• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

უზრუნველყოფენ თუ არა ავტო-სკოლები მოსწავლეთა სრულყოფილ მომზადებას?

12 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

???????????????? ????????? (?. ???????)”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც-გამოკითხვა ავტო-სკოლებს ეხება. მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვის პირდაპირპროპორციულად  ავტო-სკოლების რაოდენობაც იზრდება. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რამდენად კონკურენტულია ბაზარი ამ კუთით, რა ფასად სთავაზობენ მომსახურებას ავტო-სკოლები მსურველებს და იღებენ თუ არა სათანადო ცოდნას მართვის მოწმობის აღების მსურველები სასწავლო კურსის გავლისას.

გამოიკითხა ბაზარზე არსებული ხუთი ავტო-სკოლა, რომელთა წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკურენცია მაღალია, რომლის შედეგადაც კურსებზე ფასები მცირდებაა, ხუთივე სკოლის წარმომადგენელი თანხმდება, რომ კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები არ არიან მზად ქალაქის ქუჩებში მართონ ავტომანქანა.

გთავაზობთ ბლიც-გამოკითხვის შედეგებს:

სკოლა დრაივერი : ”თეორიული მეცადინეობის სრული კურსის ღირებულებაა 80 ლარი, პრაქტიკული მეცადინეობის თითო გაკვეთილის კი – 20 ლარი, პერიოდულად ფასდაკლების სხვადასხვა საიტზე ვანთავსებთ ჩვენს აქციებს და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უფრო დაბალ ფასად მიიღონ ჩვენი მომსახურეობა. თითოეულ კლინეტს სხვადასხვა დრო სჭირდება, იმისათვის, რომ მზად იყოს გამოცდაზე გასასვლელად, ყველაზე მინიმალური დრო არის ორი კვირა, ხოლო  მაქსიმალური- 1 თვე. კურსებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ძირითადად 19-დან 30 წლამდე ასაკობრივი კატეგორია მოგვმართავს ხოლმე, რომელთა შორის ქალბატონები ჭარბობენ. მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე მზადაა ქალაქში მართოს ავტომანქანა, ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება დამატებითი გაკვეთილები ქალაქში მართვისთვის, ქალაქში სიარული სხვა აუნარ-ჩვევებს მოითხოვს, რაც საგამოცდო პროგრამაში არ არის გათვალისწინებული. კონკურენცია საკმაოდ მაღალია, სხვა სკოლების კადრებზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს სკოლაში პროფესიონალები ასწავლიან. ჩვენს სკოლაში კურსის გავლის შემდგომ საშუალოდ  90%-ი აბარებს თეორიულ კურსს პირველივე ცდაზე, რაც შეეხება პრაქტიკას, რთულია პირველივე ცდაზე ჩაბარება, მეორე ცდაზე კი უმეტესობა წარმატებით აბარებს. ”

ლიდერი : ”ჩვენ რამდენიმე სახის პაკეტს ვთავაზობთ მომხმარებელს, ფასდაკლების საიტზე მსურველებს შეუძლიათ ფასდაკლებით შეიძინონ ჩვენი მომსახურება, ფასდაკლებით სრული თეორიული კურსის გავლა შესაძლებელია 35 ლარად, სრული კურსი თეორიის ხუთ პრაქტიკასთან ერთად ჯდება 140 ლარი და გვაქვს 300 ლარიანი გარანტირებული პაკეტი, ანუ სკოლა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, იმაზე, რომ სანამ მოსწავლე მართვის მოწმობას არ აიღებს სკოლა უზრუნველყოფს მის მეცადინეობას. თითოეულ მოსწავლეს ინდივდუალურად კომპიუტერთან უტარდება თეორიული გაკვეთილები, თითოეული თემის ახსნა მიმდინარეობს მასწავლებლების მიერ. მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებლობით უდგება საქმეს, არ აქვს გაცდენები და ესწრება ყოველდღე მეცადინეობებს საშუალოდ სამი კვირა სჭირდება კურსის გასავლელად, თუმცა გვქონია შემთხვევა, როცა ერთ კვირაშიც ყოფილა მზად მოსწავლე გამოცდაზე გასასვლელად. კურსებზე მოთხოვნა მაღალია, ჩვენს სკოლას აქვს უპირატესობა გასცეს ავტოსკოლის მოწმობა, რაც ხშირი არ არის, ანუ 17 წლის მოზარდებს ვაძლევთ ამ მოწმობას, რის საფუძველზეც მათ აქვთ გამოცდაზე გასვლის უფლება. არასრულწლოვანებთან ერთად ჩვენს კლიენტებს შორის არიან ზრდასრული ადამიანებიც, მაგრამ გვყავს 50 წელს გადაცილებული მოსწავლეებიც, რომლებიც, მინდა თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას ჯობია მუშაობისა და ათვისების  კუთხით. ბოლო პერიოდში, რაც ამოქმედდა კანონი,რის მიხედვითაც უკვე შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება, როგორც ავტომატიკაზე, ასევე მექანიკაზე, ქალბატონები უფრო ხშირად გვსტუმრობენ. ის პრაქტიკული გაკვეთილები, რასაც მოსწავლე ნებისმიერ ავტოსკოლაში გადის, იმ ექვსი ელემენტის შესწავლით, რაც გამოცდაზე ბარდება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ქალაქის ქუჩებში დამოუკიდებლად მოძრაობა შეძლოს, თუ, რა თქმა უნდა, გამოცდამდე არ ქონია მას ქალაქში მართვის პრაქტიკა. ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოსწავლეები მართვის მოწობის აღების შემდეგ იმატებენ პრაქტიკულ კურსებს, რათა ქალაქში მართვის გამოცდილება მიიღონ. გამომდინარე იქიადან, რომ ძალიან ბევრი ავტო-სკოლა გაიხსნა კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველგან პროფესინალი პედაგოგები მუშაობენ. მე სხვა სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად და ჩემი წამოსვლის შემდეგ მასწავლებლად აიყვანეს ჩემი მოსწავლე, რომელსაც მრთვის მოწმობაც კი არ ქონდა, ამიტომ მინდა მომსახურების სააგენტოს მოწიწებით ვთხოვო, რომ შემოწმდეს ავტო-სკოლები და იქ მომუშავე მასწავლებლები. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია თეორიაში ჩვენი მომზადებული მოსწავლე ჩაიჭრას, ჩვენ იქამდე არ ვაძლევთ მოსწავლეს გამოცდაზე გასვლის უფლებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ შიდა გამოცდებში ის შეცდომას თითქმის არ უშვებს.  რაც შეეხება პრაქტიკას, ჩვენი მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში პირველივე ცდაზე აბარებენ გამოცდას ან მაქსიმუმ მეორეზე.”

ალპინა : ”ჩვენთან სამი პრაქტიკული კურსის ღირებულებაა 29 ლარი. თეორიული კურსის შესწავლა კი ხდებ აინდივიდუალურად, კომპიუტერთან. ინდივიდუალურად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება გამოცდაზე გასასვლელად, თუმცა სასურველია ექვსი გაკვეთილის გავლა. ძირითადად სკოლის მოსწავლეები ითხოვენ მართვის შესწავლას, რომელთა შორის გოგონები ჭარბობენ.  ჩვენ მსურველებს ვასწავლით იმ საკითხებს, რაც გამოცდაზე ბარდება და საჭიროა მართვის მოწმობის ასაღებად, რის შემდეგაც ხშირად იმატებენ კურსებს ქალაქში მოძრაობის პრაქტიკის მისაღებად, მაგრამ უმრავლესობისთვის მთავარია მართვის მოწმობა ქონდეს, ზოგს სამსახურში თხოვენ, ზოგს კი მოდისთვის სჭირდება. ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომაც საწვავის ფასის ზრდის მიუხედავად ფასის დაკლება მოგვიწია, ძალიან ბევრი ავტო-სკოლაა გახსნილი, რომელთაგან ზოგიერთს მართვის შესასწავლად გამოუსადეგარი მანქანა ყავს, არიან მასწავლებლები, რომელთაც გადმოცემის უნარიც არა აქვს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემი მოსწავლე ჩაჭრილა პრაქტიკულ ნაწილში პირველ ცდაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მოსწავლეების 70%-ი პირველივე ჯერზე აბარებს გამცოდას. ”

პეკინის 27 : ”თეორიის სრული კურსის ღირებულებაა 39 ლარი, პრაქტიკული მეცადინეობის სრული კურსის ანუ რვა გაკვეთილის ღირებუკება კი 130 ლარს შეადგენს. თითოეული მოსწავლე ზის კომპიუტერთან და  ინდივიდუალურად უხსნის მასწავლებელი საკითხებს. მოსწავლე საშუალოდ ორ კვირაში უკვე მზად რის გავიდეს გამოცდებზე. მოთხოვნა კურსებზე მაღალია, ძირითადად 18-დან 45 წლამდე ასაკობრივი კატეგორია ითხოვს მეცადინეობას, რომელთა შორისაც ქალები ჭარბობენ. მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მოსწავლემ აუცილებლად უნდა გაიაროს მართვის პრაქტიკული გაკვეთილები ქალაქში, რათა დამოუკიდებლად მართვა შეძლოს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, კონკურენტებით არ ვინტერესდები, რადგანაც ჩვენი სკოლა ძალიან მოთხოვნადია. ერთი წელია უკვე რაც ჩვენი სკოლა ფუნქციონირებს და გამოცდაზე ჩაჭრის ძალიან ცოტა ფაქტი ფიქსირდება.”

ადრენალინი : ”ჩვენთან თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ერთი კურსის ღირებულება მთლიანობაში შეადგენს 170 ლარს. მოსწავლეებს უტარდებათ ინდივიდუალური მეცადინეობები თორიაში და შემდეგ პრაქტიკა სპეციალურ მოედანზე. საშუალოდ 2-3 კვირა სჭირდებათ მოსწავლეებს გამოცდაზე გასასვლელად. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ძირითადად 20-დან 35 წლამდე ასაკობრივი კატეგორია ითხოვს კურსს, რომელთა შორის ქალბატონები ჭარბობენ. მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს, იმას რომ მოსწავლე უკვე მზადაა ქალაქის ქუჩებში მართოს ავტომობილი, მას აუცილებლად დასჭირდება დამატებითი კურსები. კონკურენცია ბაზარზე საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც კურსის ღირებულება შემცირდა. ჩვენს სკოლაში გამოცდილი მასწავლებლები ასწავლიან, ამიტომ მოსწავლეების 95%-ი გამოცდილს თეორიულ ნაწილს პირველივე ჯერზე აბარებს, პრაქტიკულ ნაწილს კი- 60-70 %-ი.”

30.05.14

ნინა პირტახია

Share1Tweet1

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

პოლიეთილენის ბოთლების მოხმარება არ აიკრძალება

პოლიეთილენის ბოთლების მოხმარება არ აიკრძალება

9 years ago
“სოფელ ახალდაბაში სულ მალე კომუნიკაცია აღდგება და სოფელში უკვე ტექნიკა შევა სამუშაოდ”

“სოფელ ახალდაბაში სულ მალე კომუნიკაცია აღდგება და სოფელში უკვე ტექნიკა შევა სამუშაოდ”

11 years ago
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს გაიხსნება

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს გაიხსნება

11 years ago
„მთელი ქუთაისი გლოვობს“ – ახალგაზრდა მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

„მთელი ქუთაისი გლოვობს“ – ახალგაზრდა მსახიობი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by