• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს

12 years ago
in საზოგადოება
A A
საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cd625571b3d2fc7უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესთან დაკავშირებით, საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ტექსტი დღეს საპატრიარქოში პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.

პატრიარქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა კვირის ქადაგებაშიც განაცხადა.

“დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრიარქი განცხადებაში მიმართავს ხელისუფლებას, ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, ასევე ბიზნესმენებს. კერძოდ, პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, სწრაფად მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, “რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მითუმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა”.

პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.

პატრიარქი მიმართავს ბიზნესმენებს, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. ასევე მიმართავს მიწათმოქმედებს, მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და შვილებს შეუნახონ ეს ქონება.

“მიწაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა სჭირდება. სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ, ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, აგრეთვე, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს. საერთოდაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ, განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პატრიარქის განცხადების თანახმად, მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა მე-19 საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმინდა ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი.

“დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ”, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

02.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ტოჩინოშინის მე-6 გამარჯვება კიუშუ ბაშოზე

ტოჩინოშინი, ტრავმის მიუხედავად, ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებს

7 years ago
საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას კანონით  მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდა

საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდა

12 years ago

მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს

11 years ago

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს მაია ცქიტიშვილი დაიკავებს

8 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by