• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

BBC: ევროპა ჩიხშია – ანგელა მერკელის აღიარება და გაეროს ბოლო მონაცემები

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„რუსეთი ცდილობს, უკრაინას უარი ათქმევინოს საკუთარი დემოკრატიის უფლებაზე და განსაზღვროს  სამომავალო კურსი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული მომავალი და უნდა მივმართოთ ძალისხმევა იმისკენ, რომ უკრაინამ შესაძლებლობები გაზარდოს“ – ეს არის ამონარიდი იმ ერთობლივი წერილიდან, რომლის ავტორებიც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დეივიდ კამერონი  არიან.

ისინი გმობენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის კვლავ გაძლიერებას და ვლადიმერ პუტინს რეგიონში არსებული „დესტაბილიზაციის მცდელობაში“ ადანაშაულებენ. წერილში ასევე ვკითხულობთ: 

10952567_916826425015301_351434978_o

„ჩვენ გასულ თვეებთან შედარებით უფრო მკაცრ პასუხს გავცემთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში. თუ საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები 21-ე საუკუნეში ჩვენ გვერდით დავუშვით, ყველანი დავზარალდებით არასტაბილურობით, რომელსაც სწორედ უკრაინაში განვითარებული მოვლენები გამოიწვევს. ჩვენი მყარი, შეუცდომელი და ერთიანი მესიჯია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს არ დაუჭერს რუსეთის მცდელობას, შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაცია“.

უკრაინაში გამძაფრებული საბრძოლო მოქმედებები 18 იანვარს დაიწყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის აეროპორტის გარშემო სეპარატისტთა პოზიციებს შეუტიეს.  დონეცკის აეროპორტის დამცველთა დასახმარებლად ბრძოლაში ათეულობით ტანკი და საარტილერიო დანადგარი ჩაერთო. უკრაინული მხარის განცხადებით, აღნიშნული საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი სეპარატისტებისგან აეროპორტის ტერიტორიის გაწმინდვა და საკუთარი კონტროლის ზონის გაფართოება იყო. აეროპორტიდან სამხედროებმა 20 დაჭრილი და ორი დაღუპული გამოიყვანეს. მეორე დღეს ქალაქ ვოლნოვახში 13 ადამიანი დაიღუპა. მათი სიკვდილი სეპარატისტების მხრიდან, გრადის ტიპის დანადგარიდან ცეცხლის გახსნას მოჰყვა.

10893657_916826411681969_1002494612_nდონეცკის დაბომბილი აეროპორტი

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირში განსხვავებული პოზიციები აქვთ.

10944595_916826388348638_1855334115_n

წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების აზრით, რუსეთი მკაცრად უნდა დაისაჯოს თითოეული ადამიანის სიკვდილის გამო, თუმცა ამასთანავე განიხილავენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ინიციატივას, რომელშიც ის საუბრობს რომ რუსეთთან კვლავ უნდა აღადგინოს ევროკავშირმა ურთიერთობა, ხოლო სანქციების ნაწილი უნდა გაუქმდეს.

მოგერინის აზრით, მხოლოდ ესაა   რუსეთის დაშოშმინების ერთადერთი გზა. მერკელი დავოსის ფორუმის ერთ-ერთ სესიაზე გამოსვლისას აღიარებს,რომ ევროპული თანამეგობრობა აღმოჩნდა იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც სრულებით არ ელოდნენ.

10937788_916829295015014_1359483802_n„ყირიმის ანექსია უბრალო ანექსია არ არის, ეს აშკარა დარღვევაა იმისა, რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობიანი თანაარსებობის საშუალება მოგვცა – ეს არის საზღვრების ურღვევობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა“ , – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერი ასევე გამოეხმაურა, ფედერიკა მოგერინის ინიციატივას, რუსეთისთვის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მაშინ გაუქმდება, თუ მათი დაწესების მიზეზი აღარ იარსებებს, დღესდღეობით კი  მისი აზრით, ეს მიზეზები ძალიან ბევრია. მან ასევე თქვა, რომ  რუსეთის ქმედებები ევროპული წესრიგის ფუძემდებლურ პრინციპებს არღვევს.

10956071_916826391681971_253872467_n

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განვითარება კრიზისულ ფაზაში 24 იანვარს შევიდა, როდესაც სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქი მარიუპოლისი დაბომბეს. საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია, დამბომბვის შედეგად  30 ადამიანი დაიღუპა. როგორც ქალაქის მერია აცხადებს, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა,  დაშავებულია 102 ადამიანი.

                                               10941749_916826888348588_255722612_n მარიუპოლი 24 იანვარს

ე.წ „დონეცკის რესპუბლიკის“ ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, ისინი კიევთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს ამბობენ და პირიქით, მებრძოლები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის უკრაინული ძალებისაგან განთავისუფლებას აპირებენ.

ზახარჩენკოს ამ განცხადებიდან, ერთ დღეში უშიშროების საბჭოს 25 იანვრის სხოდმაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს სარწმუნო მტკიცებულება რუსეთის დადანაშაულებისთვის.  მისი თქმით:

10954255_916826415015302_1652824090_o

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სატელეფონო ჩანაწერები მოიპოვა, რომელიც ამტკიცებს იმას,რომ ტერორისტების უკან რუსეთის ფედერაცია დგას, კრემლი მასობრივ შეტევას უკრაინელი ჯარისკაცების მისამართით 17 იანვარს გეგმავდა, თუმცა მაშინ ჩვენმა არმიამ შეძლო მათი ბლოკირება“.

 მისივე განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დღიდან დღემდე უკრაინულმა არმიამ 700 ტერორისტი დახოცა და რვა გრადის ტიპის სატყორცნი გაანადგურა.

„ჩვენ საკუთარ ქმედებებს უცხოელ პარტნიორებს ვუთანხმებთ, შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ პრორუსი ტერორისტები მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. მათ,რომ დაეცვათ მინსკის ხელშეკრულება არ მოხდებოდა ვოლოვახისა და მარიუპოლის ტრაგედიები“,-აღნიშნავს პოროშენკო.

ამ განცხადებიდან ძალიან მალე ქალაქი დებალცევო, რამდენჯერმე დაიბომბა. 26 იანვრის მონაცემებით, დაბომბილია ქალაქი და დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა.

                                               10565673_916826395015304_159141017_nფოტო  დებალცოვიდან

არ არის ელექტროენერგია და გათბობა. უკრაინული ძალები ქალაქში თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას აგრძელებენ. ვლადიმერ პოლევოის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ავიაცია გააქტიურა. ყირიმში რუსული ნაწილები ახალი Ми-24 ტიპის შვეულმფრენებით შეივსო, როსტოვის ოლქში სატრანსპორტო თვითმფრინავების დაშვება დაფიქსირდა.  

შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოც. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჯეფრი ფელტმანის განცხადებით, რუსეთს უკრაინის დაპყრობა სურს და მარიუპოლზე და დებლაცევოზე შეტევა მის ინტერესებში შედის.

  ძალადობის ესკალაცია დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმაც. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსი სამხედროების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია. მან ამასთანავე, უარყო პუტინის განცხადება იმის შესახებ,რომ უკრაინის მხარეს ნატოს ე.წ „ლეგიონი“ იბრძვის.

„იმის შესახებ მსჯელობა,რომ ნატოს ძალები იბრძვის უკრაინაში ნონსენსია. ერთადერთი უცხოური ძალა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის რუსულია. რუსეთი სეპარატისტებს შეიარაღებით ეხმარება“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ეს შეიარაღება რუსეთის მიერ ე.წ „ჰუმანიტარული დახმარების“ საშუალებით შედის. კოლონას უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, ვერც ეუთო ამოწმებს.

10947511_916826398348637_1915537318_n  ქალაქ მარიუპოლისის მცხოვრებლები გარდაცვლილებს კრძალავენ

ბოლო ოთცდაოთხი საათის მდგომარეობით, დონეცკის სამხრეთით  სოფელ ელენოვკასთან სეპარატისტებმა პოზიციები დატოვეს და უკან დაიხიეს. ამის პარალელურად, ტერორისტები არტილერიით ბომბავდნენ უკრაინული ძალების პოზიციებს ქალაქ პოპასინაიასთან და ლუგანსკის ოლქის სტანიცა ლუგანსკაიასთან.   დებალცოვის მიმართულებით, ამ დროისთვის პრორუსული ძალების 2 ათასი მებრძოლია მობილიზებული, მათთან ერთად 22 ტანკი და 34 საბრძოლო მანქანა. უკრაინული მხარის განცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში 29 უკრაინელი დაშავდა და 9 დაიღუპა.

10904918_916826385015305_1702217147_n

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, გასული წლის აპრილიდან, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს უკრაინაში:

  • 5,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კონფლიქტის ზონაში, აქედან 1.4 მილიონმა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილი იძულებით შეიცვალა.
  • მილიონ ადამიანზე მეტმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, მათი ნაწილი 633,523 ადამიანი დღემდე ცხოვრობს სპეციალურ თავშესაფარში, ხოლო 593,622-მა ადამიანმა უკრაინის ტერიტორია საერთოდ  დატოვა. უმეტესობა რუსეთის ფედერაციაშია გადასული.
  • საბრძოლო მოქმედებების შედეგად  ბოლო მონაცემებით, 5 ათასი დაიღუპა და 10,300 ადამიანი დაშავდა.

წყარო: BBC

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

10872178_10204381709641312_1894803516_n

Share1Tweet1

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

საინტერესო

საქართველო თავისუფლების დიდი ქარტიის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობს

საქართველო თავისუფლების დიდი ქარტიის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მონაწილეობს

12 years ago

2016 წელს საბავშვო ბაღების დაფინანსებაზე გამოყოფილია 96 მილიონი ლარი

11 years ago
“საზოგადოებამ უნდა გადალახოს ბარიერი, რომ ეკლესიის თემა ტაბუდადებულია”

“საზოგადოებამ უნდა გადალახოს ბარიერი, რომ ეკლესიის თემა ტაბუდადებულია”

13 years ago
ებრალები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ.

ებრალები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ.

6 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by