• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საქართველოს ბანკმა” დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა

12 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“საქართველოს ბანკმა” დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)“საქართველოს ბანკმა” დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამის VEGA Startup Lab (VEGA) დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც “თბილისი თაიმსს” ბანკიდან აცნობეს, VEGA საკუთარი ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის, საჭირო განათლებისა და საწყისი კაპიტალის მიღებას უზრუნველყოფს.

“საქართველოს ბანკის” გადაწყვეტილება, დაარსოს დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროგრამა, განპირობებულია ბანკის სურვილით დაეხმაროს დამწყებ ბიზნესს, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სიჯანსაღეს, შესაბამისად, ქვეყნის სამომავლო განვითარებას.

VEGA-ს დახმარებით ბიზნესის დაწყება სამი ეტაპისგან შედგება. პირველი სამი თვის განმავლობაში, იდეების ავტორები ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსებს გადიან, რომელიც საგანგებოდაა მორგებული დამწყები ბიზნესის მართვის საჭიროებებზე და უზრუნვეყოფილი იქნება “საქართველოს ბანკის” უნივერსიტეტის ბაზაზე. საგანმანათლებლო ეტაპის შემდეგ, დაიწყება იდეის დახვეწის პერიოდი და კომერციულად გამართლებული ბიზნესგეგმის მომზადება. მოსამზადებელი პერიოდის ბოლოს, მონაწილეები საგანგებოდ შეკრებილი კომისიის წინაშე დეტალურ ბიზნესგეგმას წარმოადგენენ და პროექტები შეირჩევა, რომლებიც VEGA–სგან საწყის კაპიტალს მიიღებენ.
პროექტები, რომლებიც საწყის კაპიტალს მიიღებენ, VEGA–ს ოფისში იმუშავებენ, სადაც შესაძლებლობა ექნებათ დაუკავშირდნენ პროგრამის სხვა მონაწილეებს, საკუთარი იდეების შემდგომი განვითარების მიზნით და მოემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის – ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისგან დამატებით კაპიტალის მოსაძიებლად. ჯამში, სამივე ეტაპი 15 თვემდე გაგრძელდება.

როგორც საგანმანათლებლო, ისე ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული “საქართველოს ბანკის” მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას მონაწილეების მიერ იდეების დამუშავებასა და განვითარებას მოახმარენ. დამატებითი კაპიტალის მოძიების ეტაპზე, VEGA უზრუნველყოფს ცნობილი უცხოელი ინვესტორების მოწვევას კაპიტალის მოზიდვის მიზნით.

VEGA ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება, სჯერა საკუთარი თავის და შეუძლია ძირითადი დრო VEGA-ში სწავლასა და იდეის განვითრებას მოახმაროს. VEGA–ში მოსახვედრად, იდეის ავტორმა უნდა ატვირთოს საკუთარი იდეა ვებგვერდზე www.vegalab.ge ნებისმიერი ფორმით. ყველაზე საინტერესო იდეების ავტორები მოწვეული იქნებიან მათი ჩანაფიქრის წარსადგენად კომისიის წინაშე, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას აპლიკანტის VEGA–ში მონაწილეობაზე. სულ განიხილება 50-მდე მონაწილის მიღება.

VEGA უზრუნველყოფს ყველა იდეის კონფიდენციალურობას. ამასთან, იდეების დაცულობას განაპირობებს ის ფაქტორიც, რომ თითოეული ჩანაფიქრი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იდეის ავტორის მონაცემებზე, მის უნიკალურ ცოდნასა და უნარებზე, ანუ იმ ატრიბუტებზე, რომლის კოპირებაც ფაქტიურად შეუძლებელია.

01.07.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

საქართველოში კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება

საქართველოში კონგრესის წარმომადგენელთა დელეგაცია იმყოფება

13 years ago

მიმდინარე თვიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გადაცემის წესი და პირობები შეიცვალა

13 years ago
პროკურატურა: “მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები”

პროკურატურა: “მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები”

12 years ago
ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე

07/26/2026

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის...

მეტის ნახვაDetails
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

07/26/2026
,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • “უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე 07/26/2026
  • ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა 07/26/2026
  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by