• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უსუსური და ღიმილის მომგვრელი რამდენიმე მცდელობა”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

20120814071607nacionalebi“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების “დამახინჯებაში” კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გუშინ გაკეთებულ შეფასებებს “ნაციონალური მოძრაობა” სპეციალური განცხადებით ეხმაურება. პარტიის შეფასებით, არჩევნების შედეგებით “გუშინდელი ჟონგლიორობა არის ხელსაყრელი პოლიტიკური რეალობის შექმნის მცდელობა ერთადერთი ოპოზიციური ძალის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, წინასწარ გამოცხადებული დევნის მორიგი ტალღის დაწყებამდე”.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გუშინ საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების უსუსური და ღიმილის მომგვრელი რამდენიმე მცდელობა დაეხატა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ისეთი შედეგები, რომელიც ერთი მხრივ, აჩვენებდა თითქოს “ქართული ოცნების” ელექტორალური მხარდაჭერა არ შემცირებულა, ხოლო მეორე მხრივ, დაადასტურებდა პრემიერის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ არა ერთ განცხადებას, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არსებობს.

ამ სურათის შექმნას მიეძღვნა გუშინ დილით გამართული მთავრობის სხდომა, შუადღისას გამართული ვიცე-პრემიერის სპეციალური ბრიფინგი და უკვე დღის მეორე ნახევარში გამართული პრემიერის სპეციალური ბრიფინგი.

თავისთავად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მესამე დღეს, ნაცვლად იმისა რომ საუბრობდეს მიზეზებზე, თუ რატომ დაკარგა მმართველმა პარტიამ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, ან როგორ აპირებს გაცემული დაპირებების ახალი კასკადის შესრულებას, კვლავ დაკავებულია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლით.

მეტიც, გუშინ საღამოს, საზოგადოებამ იხილა პრემიერის სრულიად ცინიკური განცხადება იმის თაობაზე, რომ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების უკიდურესად დაბალი აქტიურობა თურმე ყოფილა მოსახლეობის მხრიდან “ქართული ოცნების” უპირობო მხარდაჭერის ილუსტრაცია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ნაცვლად ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ფიქრისა კვლავ აგრძელებს იმას, რითიც იყო დაკავებული ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში – ჩვენი განადგურების წინასწარ განწირული მცდელობით.

ამავე დროს, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ “ქართული ოცნების” დაჟინებული მცდელობა, დაამახინჯოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები, არ წარმოადგენს ბ-ნი ივანიშვილის ან ბ-ნი ღარიბაშვილის მორიგ ახირებას.

გუშინდელი ჟონგლიორობა არჩევნების შედეგებით არის ხელსაყრელი პოლიტიკური რეალობის შექმნის მცდელობა ერთადერთი ოპოზიციური ძალის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, წინასწარ გამოცხადებული დევნის მოგირი ტალღის დაწყებამდე.

საზოგადოებამ არა ერთხელ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ‘ცხელი ზაფხულის’ თაობაზე, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ელის.

სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ რეპრესიების მორიგი ეტაპის დასაწყებად სჭირდება “ქართულ ოცნებას”, ერთი მხრივ, მაღალი ლეგიტიმაცია (რომელიც ამ არჩევნებზე ვერ მიიღო), ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენება თითქოს “ნაციონალური მოძრაობა” იმდენად სუსტია, რომ მის მიმართ განხორციელებული დევნა შეუძლებელია პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს.

ჩვენ გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა არჩევნების შედეგების დამახინჯებულად წარმოჩენის, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განადგურების, განწირულია კრახისთვის. ერთადერთი რაც ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მოაქვს – ეს არის ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პირადად ბ-ნ ივანიშვილს – თავი დაანებონ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიასთან ომს; ეს არ არის ის, რისთვისაც ისინი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია; და მეტი დრო დაუთმონ ქვეყნის წინაშე მდგარ შიდა თუ საგარეო გამოწვევებზე ფიქრს”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

18.06.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

მოქალაქემ დედოფლისწყაროში იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

12 years ago
სანიტარიული ჭრების ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

სანიტარიული ჭრების ფარგლებში გმირთა მოედანზე არსებულ ფერდობზე ხმობადი ფიჭვები მოიჭრა

8 years ago
ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

ალექსანდრე დიუმა ქართველების შესახებ

7 years ago
გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by