• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოეწერა ხელი

12 years ago
in საზოგადოება
A A
საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოეწერა ხელი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1623720_664281726980407_3414331420860356008_nსაქართველოსა და ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. შეთანხმების ხელმოწერამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი იაირ შამირი, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ისაკ ბენ დავიდი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ილია კვიტაიშვილი და დავით გალეგაშვილი დაესწრნენ. ისრაელის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში მინისტრ შალვა ფიფიას ოფიციალური მოწვევით იმყოფება. რაც შეეხება დღეს გაფორმებულ ხელშეკრულებას, როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, ეს არის ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გაცვლა მოხდება. მისივე თქმით, მოეწყობა სტაჟირება, სემინარები და კონფერენციები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეიქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სამუშაო დონეზე მოახდენს კოორდინირებას ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის პროცესზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თანამშრომლობა გაღრმავდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, სურსათის უვნებლობის, მეცხოველეობა-მეფრინველეობის, მეღვინეობა-მევენახეობის, ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, სემინარები და სტაჟირებები დარგის სპეციალისტებისთვის. მოხდება ისრაელის გამოცდილების გაზიარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, ბაზარზე ორიენტირებული ფერმებისა და წარმოების განვითარების, ასევე სასოფლო-სამეურნეო ლოგისტიკური ცენტრების მოწყობის მიმართულებით. გარდა ამისა, დაიწყება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის და შესაძლოა ერთობლივი სამეცნიერო პროექტებიც განხორციელდეს. თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრმა იაირ შამირმა. მისი თქმით, ისრაელი პატარა ქვეყანაა, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ბუნებრივი რესურსების სიმცირის თვალსაზრისით. თუმცა, მინისტრის თქმით, სახელმწიფომ მოახერხა ძლიერი ქვეყნის შექმნა, როგორც მეცნიერების, ასევე სოფლის მეურნეობისა და კულტურის დარგში. “საქართველო არის ერთ-ერთი სტაბილური ქვეყანა, იმ ჯუნგლებში, რომელიც არის ჩვენს გარშემო და საქართველოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა იაირ შამირმა. ამასთან, დღეს, 14:00 საათზე სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმს გახსნის, რომელშიც მონაწილეობასაც ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრები მიიღებენ. 23.06.14

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა”

“საქართველომ დაამტკიცა, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა”

11 years ago
იაგო ხვიჩია: „საზოგადოების ნაწილი პოლიციელებს თვლის მკვლელებად, რაც უსამართლობაა“

იაგო ხვიჩია: ნარკოპოლიტიკიდან საბჭოთა კავშირის გამოსვლას ვზეიმობთ

8 years ago
ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

7 years ago

„ეს არის ზეწოლა მოსახლეობაზე, რომელმაც ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა“ – ჰმედ იმამყულიევი

10 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by