• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი: “5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10366145_651075728316840_8730137258212645716_nჩვენ ქვეყანაში არც ერთ მშობელს აღარ უნდა ეშინოდეს, რომ მისი შვილი განათლების გარეშე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ექსპო ჯორჯიაში” , სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელიც ღია კარის დღის სახით ტარდება, ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კონცეფცია წარადგინა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

“რაც უფრო მეტი განათლებული და წელგამართული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად შეძლებს საქართველო წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო განათლების მქონე, მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებსაც, სამშობლოში დაბრუნებულებს, 3 წლის განმავლობაში გარანტირებულად ექნებათ სამუშაო ადგილი სახელმწიფო დაწესებულებებში. ამით მოხდება ძველი და ახალი თაობის გამოცდილების სინთეზი, რაც წაადგება ყველას და საბოლოოდ სახელმწიფოს. მინდა გითხრათ, რომ უკვე იწყება აქტიური მოლაპარაკებები უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამის საელჩოებთან და ველით სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობას აქვს დიდი მომავალი. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი მოხარულია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივამ ასეთი დიდი დაინტერესება გამოიწვია. მისივე თქმით, ეს ცენტრი განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას.

“იცით, რომ საგანმანათლებლო კერები ჩვენში უძველესი დროიდან იყო. საქართველოში იდგა ისეთი დრო, როდესაც თავისი ცოდნა საზღვარგარეთ გაჰქონდა. მაგრამ ისეთი დროც ედგა, როცა ჩვენი წინაპრები უცხოეთში მიდიოდნენ სასწავლებლად, იქ იღებდნენ განათლებას და უკან დაბრუნებულები მთელ ცოდნას და გამოცდილებას სამშობლოს ახმარდნენ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, დღეს ჩვენ სრულიად ახალი რეალობის, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. საქართველოს სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები. ჩვენ გვესმის, რამდენად პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც განათლებული და პროგრესული ახალგაზრდობა ჰყავს. თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ განათლებული და თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი ადამიანები აღწევენ წარმატებას. სახელმწიფომ კი ასეთი ადამიანების რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. სწორედ ეს იყო ჩემი ინციატივის მიზანი და ამისათვის შევქმენით განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც განსხვავებული მიდგომით ახორციელებს სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებას”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში, შეირჩა ის დარგები, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და განსაზღვრა პრიორიტეტები, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო აპირებს. მისივე თქმით, ადრეც არსებობდა მსგავსი პროექტი, რომელიც უცხოეთში სწავლას უფინანსებდა ახალგაზრდებს, მაგრამ ეს სისტემა არ იყო გამჭვირვალე.

“ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად გამჭვირვალე და სამართლიანი შერჩევის წესი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის პრივილეგიებს. განათლების საერთაშორისო ცენტრი ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე. ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტუდენტების დაფინანსება, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების გარეშე უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა არ ექნებოდათ”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთავარი სიახლე, რაც ჩაიდო ცენტრის კონცეფციაში არის ის, რომ სტუდენტები დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დასაქმდებიან და თავით ცოდნას საქართველოს მოახმარენ.

“გარდა ამისა, განათლების ცენტრი უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრებას, არამედ ადგილზე სხვადასხვა სასწავლო სემინარისა და კურსების მოწყობას, რომელსაც გაუძღვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები. მოხარული ვარ, რომ ასევე მოკლე დროში იწყება ჩემი ინიციატივის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულების 6-თვიან სტაჟირებას და პრაქტიკას საჯარო უწყებებში და იქ სათანადო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შეძენას.
ამ პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყანას ეყოლება თვისებრივად ახალი ტიპის სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სახელმწიფოს მშენებლობას მოახმარენ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობამ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე იზრუნა და მათთვის დაგეგმილია სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა.

“მართალია, ეს არ ეხება ამ პროექტს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ რეგიონებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებზე ვიზრუნეთ და მათთვის დაგეგმილი გვაქვს სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, რომელიც მრავალი წელი არ არსებობდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

15.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“მოწყალე სამარიტელი” – გაჭირვებულების დასახმარებლად ახალი ფონდი დაფუძნდა

“მოწყალე სამარიტელი” – გაჭირვებულების დასახმარებლად ახალი ფონდი დაფუძნდა

6 years ago
ფილოლოგი გოგონების მიერ დაწყებულ ბიზნეს საქმიანობა

ფილოლოგი გოგონების მიერ დაწყებულ ბიზნეს საქმიანობა

8 years ago
„უკვე მეორედ, 12 აგვისტო უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო… უფრო მეტის თქმა მინდოდა შენზე, მაგრამ დღეს მე შოვში დაღუპულების ჭირისუფალი ვარ…” – იზა ომაძის ემოციური მილოცვა შვილს

„უკვე მეორედ, 12 აგვისტო უშენოდ, ჩემო მაგარო ბიჭო… უფრო მეტის თქმა მინდოდა შენზე, მაგრამ დღეს მე შოვში დაღუპულების ჭირისუფალი ვარ…” – იზა ომაძის ემოციური მილოცვა შვილს

3 years ago

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by