მესამე დღეა ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშის განხორციელებას აგრძელებს. პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ხუთშაბათს განხორციელებულ იერიშს რვა პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის ხუთი ბავშვი.
ისრაელის განცხადებით, მათი მიზანია ღაზას სექტორიდან სარაკეტო იერიშის განხორციელებას შეუშალონ ხელი. ბოლო პერიოდში ღაზას სექტორიდან 200-მდე რაკეტა გაუშვეს, ერთ-ერთი ქვეყნის შუაგულშიც ჩამოვარდა.
ოთხშაბათს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ”ჰამასის” 550 ობიექტზე მიიტანეს იერიში. გაეროს გენდმივანმა ბან კი მუნმა, ბოლო პერიოდში ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ დაპირისპირებას ყველაზე უარესი უწოდა 2012 წლის რვა დღიანი ომის შემდეგ. ამერიკამ ღიად დაუჭირა მხარი ისრაელის მოქმედებებს ღაზას სექტორში; ევროკავშირის და გაერომ კი ორივე მხარეს თავშეკავებისაკენ მოუწოდეს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობის გამწვავებამ ხელი შეუწყო ისრაელელი და პალესტინელი მოზარდების მკვლელობამ.
10.07.14