• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ არ სცნობენ გერმანიაში ქართულ დიპლომებს?!

12 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
რატომ არ სცნობენ გერმანიაში ქართულ დიპლომებს?!
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უნივერსიტეტი, ეს არის უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულება, სადაც კურსდამთავრებულები აკადემიურ ხარისხს იღებენ. ამდენად, იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი, გაცემული დიპლომის საფუძველზე კურსდამთავრებულის ადვეკვატური ცოდნის. დარგობრივი განათლებლების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების დონეს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემის მუდმივი გაუმჯობესება ხდებოდეს. იმისათვის, რომ გაგვეგო დღეს რა მდგომარეობაა საქართველოში უნივერისტეტების განვითარების კუთხით “თბილისი თაიმსი“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა:

6b2567bdc603თქვენი მონაცემებით, რამდენი უნივერსიტეტია საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული და რა კრიტერიუმებით ეძლევათ მათ აკრედიტაცია?

– საქარველოში ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია.

საქართველოში ფუნქციონირებს 72 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულება.  მათ შორის 28 უნივერსიტეტი, 31 სასწავლო უნივერსიტეტი და 13 კოლეჯი.

 ავტორიზაციის სტანდარტებია:

 1. საგანმანათლებლო  პროგრამები.

 2. მატერიალური  რესურსი.

 3. ადამიანური  რესურსი.

აკრედიტაციის სტანდარტებია:

1.  საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის  შესაბამისობა; 2.  სწავლების მეთოდოლოგია დ აორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; 3.  მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; 4.  სწავლების რესურსები თუ ზრუნველყოფა; 5.  სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები

საინტერესოა ევროპულ ქვეყნებში უნივერსიტეტები რის მიხედვით იღებენ აკრედიტაციას, რა მსგავსება და განსხვავებაა აკრედიტაციის თვალსაზრისით ჩვენსა და მათ შორის? 

– ევროპულ  უმაღლესი განათლების სივრცეში, ხარისხის  უზრუნველყოფის გარე მექანიზმი დაფუძნებულია  „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებზე.” აკრედიტაციის მექანიზმთან დაკავშირებით, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკა ემყარება  ევროპული აკრედიტაციის სააგენტოების მიერ გამოყენებულ პრაქტიკას, მათ შორის, იდენტურია აკრედიტაციის პროცედურა და იკვეთება არსებითი მსგავსება სტანდარტების კუთხით. რაც შეეხება ავტორიზაციას, საქართველოში არსებული ავტორიზაციის პროცესი მსგავსია ევროპაში მოქმედი ინსტიტუციური აკრედიტაციის პროცესისა. თუმცა, საქართველოში ავტორიზაციის სტანდარტები ითვალისწინებს მინიმალურ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ინსტიტუციური აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების მინიმალური ზღვარი ევროპაში უფრო მაღალია.

როგორია უნივერსიტეტების განლაგება ქვეყნის მასშტაბით? აქვთ თუ არა საშუალება სტუდენტებს უმაღლესი განათლება თავიანთ ქალაქში მიიღონ?

– უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განლაგება რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

unnamed (2)

ამდენად, ყველა რეგიონში არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახალგაზრდობას საშუალებას აძლევს განათლება მისთვის სასურველ მიმდებარე უსდ- ში მიიღოს.

რა განსხვავებაა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის?

– კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის განსხვავება არის დამფუძნებლებსა და ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში. სახელმწიფო უნივერსიტეტს სსიპ-ის ფორმით აფუძვნებს სახელმწიფო, კერძო უნივერსიტეტების დამფუძნებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი სუბიექტი.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) თანაბრად ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებზე. ამასთან, სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უსდ-ის სტუდენტზე.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტებზე  დადგენილი გადასახადი რა პრინციპით დგინდება? ევროპულ უნივერსიტეტებთან არის თუ არა გათანაბრებული ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებში სწავლის საფასური?

– სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მთავრობის დადგენილების საფუძველზე ყოველწლიურად დგინდება სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობა. დღეისათვის იგი შეადგენს 2250 ლარს. ამასთან, კერძო უსდ-ებში სწავლის საფასური განისაზღვრება თავად ამ დაწესებულებების მიერ ინდივიდუალურად. კერძო უსდ-ებში სწავლის საფასური მერყეობს 2 250-იდან 8 000 ლარამდე. ამასთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც იკვეთება განსხვავებები სწავლის საფასურთან დაკავშირებით. სახელწიფო უსდ-ებში სწავლის წლიური ღირებულება მერყეობს 1 000-იდან 3 000 ევრომდე. კერძო უსდ-ებში კი, სწავლის საფასური ექცევა საშუალოდ 10 000 ევროს ფარგლებში. 

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის მიხედვით სიტუაცია საგრძნობლად განსხვავებულია, მაგალითად: დანიაში, ავსტრიასა და ფინეთში ევროკავშირის მოქალაქე და გაცვლითი პროგრამის სტუდენტი სწავლის საფასურს არ იხდის, თუმცა  სწავლება ფასიანია ინგლისურენოვან პროგრამებზე, რომლებიც გამიზნულია სტუდენტებისათვის, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები არ არიან. საბერძნეთში ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტუდენტებისათვის სწავლა უფასოა, ხოლო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქისათვის სწავლის საფასური  წელიწადში 1000 ევროს უტოლდება. იგივე საფასურია, უნგრეთშიც. გერმანიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლებისათვის სწავლის საფასური სემესტრში დაახლოებით 500 ევროს უთანაბრდება.  სწავლის საფასური განსხვავებულია ევროკავშირის არაწევრი ქვეყის მოქალაქეებისთვის.

ასევე განსხვავებულია გადასახადები დისციპლინის მიხედვით. სოციალური მეცნიერებები ნაკლები ღირს, ვიდრე ზუსტი მეცნიერებები და ა.შ.

რამდენად მისაღებია ქართული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომები საზღვარგარეთ?

– ბოლონიის პროცესთან მიერთების შედეგად, საქართველოს უსდ-ების მიერ გაცემული დიპლომების აღიარების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამასთან, ამ პროცესის უზრუნველსაყოფად გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნებს შორის. ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარება მეტწილად, შეუფერხებლად ხდება საზღვარგარეთ და იგი დაკავშირებულია ქართული მხარის მიერ დიპლომის სახელმწიფო აღიარებასთან.

პრობლემურია საკითხი, მხოლოდ გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გერმანიის მხარე არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სამართლებრივ რეგულაციებს. ქართული დიპლომების ცნობისას ხელმძღვანელობს ძველი, უკვე გაუქმებული სამართლებრივი ნორმებით და არ აღიარებს იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებულ დიპლომს, რომელსაც არ გაუვლია პროგრამული აკრედიტაცია. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან.

თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ზოგადი სტატისტიკა, ყოველ წელს რამდენ დიპლომიან სტუდენტს უშვებს საქართველო და რამდენად არის მათი რაოდენობა ადეკვატური ქვეყანაში თავისუფალ სამუშაო ადგილებთან?

– 2013 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად კვალიფიკაცია მიენიჭა 18590  სტუდენტს, 2014 წელს –  20 335 სტუდენტს, მათ შორის: 

unnamed (1)

საგულისხმოა, რომ ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, არ აწარმოებს სტატისტიკას თავისუფალ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე უმაღლესების მიერ ნაკლებად ხდება მათი კურსდამთავრებულების დასაქმების შესახებ მონაცემების მოგროვება, თუმცა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის განახლებულ მოთხოვნებში მათ მსგავსი მონაცემების შეგროვების ვალდებულება დაეკისრებათ.

 თამარ გვირჯიშვილი

 

 

 

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა
ახალი ამბები

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026
ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

08/09/2026
მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

საინტერესო

ცნობილია, ვინ არის კახეთში ძმის მიერ მოკლული ქალი 

ცნობილია, ვინ არის კახეთში ძმის მიერ მოკლული ქალი 

4 years ago

13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საოჯახო ტექნიკა გადაეცა

11 years ago

არჩილ კბილაშვილი: “ სასჯელაღსრულების სამი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელების დაკავება მოვახდინეთ“

13 years ago
თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by