• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვილჰელმ კრული – საყდრისის მაღარო მსოფლიოში უნიკალური კულტურული მემკვიდრეობაა

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

get_img„გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, რომ განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება; 

საყდრისი წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროს, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმსახურებს, როგორც დაცვას, ასევე მომავალ კვლევებს;

გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებით“, – ეს ამონარიდია ფოლკსვაგენის ფონდის გენერალური მდივნის, პროფესორ ვილჰელმ კრულის ოფიციალური წერილიდან, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ – მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი გერმანელი პროფესორის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებული გადაუდებელი საკითხი

ძვირფასო პრემიერ მინისტრო, ვიმედოვნებ არ შეწუხდებით, რომ განიხილოთ შემდეგი საკითხი:

როგორც ფოლკსვაგენის ფონდის გენერალური მდივანი მე გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, რომ საყდრისის ოქროს მაღარო, ძეგლი, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი ქონდა მინიჭებული, არის დიდ საფრთხეში და განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება.

2004-2011 წლებში ფოლკსვაგენის ფონდი – გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი კერძო საფონდო ინსტიტუტი სამეცნიერო და აკადემიური საკითხების სწავლების სფეროში – მხარს უჭერდა/აფინანსებდა საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით. გრანტი შეადგენდა 500.000 ევროზე მეტს და ხორციელდებოდა საერთაშორისო სარეცენზიო პროცესის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმითაა აღსანიშნავი  სამეცნიერო ხარისხი და ძალისხმევის არაჩვეულებრივი შესაბამისობა. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა (ო. ლორთქოფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და გერმანიის სამთო მუზეუმის (ბოხუმი) ერთიანი ძალებით, ასევე საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა ინსტიტუციების დახმარებით.პროექტმა დაამტკიცა, რომ საყდრისი წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროს, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმსახურებს, როგორც დაცვას, ასევე მომავალ კვლევებს.

საყდრისის პროექტი ფინანსდებოდა ვოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „ევროპასა და აღმოსავლეთს შორის კვლევები და აკადემიური სწავლებანი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ფარგლებში. ამ ინიციატივის პერიოდში ფონდმა ასევე დააფინანსა 45 საერთაშორისო ერთობლივი პროექტი, სადაც ჩართულები იყვნენ მეცნიერები და სტიპენდიანტები საქართველოს აკადემიური ინსტიტუტებიდან. ამავდროულად, ამ პროექტებს ხელი შეეწყოთ, რათა გაძლიერებულიყო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ისევე როგორც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

რადგანაც ამ ხნის განმავლობაში ყველა ეს პროექტი იყო ნაყოფიერი და სასარგებლო ორივე მხარისთვის, ჩვენ გავოცდით იმ ფაქტის მოსმენით, რომ საყდრისის ძეგლზე მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწყვეტილების მიღებისას საყდრისის სამეცნიერო პროექტი უგულვებელყოფილი იქნა და იგნორირებულიც კი.

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, საყდრისის შეუფასებელი ძეგლის განადგურება დაიწყება ამ წლის ოქტომბერში. საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომა საყდრისის დაზიანებით.

ამიტომ, მე გთხოვთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებით.

წერილი მოგცემდათ რეკომენდაციებსა და მხარდაჭერას იმისათვის, რომ იპოვნოთ საკითხის სათანადო გადაჭრის გზები, რომელიც დააბალანსებს როგორც ისტორიულ, ასევე ინტერესებს ქართველი ხალხისათვის.

გთხოვთ, ნუ იყოყმანებთ, რომ დამიკავშირდეთ მხარდაჭერისთვის. მე, რასაკვირველია, სიამოვნებით დაგეხმარებით. ეს ასევე ეხება შესაბამისი კომისიის შექმნასაც. ველოდები თქვენს პასუხს“, – აღნიშნულია წერილში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ამ დროისთვის ვერ განმარტეს, რა პასუხი გასცა პრემიერ – მინისტრმა ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს, ან უპასუხა თუ არა საერთოდ. კანცელარიაში დაგვპირდნენ, რომ საკითხს გაარკვევენ და ინფორმაციას მოგვაწოდებენ.

საყდრისის ოქროს მაღარო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2006 წელს შეიყვანეს და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას 2013 წლის 05 ივლისის 03–108–ე ბრძანებით, მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გაუუქმდა.

2013 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, საყდრისში სამთამადნო მრეწველობის ძეგლის არქეოლოგიური ზონაც გაუქმდა.

2014 წლის 7 იანვარს, კომპანია „RMG Gold“-მა საყდრისის ოქროს მაღაროს ტერიტორიაზე სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო. კომპანიას არ აქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დადებითი დასკვნა ტერიტორიაზე ჩატარებული  არქეოლოგიური სამუშაოების თაობაზე და ამასთან, არ განხორციელებულა ტერიტორიის სრულყოფილი შესწავლა, არქეოლოგიური ობიექტების დაზიანებასა და განადგურებისგან დაცვის მიზნით.

ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა 9 იანვარს ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ძეგლი დაზიანებულია და საბადოს უნიკალური ნაწილი, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, მონგრეული და მოსწორებულია. 

10 იანვარს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „RMG Gold“-ს მოუწოდა, საყდრისის მაღაროს ტერიტორიაზე უნებართვოდ დაწყებული სამუსაოები შეაჩეროს. სააგენტოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტერიტორიაზე სამუშაოებს გააგრძელებს, დაჯარიმდება; არქეოლოგიური ობიექტის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

10 იანვარს, განცხადება გაავრცელა კომპანია RMG–მაც. კომპანიის ინფორმაციით წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

24.04.14

წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

 

 

 

 

 

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

12 years ago

ევროპული ლიცენზირება ქართველი ექიმებისათვის საქართველოშივე გახდება შესაძლებელი

9 years ago

რატომ ინიშნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები მინისტრებად უკრაინაში?! – ექსპერტების მოსაზრებები

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by