• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არასამთავრობოები ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვას დაესწრებიან

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1352274581_qutaisi_parlamentiარასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვაზე დასწრებას გეგმავენ.

როგორც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, დიდი იმედი აქვთ, რომ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტი მეორე მოსმენისთვის შენიშვნებს ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინებს. მისივე თქმით, კანონპროექტის დახვეწისა და კანონში ეფექტური მექანიზმების ჩადების დრო ჯერ კიდევ არის, რათა საქართველოში მართლაც იქნას დისკრიმინაციის ყველა ფორმა აღმოფხვრილი. ამასთან, ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსთან ძალიან ღია, ინკლუზიური და კარგი თანამშრომლობა იყო.
“პროცედურების მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტი გადასცა მთავრობას, მთავრობიდან უკვე წარედგინა პარლამენტს. ამ მომენტში ზუსტად არ ვიცით როგორ და რატომ მოხდა ამ ცვლილებების შეტანა, თუმცა შეგვიძლია გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს”, – აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მოახერხოს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების განხორციელება. მისივე განმარტებით, პერიოდულად ხდება ხაზგასმა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებაა, რაც ნამდვილად ასეა, მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონმდებლობით მოხდეს იმ ადამიანების უფლებების დაცვა, რომელთა დისკრიმინაცია ხდებოდა, ხდება და პოტენციურად შეიძლება მოხდეს.

“ჩვენ, ორგანიზაციები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ვავრცელებთ, ხაზს ვუსვამთ, რომ არ დავუშვებთ, მოხდეს ამ პროცესის ფორმალიზება, ფორმალურად მივიღოთ კანონმდებლობა, რომლითაც ჩვენ გარკვეული ტიპის საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც რეალურად მოახერხებს დისკრიმინაციის მსხვერპლების უფლებების დაცვას”, – აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონის და არა მხოლოდ სიმბოლური სახელწოდების დოკუმენტის მიღება.

“თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მხოლოდ ფორმალურად შეუძლია ასეთი კანონი მიიღოს და ამით საქმეს ეშველება – ეს იქნება თავის მოტყუება, რადგან ქვეყანაში პრობლემები არ მოგვარდება, ადამიანები გააგრძელებენ თავშესაფრის ძებნას და საქართველოს უვიზო მიმოსვლა გარანტირებული არ ექნება”, – აღნიშა ირაკლი ვაჭარაძემ.

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.

29.04.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თუ გავიმარჯვებთ, გავდივართ ჯგუფური ეტაპიდან, რაც უდიდესი მიღწევა იქნება ქართული ფეხბურთისთვის – ამისთვის ფეხბურთელები მზად ვართ – ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ

2 years ago
ირაკლი კობახიძე: “კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის”

ირაკლი კობახიძე: “კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის”

10 years ago
ფინანსთა მინისტრობიდან  პრემიერ-მინისტრობამდე –  მამუკა ბახტაძის ბიოგრაფია

მამუკა ბახტაძე: “გვჭირდება იმ მიდგომების მნიშვნელოვნად შეცვლა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობაში”

8 years ago
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by