• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია

12 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10357853_872235316137819_465158414_n-626x380უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, უკრაინის უმაღლესმა რადამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა და რუსეთში გაიქცა.

არჩევნებში უკრაინის პრეზიდენტობის პოსტზე კენჭს სულ 21 კანდიდატი იყრის. თუ ხმების დათვლის შემდეგ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს, უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პირველი ტურის ორი ფავორიტი კანდიდატი მიიღებს. თავდაპირველად არჩევნებისთვის უკრაინაში 225 საარჩევნო ოლქი შეიქმნა, თუმცა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, საარჩევნო ოლქების რაოდენობა 213-მდე შემცირდა.

ამასთან, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ ოლქში პრორუს სეპარატისტებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ადმინისტრაციული შენობები და საარჩევნო კომისიები. სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ლუგანსკში 1 771 873 ამომრჩეველია, დონეცკის ოლქში კი – 3 289 616. პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთ ოლქებში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ახორციელებს.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, ვალენტინ ნალივაიჩენკოს განცხადებით, არჩევნების დღეს სპეცოპერაციები არ ჩატარდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი. თუმცა, ყირიმში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის სხვა რეგიონებში შეეძლებათ. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ 35 500 913 ამომრჩეველია.

ამომრჩეველთა კომიტეტის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ვითარების გამო არჩევნებში მონაწილეობას ამომრჩეველთა თითქმის 5% ვერ მიიღებს. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებს 2 785 უცხოელი დამკვირვებლი დააკვირდება. სოციოლოგიური კვლევების ბოლო მონაცემებით, წინასაარჩევნოდ ლიდერობს კორპორაცია “როშენის” მფლობელი, ბიზნესმენი, უმაღლესი რადას დეპუტატი პეტრო პოროშენკო.

ჟურნალ “ფორბსის” 2014 წლის მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს ქონება 1,3 მილიარდი დოლარია. უკრაინელი ბიზნესმენი ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერს მხარს და მაიდნის აქტიური მხარდაჭერით გამოირჩეოდა. 2009 წელს პეტრო პოროშენკო იულია ტიმოშენკოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, 2012 წელს კი მას ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. ამასთან, სოციოლოგიური კვლევების მონაცემებით, მეორე ადგილზეა უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელსაც გამოკითხულთა 8,4% უჭერს მხარს.

25 მაისის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება კიევის მერის არჩევნები. ზოგიერთ რეგიონში – კერძოდ, ოდესაში, ნიკოლაევში, ხერსონში, ჩერნოვცახში, ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

25.05.14

ShareTweet

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

სუხიშვილებმა უკრაინა- პოლონეთის საზღვარი მშვიდობით გადაკვეთეს

სუხიშვილებმა უკრაინა- პოლონეთის საზღვარი მშვიდობით გადაკვეთეს

4 years ago
დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიური ცენტრი იმუშავებს

საქართველოში სწავლის მსურველ უცხოელთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა

9 years ago

კობა გვენეტაძე – კერძო სექტორის ინიციატივები მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური განათლების პროცესში

9 years ago
დეკანოზი დავით ქვლივიძე: “ეს არის კაცი, რომელიც ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფს და დაგვცინი”

დეკანოზი დავით ქვლივიძე: “ეს არის კაცი, რომელიც ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფს და დაგვცინი”

12 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by