• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა

12 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7042prokuratura(11)საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ტაბიძის დაკავება ე.წ. “მუხროვანის ამბოხების” საქმის გახსნას უკავშირდება. პროკურატურის განცხადებას “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილ იქნა 2009 წლის 20 მაისს, ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხისთვის” ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის ძებნის სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებები.
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ლევან ტაბიძემ, ე.წ.

,,მუხროვანის ამბოხისთვის” ძებნილი პირების – ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებაა ინფორმაციის მოპოვების მიზნით, დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.

ამ მიზნით, 2009 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლევან ტაბიძე და მისი თანხმლები პირები შეიჭრნენ კობა ოთანაძის ნათესავის მურად ზარიძის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იქ იმყოფებოდნენ მურად ზარიძის მეუღლე ნათია თვაური, მცირეწლოვანი-ერთი წლის შვილი, მშობლები და დები. ოჯახში შესვლის შემდეგ ლევან ტაბიძემ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ ნიღბიან პირებთან ერთად დაიწყო სახლში მყოფი მურად ზარიძის და მისი ოჯახის წევრების უმოწყალო ცემა. კერძოდ, ლევან ტაბიძე მივიდა საწოლში მყოფ მურად ზარიძის მეუღლესთან ნათია თვაურთან, რომელსაც სახეში რამოდენიმეჯერ გაარტყა ხელი, ხოლო შემდეგ გადაინაცვლა დასთან ნათია ზარიძესთან, რომელიც გადმოაგდო საწოლიდან და ძირს დაგდებულს დაუწყო უმოწყალოდ ცემა, რის შემდეგაც გადაინაცვლა სამზარეულო ოთახში, სადაც ამ ყველაფრის შემსწრე მურად ზარიძის დედას რუსიკო ივანიძეს, რომელიც ხმამაღლა ითხოვდა შველას, თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, დააგდო ძირს და კვლავ განაგრძო მისი ცემა, რა დროსაც ლევან ტაბიძე მურად ზარიძის ოჯახის წევრებისგან დაჟინებით მოითხოვდა ძებნილ კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას.

იმის გამო, რომ ლევან ტაბიძემ და მისმა თანხმლებმა პირებმა ძებნილი კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის დადგენის კუთხით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, მურად ზარიძეს და მისი ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. “მოდულის” შენობაში.

მოდულის შენობაში, მურად ზარიძე და მისი ოჯახის წევრები რიგრიგობით შეჰყავდათ ლევან ტაბიძის სამუშაო კაბინეტში, სადაც გრძელდებოდა მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორება და მუქარა ხორციელდებოდა მურად ზარიძის მცირეწლოვან – 1 წლის ბავშვის მისამართით, რის შემდეგაც ნათია ზარიძემ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ძალადობას და მიაწოდა მათ მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია კობა ოთანაძის ადგილსამყოფელის თაობაზე.
წამებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2009 წლის 20 მაისს, ქალაქ თბილისში, თიანეთის გზატკეცილზე ჩატარდა სპეცოპერაცია, რა დროსაც გია კრიალაშვილი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ხოლო კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე კი მძიმედ დაიჭრნენ.

ლევან ტაბიძეს, ზარიძეების ოჯახის წევრების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის და ამ გზით ძებნილი პირების ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ინფორმაციის მოპოვებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით გადაეცა ფულადი პრემია 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით მიენიჭა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 დან 15 წლამდე ვადით.

ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით ჩატარებული ე.წ. ,,მუხროვანის ამბოხებისთვის” ძებნილი პირების კობა ოთანაძის, ლევან ამირიძისა და გია კრიალაშვილის დაკავების სპეცოპერაციის დანაშაულებრივი გარემოებების დასადგენად”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

08.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

ქართველი მეცნიერები საყდრისს იცავენ და პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ

12 years ago

შსს-მ ცრუ დასმენის და ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 years ago
GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში  დემნა გვასალია მოხვდა

GQ-ს გავლენიან ადამიანთა სიაში დემნა გვასალია მოხვდა

8 years ago

ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა

12 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by