• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, February 2, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი ერეკლე კოდუას გია სირაძეს წარუდგინა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11787797მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს წარუდგინა. “საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილი იქნა 2005 წელს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე. მთავარმა პროკურატურამ დღეს, 24 აპრილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ “რეზონანსში” გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე. აღნიშნულის გამო შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა დანაშაულებრივ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ამასთან, ერეკლე კოდუამ დანაშაულში ჩართულ პირთა ხელმძღვანელობა დაავალა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსს გიორგი სირაძეს. ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით შემუშავებული გეგმის თანახმად, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ ვალერი გელაშვილს და დაუფლებოდნენ მის ყველა ნივთს და დოკუმენტს. 2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი, ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას. სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ერეკლე კოდუას დავალებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ვალერი გელაშვილს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ავტომანქანიდან გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები. ერეკლე კოდუას მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა – ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ასევე ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა. ერეკლე კოდუას და გია სირაძის აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა. ე.კოდუას და გ.სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად”, – განაცხადეს პროკურატურაში. 24.04.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025
გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალი ამბები

გიორგი კანდელაკი 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

12/24/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In