საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მინი კოდელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და ალბანეთის ჰიმნები.
ამ წუთებში საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, მინი კოდელი და ირაკლი ალასანია პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ალბანეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს გუშინ ესტუმრა.
11.06.14