• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, July 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან შეთანხმებას ხელი მოაწერა

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

10447038_852545578107539_6958966742734548614_nსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანელ კოლეგასთან – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიზირესთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით, კერძოდ: დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა, სპეციალისტების წარგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინოლოგიური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის შედეგების გაზიარება.

შეხვედრის შემდეგ, შეთანხმების ხელმოწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზირემ შეაფასა:

„გერმანიის ფედერაციული მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ და საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს ჩემი კოლეგა, ხელს აწერს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავისუფლება და უსაფრთხოება ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება. დღესდღეობით უსაფრთხოების ორგანიზება არცერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია და ამისათვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა. მე ვგულისხმობ უსაფრთხოებაში არა მარტო კრიმინალთან ბრძოლას, არამედ ეს ეხება უსაფრთხოებას ძალიან ფართო გაგებით, გნებავთ, ფრენის უსაფრთხოებას, გნებავთ, საზღვრების უსაფრთხოებას, გნებავთ, დოკუმენტების უსაფრთხოებას, გნებავთ, დახმარებას პოლიციელთა თანამშრომლობაში. ჩვენი დღევანდელი შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო მაღალხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. დღევანდელ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრებმა. ეს მხოლოდ ხელმოწერაა, მაგრამ ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას და საქართველოს შსს-სთვის გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, გერმანიის მთავრობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ევროპასთან დაახლოებისთვის. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რაც შეიძლება მრავალი ვისწავლოთ პრაქტიკაში, გამოცდილებაში. გერმანია ხდება სტრატეგიული თანამშრომელი ჩვენი ქვეყნის არამარტო კრიმინალთან ბრძოლაში, უსაფრთხოებაში და სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან ასპექტში, სადაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება გერმანიის ცოდნა და პრაქტიკა. მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები“.

10.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026

საინტერესო

მართლმადიდებელი სამყარო დღეს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

11 years ago
2013 წელს შსს-ს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა მკვეთრად იმატა

2013 წელს შსს-ს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა მკვეთრად იმატა

13 years ago
ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4310 ლარი გახდა

11 years ago
„იწის წყალი“ უახლოეს მომავალში  უცხოეთის ქვეყნების სუპერმარკეტებში გაიყიდება

„იწის წყალი“ უახლოეს მომავალში  უცხოეთის ქვეყნების სუპერმარკეტებში გაიყიდება

8 years ago

ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე

07/26/2026

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის...

მეტის ნახვაDetails
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

07/26/2026
,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • “უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე 07/26/2026
  • ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა 07/26/2026
  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by