• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, February 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ყველას ვინც კი ამ ბაღში მოდის მე ჩემს სტუმრად ვთვლი“ – ზურა შევარდნაძე

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ყველას ვინც კი ამ ბაღში მოდის მე ჩემს სტუმრად ვთვლი“ – ზურა შევარდნაძე
23
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს ჩვენს ქვეყანას სულიერი სიმშვიდე ძალიან ჭირდება, ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ასეთი ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანმა ყველანაერი სიმშვიდე ჰპოვოს „გარდენიაა.“  რა თქმა უნდა, „გარდენიის“ შესახებ აქამდეც მსმენია, მაგრამ არ ვიყავი ნამყოფი სანამ ინტერვიუს ჩაწერა არ დამჭირდა. ისე მოხდა, რომ იქ ასვლა დილით ადრე მომიწია, შესვლისთანავე მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ძნელია აღწერო იქ არსებული გარემო, უამრავლი ლამაზი ყვავილი და მცენარე, ძველი და განსხვავებული ნივთები, სხვადასხვა ფერებით აჭრელებული მიდამო, შეგიძლია ყველა ფერი აღმოაჩინო და ყველაფერზე იფიქრო. ჩემი ყურადრება მოფუსფუსე ადამიანებმაც მიიქციეს, რომლებიც ყვავილებს უვლიდნენ, ისინი მცენარეების ირგვლივ ტრიალებდნენ და ისე ორგანულად იყვნენ შერწყმულნი მათთან, რომ მათი შემჩნევა გაგიჭირდებოდათ.  385039_314005981964690_1101592521_n„გარდენიის“ მფლობელი მებაღე-ზურა შევარდნაძე გახლავთ, რომელიც თავადაც გარდენიაში ცხოვრობს და მთელ დროს მის მოვლასა და განვითარებას უთმობს. „თბილისი თაიმსმა“ სწორედ მას ესაუბრა, ინტერვიუს დროს კი ერთ რამეზე დავფიქრდი, თუ ვინმეს უნახავს ზურა შევარდნაძე, თუ ვინმეს რაიმე სახის შეხება ჰქონია მასთან, ყველა დამეთანხმება რამდენად დადებითი ენერგია მოდის ამ ადამიანისაგან, ის თითქოს არ არის ამქვეყნიური პრობლემებით დამძიმებული, რაც ჩვენს დროში ძალიან იშვიათია, საკმაოდ ენერგიული, თავისუფალი და მხიარული ადამიანია. მე  მგონი მივხვდი ამის მიზეზს მას ყოველდღე უშუალო შეხება აქვს ამ სილამაზესთან, ამდენ საუცხოო მცენარესთან, დარწმუნებული ვარ, რომ იმ დადებით ენერგიას, რომელსაც იგი გარშემომყოფებისთვის აფრქვევს სწორედ იმ გარემოსაგან იღებს, რომელშიც იგი ცხოვრობს. „გარდენიას“ აქვს ასევე პატარა კაფე სადაც დამთვალიერებელს შეუძლია დაჯდეს და უფრო გაიხანგძლივოს სასიამოვნო წუთები.

182181_426768357355118_1617155437_nზურა შევარდნაძე:

„მემგონი ყველამ კარგად იცის, რომ მე მებაღე ვარ და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წავედი გერმანიაში, სადაც ვისწავლე დეკორატიული მებაღეობა, ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში და იქიდან ჩამოტანილი ცოდნითა და განათლებით შემექმნა რაიმე ახალი და შევქმენი „გარდენია.“ მე მინდოდა, რომ ეს ბაღი ყოფილიყო არა მარტო ჩემთვის არამედ სხვებისთვისაც, ეს კი სწორედ ასე გამოვიდა. „გარდენია“ ჩემი ოცნების ბაღია, რაც ვარსებობ და ფიქრი დავიწყე, იმის შემდეგ სულ მინდოდა მქონოდა ლამაზი ბაღი, რომლითაც მეც   კმაყოფილი ვიქნებოდი  და ჩემთან მოსული ყველა სტუმარიც, ყველას ვინც კი ამ ბაღში მოდის მე ჩემს სტუმრად ვთვლი, არ მგონია, რომ ისინი ჩემთან მოსული კლიენტები არიან და საერთოდ ეს სიტყვა ძალიან შეურაცმყოფელად მოქმედებს ჩემზე და ვფიქრობ ჩემ სტუმრებზეც.402454_314005008631454_102388386_n ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი რისი განხორციელებაც მინდა, კიდევ ძალიან ბევრი იდეა და ოცნება მაქვს, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი ოცნებისა, რომელიც ჩაფიქრებული მაქვს. მე მინდა, რომ ყველა ძალიან კმაყოფილი იყოს, ჩემთან მომუშავე ადამიანები, მოსული სტუმრები, ამას ჯერ ბოლომდე ვერ ვახერხებ, რადგან არ მყოფნის დრო ყველაფრისათვის. დავიწყოთ იქედან, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. იმ ძველ და განსხვავებულ ნივთებთან ერთად ვცხოვრობ რაც გარდენიაშია, სულ ასე ვიყავი, ამიტომ ეს 395956_314006135298008_1288425279_nავტომატიურად ხდება, ზოგ ნივთს მჩუქნიან ბევრს მე თვითონ ვაგროვებ ასე, რომ სულ ამ საქმით ვარ დაკავებული, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა. ასევე მოსწავლეები მყავას, ვასწავლი დეკორატიული მებაღეობის სასწავლებელში. მე მებაღეობის გარდა სხვა საქმე არ მაქვს. ხშირად მეკითხებიან ვაპირებ თუ არა „გარდენიის „ გაფართოებას, აქ იმდენი ადამიანი მოდის, რომ ეს ბაღი ვერ იტევს ყველა მათგანს, მაგრამ გადიდებას არ ვაპირებ, მაშინ დაიკარგება ის მთავარი შარმი და მთავარი სული რაც ამ ადგილს გააჩნია, აქაურობა 377885_314006288631326_877754764_nგადაიქცევა ჩვეულებრივ ბაღად, ჩვენ კი გვინდა, რომ „გარდენია“ არ იყოს ჩვეულებრივი ადგილი. გარდა ამისა მიმაჩნია,  რომ სადაც ადამიანი ვერ ეტევა იქ უფრი ცდილობს შეტევას. რაც შეეხება აქ არსებულ მცენარეებს არაფერი არსაიდან არ ჩამოგვაქვს, ჩვენ მებაღეები ვართ, ჩემ ირგვლი შემოკრებილი ადამიანებიც სწავლული მებაღეები არიან,  ჩვენთვის ყიდვა და გაყიდვა შეურაცმყოფელია, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენთან გაზრდილი მცენარეები იყოს ჩვენი მოყვანილი, უბრალოდ სადედე მცენარეებს 1459d9e10c558c7ddb12152709ea5045ვაახლებთ, ეს დიდი კოლექციაა, მხოლოდ ვარდი გვაქვს  200 ჯიშის და ამ კოლექციას სულ განახლება და განვითარები ჭირდება. ყველა ადგილიდან სადაც კი თვალი, ხელი, გული მიგვიწვდება ვცდილობთ მოვიტანოთ მცენარეები, მე ხშირად ვმოგზაურობ და უცხოეთიდან ჩამომაქვს სხვადასხვა ძვირფასი ჯიშები, ძველ ჯიშებს ვინარჩუნებთ და მას ახლებით ვავსებთ, ეს კი მუდმივი პროცესია, რაღაცები იკარგება ამ კოლექციიდან, რაღაცები ახლით ივსება. ჩვენ ვყიდით მცენარეებსაც, რადგან გარდენიას 40 თანამშრომელიი ყავს და მათ ხელფასი ჭირდებათ, ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ გამოყვანილ მცენარეებს. რაც შეეხება ჩემ საყვარელ მცენარეს, გამოგიტყდებით და ყოველდღე სხვადასხვა მცენარე მომწონს, ყველა მცენარე მიყვარს, ბალახიც კი მიყვარს და სულ ვამბობ, სტუდენტებსავ ვეუბნები, არ არსებობენ კარგი და ცუდი მცენარეები, ისინი ადამიანებივით არიან ყველა მცენარე არის კარგი თუ შესაფერის გარემოში აღმჩნდება. ჩემი ცხოვრების მთელი დრო მიაქვს „გარდენიას“ მარტო მებაღეობით ვარ დაკავებული, ღამეც კი, როდესაც მძინავს მაშინაც ამ საქმეზე ვფიქრობ, სულ ამ საქმით ვარ მოცული.“

20.06.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
Share9Tweet6

ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი 02/03/2026
  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს 02/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In