეხმაროს და ჩაერთოს ავღანელი სამხედროების მომზადების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები ავღანეთში. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ნატოსთვის ძვირფასი და დაფასებული პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ არის, როგორიცაა შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზაცია, ადმინისტრაციული რეფორმები სასამართლო სისტემაში და სხვა. ასევე განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნები. დღეს ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, მას შემდეგ რაც დააკმაყოფილებს გაწევრიანებისთვის საჭირო პირობებს და მოკავშირეები მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.“

08.04.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სანქციები კოსმოსში – რით ემუქრება რუსეთი აშშ–ს?

სანქციები კოსმოსში – რით ემუქრება რუსეთი აშშ–ს?

12 years ago
დავით ჯალაღანია მსხვილი სამშენებლო ჩინური კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

დავით ჯალაღანია მსხვილი სამშენებლო ჩინური კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago
სახალხო დამცველი იწყებს პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე დასწრების მსურველ შშმ პირთა მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლას

სახალხო დამცველი იწყებს პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე დასწრების მსურველ შშმ პირთა მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლას

12 years ago
რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

რა სასწაულები იხილეს იერუსალიმში ცნობილმა ქართველებმა

5 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by