• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

previewკამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით “ეს შენ გეხება” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თქმით, “ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის ტოლფასი და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად, ეფექტურად მუშაობას”. მისივე განცხადებით, “მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, ჩვენ ყოველ მხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით – და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, ასი ათასობით ლარს იმისთვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი… ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა”.

კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ვაცხადებთ, რომ პრემიერის განცხადებაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ,

1. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალთან დაკავშირებით პარლამენტში შესულია და განიხილება მხოლოდ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ბატონი შალვა შავგულიძე, ამავე კომიტეტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ლიკა საჯაია, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ბატონი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ივლისის თვეში დარეგისტრირდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს და სახელმწიფო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი მოსაზრებები გამოეთქვა ინიციატივასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ერთობლივად იყო წარმოდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს;
2. მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე საუბარი არასამთავრობო სექტორმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რაც დასაბუთდა ამ თემაზე მობილური ოპერატორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. სამწუხაროდ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებების აღმოფხვრა ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. არსებული მანკიერი პრაქტიკის დაუშვებლობაზე საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ბატონი თომას ჰამარბერგი  ვრცლად საუბრობს თავის ანგარიშებში. ეს საკითხები ასევე აისახა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2013 წლის ანგარიშში;

3. კამპანიის “ეს შენ გეხება” განახლება საჭირო გახდა, რადგანაც პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ სურდათ უარი ეთქვათ სატელეფონო საუბრების და პირადი ინფორმაციის პირდაპირ წვდომაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღებაზე. დღეს კვლავაც ვართ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები თვალთვალისა და მიყურადების განხორციელებისას იყენებენ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და, რაც მთავარია, თანამშრომლებს. საგულისხმოა, რომ ჩვენ არ ვიცით არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელიც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მკაცრად დაისაჯ. შესაბამისად, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ “მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა” დაუსაბუთებელია;

4. გაუგებარია, ერთი წლის წინ შექმნილ რომელ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს საქართველოს პრემიერმინისტრი და რომელი ახალი კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2014 წლის აპრილში სახელმწიფო კანცელარიაში ბატონი მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფის შესახებ;

5. ჩვენ დღესაც მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ კანონპროექტს, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა საქართველოს პარლამენტში და რომელმაც ევროპის საბჭოს და ევროპის წამყვანი სპეციალისტების ექსპერტიზა გაიარა. ამ კანონპროექტში ორიენტირად ავიღეთ ის ევროპული პრაქტიკა, რომელიც სწორედაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დაცვას. შესაბამისად, პრემიერის განცხადება “წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას” არაკომპეტენტური განცხადებაა, რადგანაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოების სიტემას. აღსანიშნავია, რომ “კატასტროფული” პროექტი შარშან პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივად აქცია, ხოლო 1 თვის წინ სამმა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მოიწონა;

6. მიგვაჩნია, რომ პრემიერის განცხადება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული კამპანიის “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებას და, ამით, საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირებასა და კამპანიის დისკრედიტაციას ემსახურება;

7. საგანგაშოა პრემიერმინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას” ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერმინისტრის ბრალდებები არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციტივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში, – ნათქვამია განცხადებაში.

02.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

მოხალისეების სტიქიის ცხელ წერტილებში მუშაობა შეჩერდა

მოხალისეების სტიქიის ცხელ წერტილებში მუშაობა შეჩერდა

11 years ago
ბარსელონაში ქართველი ქალი მოკლეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარია

ბარსელონაში ქართველი ქალი მოკლეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარია

2 years ago
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

პარლამენტის არჩევნებში აჭარის ხუთივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს

10 years ago

რა არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და რას უნდა ველოდოთ მისგან?

11 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by