• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, December 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

154449პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი გრძელდება. საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტის მეორე დღე უკრაინის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაიწყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, შექმნილი ვითარება და რუსეთის გავლენის ფაქტორები იყო.

საუბარი შეეხო უკრაინაში მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსაც. გიორგი მარგველაშვილმა და ანდრი დეშჩიცამ ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„იმ ფონზე, რომ აქ ჩვენ ვზეიმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წლისთავს და მიღწეულ წარმატებებს, შეხვედრებს ლაიტმოტივად გასდევდა უკრაინის საკითხები. გუშინ ყველა ლიდერი ერთად ვსაუბრობდით იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის საკითხთან მიმართებით. ერთ თვეში უკრაინაში გაიმართება არჩევნები.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ეს არჩევნები ეფექტიანად, დემოკრატიულად გაიმართოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და მთელი მოსახლეობა მონაწილეობდეს მასში. ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან დღეს ვსაუბრობდით იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველომ ამ მიმართულებით. ეს მეტად საგულისხმოა, რადგან ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრება. შეხვედრისას, ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინელ კოლეგებთან მუშაობა გაგრძელდება როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე სხვა ფორმატებითაც, რათა 25 მაისს გამართული არჩევნები იყოს აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს ამ მხარდაჭერის გამოსახატავად.

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ჯარების განთავსებით და იმ მოულოდნელი წვრთნით, რომელიც რუსეთმა გუშინ დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არის საგარეო საფრთხე, რომელმაც, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დავიწყეთ ანტიტერორისტული ოპერაცია, რათა შევებრძოლოთ იქ მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, რომლებსაც აქვთ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა და მოსახლეობაში შიშს იწვევენ. რა თქმა უნდა, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის მიზანია წესრიგის აღდგენა, თუმცა სამართალდამცველებს დავალებული აქვთ არ დაუშვან მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.”

25.04.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In