• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სასჯელაღსრულების ცენტრალურმა საავადმყოფომ გახსნის შემდეგ პირველი ოპერაცია ჩატარდა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სასჯელაღსრულების ცენტრალურმა საავადმყოფომ გახსნის შემდეგ პირველი ოპერაცია ჩატარდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedსასჯელაღსრულების ცენტრალურმა საავადმყოფომ გახსნის შემდეგ პირველი პაციენტები მიიღო.

როგორც “თბილისი თაიმსს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, კლინიკაში პირველი ქირურგიული ოპერაციები უკვე ჩატარდა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მსჯავრდებულების გამოკვლევებსა და მათი ქირურგიული ჩარევებისთვის მომზადების პროცესს პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო ტექნიკა და აღჭურვილობა შემოწმებულია და მზადაა რთული ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად.

საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს პირველი პაციენტები, რომელთაც ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროებათ. ასევე ადაპტირებულ, გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებაში მოთავსდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც მუდმივი მოვლა და სპეციალური პირობები ესაჭიროებათ.

“ეს საავადმყოფო არის სამოქალაქო სტანდარტების შესაბამისი, იგივე პირობებით არის ლიცენზირებული და იქნება ერთ-ერთი იმ 60-მდე საავადმყოფოს შორის, რომელიც პატიმრების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. საავადმყოფოს ფუნქციონირებას ინტენსიურ მონიტორინგს გაუწევს სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპატარტამენტი. მე პირადად ვგეგმავ, რომ ექთნის ამპლუაში დავეხმარო პერსონალს პირველი თვეების განმავლობაში, რომ საავადმყოფომ იმუშავოს ნორმალურ რეჟიმში, იყოს დისციპლინა, წესრიგი და არავინ გადმოვიდეს საავადმყოფოში “საცხოვრებლად”, როგორც ეს ადრე ხდებოდა” , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო 2014 წლის 30 ივნისს მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გახსნეს.

პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საავადმყოფოს კონცეფცია, სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თამამედროვე სამედიცინო აპარატურით, სამედიცინო პერსონალი დაკომპლექტდა სამეტაპიანი შერჩევის შედეგად, ხოლო ექთნებმა გაიარეს პროფესიული მომზადების სპეციალური პროგრამა.

საავადმყოფო 80 საწოლზეა გაშლილი, აქვს დიაგნოსტიკური ბლოკი, ადიქტოლოგიის და ფსიქიატრიული განყოფილებები, მიმღები განყოფილება პაციენტის 24 საათიანი დაყოვნების შესაძლებლობით, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დარბაზები, ასევე ორი დამოუკიდებელი ბლოკი ქირურგიული ჩარევებისთვის.

საავადმყოფოში დამატებით განთავსებულია 57-ადგილიანი ადაპტირებული საცხოვრისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხანგრძლივი მოვლის სერვისებით.

სამინისტროს ინფრომაციით, საავადმყოფოს განახლებამდე არსებული ვიწრო და მოუხერხებელი საწოლები შეცვალა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საწოლებმა ორთოპედიული ლეიბებით. მათ შორისაა ელექტრონული, მულტიფუნქციური საწოლებიც, რომელიც პულტის საშუალებით იმართება.

ლაბორატორიული კვლევების სრულყოფის მიზნით გაფართოვდა და აღიჭურვა კლინიკური ლაბორატორია. საავადმყოფოში ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიაც.

“დიაგნოსტიკურ ბლოკს დაემატა რენტგენის, ექოსკოპიის, ელასტოგრაფიის, ენდოსკოპიის და სპირომეტრიის მოწყობილობები. აღსანიშნავია, რომ ელასტოგრაფიისთვის განკუთვნილი აპარატი, რომელიც ღვიძლის კვლევისთვის გამოიყენება, საქართველოში სულ რამდენიმეა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აღნიშნულ საავადმყოფოშია განთავსებული. ევროკავშირის და ევროსაბჭოს დახმარებით, დაწესებულებას მალე დაემატება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც”, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამასთან, ინფექციურ განყოფილებაში დამონტაჟდა ჰაერის გამწოვი ბიოფილტრები, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციების გავრცელების შეზღუდვას. მთელ დაწესებულებაში გაიმართა ცენტრალური ვენტილაცია და კლიმატ-კონტროლის სისტემა. ასევე, განახლდა სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც სტომატოლოგიური აპარატურის გარდა, რენტგენის და სასტერილიზაციო აპარატურაა განთავსებული. სრულად განახლდა ქირურგიული განყოფილება, სადაც არამარტო სტანდარტული ქირურგიული ინტერვენციები, არამედ ლაპარასკოპიული ოპერაციებიც გაკეთდება.

05.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192  სტუდენტი დააფინანსა

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2016-2017 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს

10 years ago
გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

გარდაცვლილთა შორისაა ბიზნესმენი ოჯახით, 10 წლის მოცურავე დედასთან ერთად, ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები თურქეთიდან

2 years ago
რუსებმა ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეულით სავსე 5 გემი „გაიტაცეს“

რუსებმა ბერდიანსკის პორტიდან მარცვლეულით სავსე 5 გემი „გაიტაცეს“

4 years ago

სიმსივნური დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკა გახდება შესაძლებელი

11 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by