თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუჩერდა.
სასმართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არასამათავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი, კერძოდ, საყდრისთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ მოუწევს.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, კულტურის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის დადგენილება ბათილად გამოცხადდა და ეს საკითხი სამინისტროს განსახილველად დაუბრუნდა, გამომდინარე იქიდან, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება პროცედურული დარღვევებით, არქეოლოგიური საბჭოს გარეშე იყო მიღებული.
როგორც სასამართლოზე აღინიშნა, სამინისტრომ გადაწყვეტილება 11 კაციანი კომისიის ფარგლებში მიიღო და არქეოლოგიურ საბჭოზე არ გაუტანია.
ამასთან, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გასაჩივრება შეუძლია კულტურის სამინისტროს.
13.06.14






