• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, აპრილი 21, 2021
TTimes.GE
No Result
View All Result
20 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

ბუშტების ფეხბურთი- „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“

2018/11/06
in ექსკლუზივი, სპორტი
8 0
1
SHARES
97
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. ამათგან მრავალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება. დანარჩენები კი რეგისტრირებულია, როგორც ფედერაცია, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს ზემოხსენებული სამინისტრო არ პასუხობს. გართობის მიზნით ორგანიზებული არაერთი სპორტი დღეს, პირიქით, დაძაბულობასა და გადატვირთვას იწვევს. ბევრი სპორტის უპირველესი მიზანი ბიზნესი და მისგან ფინანსური სარგებლის მიღებაა. ეს ბუნებრივიც კია, მაგრამ თამაშის მთავარი მოტივი რომ განტვირთვაა, ამ იდეის არსებობის ხაზგასმა მნიშვნელოვანია. მსოფლიო მასშტაბით, სპორტის არაერთი სახეობა არსებობს. მათგან ზოგი წამყვანია, ზოგი – ახლადშექმნილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ყოველ მათგანს საკუთარი მიმდევრები ჰყავს და ჯერ კიდევ გავითარების პროცესშია. ბუშტების ფეხბურთი საქართველოში, სულ რაღაც, სამ წელს ითვლის. მას ბევრი არ იცნობს, თუმცა, ის ნამდვილად უზრუნველყოფს დასვენებასა და განტვირთვას.

ბუშტების ფეხბურთი არის სპორტის ახალი და სახალისო სახეობა, რომელიც მაქსიმალურად ექსტრემალურია. ის არის უსაფრთხო თამაში, რომელიც ორიენტირებულია გართობასა და დადებით აქტივობებზე. მის შესახებ ბევრმა არ იცის, ბევრისთვის კი მცირე ინფორმაციაა ცნობილი.

ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვატო წულუკიძე გახლავთ, დეტალებზე „თბილისი თაიმსს“  სწორედ ის ესაუბრა

პირველ ყოვლისა, ფედერაციის დაარსების შესახებ მოგვაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია.

ფედერაცია დავაარსეთ 2015 წლის მაისში. მიზეზი და მიზანი იყო შემდეგი – მე,  პირადად, ფეხბურთს კი ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ სიამოვნებას ვერასდროს ვიღებ. ეს იმიტომ, რომ არასდროს მქონია იმის შესაძლებლობა, ან გოლები გამეტანა, ან ამ აქტივობით რაიმე მაქსიმალური სიამოვნება მიმეღო. ეს არ იყო თვითმიზანი და გამარჯვებისაკენ მიდრეკილება და ჟინი სიამოვნებას არ მანიჭებდა. ყოველთვის მინდოდა, რომ ეს სპორტი და ფეხბურთი, რასაც ვთამაშობდი, ყოფილიყო, უბრალოდ, გართობის დანიშნულების მქონე. ეს პროცესი ყოფილიყო განსაკუთრებული. როდესაც ინტერნეტში ეს ბუშტები ვნახე, გადავწყვიტე, რომ ეს იყო ის, რაც მე მინდოდა. აქედან გამომდინარე, ჩამოვიტანე ეს ბუშტები და, ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ფედერაცია დაგვეარსებინა და სპორტის ეს სახეობა სხვა ადამიანებისთვისაც გაგვეცნო.

ეს სპორტი რას გულისხმობს?

ამ თამაშის მთავარი მიზანი არის გართობა, განტვირთვა, გორაობა. აქ არ აქვს მნიშვნელობა, გოლს გაიტან თუ არა. აქ მთავარია, იმ პროცესში, რა პროცესიც თამაშის დროს მიმდინარეობს, მაქსიმალურად დაიცალო ენერგიისაგან და დადებითი მუხტით აღიჭურვო. ეს თამაში არის აბსოლუტურად უმტკივნეულო. ამ სამი წლის მანძილზე, დაზიანების არანაირი შემთხვევა გვქონია. ხალხი ერთობა და ძალიან სიამოვნებს.  მსურველები რეკავენ, მოდიან. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის პროექტი მიმდინარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობა არის მობილიზებული შაბათობით და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს და, მთელი დღის განმავლობაში, ბუშტების ფეხბურთით გაერთოს. შესაძლებელია სპორტის სხვა აქტივობებში ჩაბმაც.

საზოგადოების ჩართულობა და ინტერესი როგორია?

ჩვენ რა შესაძლებლობების გვაქვს, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური დაინტერესება იგრძნობა. ეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმიტომ, რომ ხალხი ერთობა. ჩვენი მიზანი რაც არის, რომ გავაგებინოთ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს, ნელ-ნელა მიდის საკუთარი მიმართულებით.

რა კეთდება იმისთვის, რომ, ამ სპორტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ცნობიერების დონემ აიწიოს?

ამ მხრივ, ძირითადად, პრობლემები გვაქვს. საჭიროა გარკვეული დახმარებები ვიღაცებისგან. მაგალითად, კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ მერია, ამ მხრივ, ძალიან გვეხმარება. რამდენჯერმე მან თავის პროექტებში ჩაგვრთო, ორჯერ თბილისობაზეც ვიყავით და ა.შ. დანარჩენს რაც შეეხება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ, სოციალური ქსელების მეშვეობით,  ბევრს მივაწოდოთ ინფორმაცია. სამეგობრო წრის გამოყენება ერთ-ერთი მეთოდია კომუნიკაციისა.

როგორ ფინანსდება ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია?

ფინანსურ მხარდაჭერას რაც შეეხება, პირდაპირ რომ ვთქვათ, არავინ გვეხმარება. ჯერჯერობით, ყველაფერი საკუთარი სახსრებით მოვაწესრიგე. ნელ-ნელა, ვფიქრობთ, რომ შეიძლება, ვიღაცები შემოგვიერთდნენ. გარკვეული იურიდიული პირებიც არიან დაინტერესებულები ბუშტების ფეხბურთით. არ არის გამორიცხული, რაღაც ტურნირიც მოეწყოს და ა.შ.

რა ღონისძიებებს უწევს ფედერაცია ორგანიზებას?

სამწუხაროდ, მთლიანი საქართველოს მასშტაბით, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს ამ თამაშის ორგანიზება იმიტომ, რომ ველოდებით გარკვეულ პასუხებს, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება. რაც შეეხება ჩატარებულ ღონისძიებებსა და ტურნირებს – ჩავატარეთ მედიატურნირი, ასევე – ქალთა ტურნირი, ორგანიზება გავუკეთეთ უნივერსიადას. ჯერჯერობით, ეს აქტივობები გავახორციელეთ.

ეს სპორტი ყველასთვის არის ხელმისაწვდომი?

ნებისმიერს შეუძლია, დაკავდეს სპორტის ამ სახეობით მიუხედავად იმისა, არის ის სპორტსმენი, თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა არც სქესს, არც ასაკს. ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს და განიტვირთოს. ბუშტების ფეხბურთის ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ არ განასხვავებს ერთმანეთისგან არავის და არაფერს. ეს არის ამ სპორტისთვის ძალიან დიდი ქულა.

საიდან გაჩნდა ბუშტების ფეხბურთის იდეა?

ბუშტების ფეხბურთის იდეა ნორვეგიიდან მოდის. ის ენრიკ ელვესტადისა და ჯოან გოლდენის მიერ შეიქმნა. მათ ძალიან უყვართ ექსპერიმენტები და სპორტის სახეობებთან დაკავშირებით ატარებენ მათ.  ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი იყო, რომ გასაბერი ბურთებით ეთამაშათ ისეთი თამაში, რომელიც მოსახერხებელიც იქნებოდა. საბოლოო ჯამში, ამ იდეამ გაამართლა. შემდეგ ამ ადამიანებმა მოითხოვეს დაფინანსება, მაგრამ ვერ მოიპოვეს. თავიდან ამ სპორტს ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ.

 ფეხბურთი სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა და  ბუშტების ფეხბურთის არსებობას არასერიოზულ საკითხად აღიქვამდნენ. შემდეგ ამ ადამიანებმა თვითონვე დააფინანსეს, თავად მოიძიეს რესურსები, შეაწუხეს სხვები, შეიწუხეს საკუთარი თავები და ბოლოს მოხდა ის, რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა. უკვე იმართება ტურნირები; გაკეთდა საერთაშორისო ასოციაციაც, სადაც ძალიან მალე საქართველოც გაწევრიანდება და, საბოლოოდ, არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც ამოვყოთ თავი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე იმიტომ, რომ ჯერ თვითონ ეს საერთაშორისო ასოციაციაც ახალი ჩამოყალიბებულია. ის ჯერ თვითონ წესრიგდება, რის შემდეგაც უკვე ყველა იმ ქვეყნის ბუშტების ფედერაცია გაეცნობა დეტალებს, რომელიც გაწევრიანებული ამ ასოციაციაში. იმედია, მალე იქნება დადებითი სიახლეებიც.

რა მოეთხოვება ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ამ სპორტით დაკავდეს?

სპორტის ამ სახეობის კიდევ ერთი დიდი დადებითი მახასიათებელი არის ის, რომ მსურველს არაფერი მოეთხოვება განსაკუთრებული. უბრალოდ, უნდა მოვიდეს, გაერთოს და იგორაოს. შეიძლება ითქვას, რომ სლოგანი არის ძალიან მარტივი – „მაქსიმალური გართობა მინიმალური წესებით“. არსებობს ორი მარტივი წესი, რომელსაც ინსტრუქტაჟის ფორმა უფრო აქვს  – სახელურს ხელი არ უნდა გაუშვა და დაგდებულს კიდევ არ უნდა დაუმატო ზეწოლა. კიდევ არის თამაშის დროს გასათვალისწინებელი უმარტივესი დეტალები მობილურის გამოყენებასა და სამკაულებით მოსვლასთან დაკავშირებით.

რა გეგმები აქვს ბუშტების ფეხბურთის ფედერაციას?

ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის გეგმები არის ის, რომ ის მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებით, რეალურად გახორციელდეს. ამის ფონზე, მიმდინარეობს კიდევ იმ თემების განხილვა, რომ მოხდეს საქართველოს შიდა ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში. ამისთვის ჯერ ფართომასშტაბიანი აქტივობები არის ჩასატარებელი. ნელ-ნელა, რაღაცები იგეგმება.

Adjarasport-მა გამოაქვეყნა ფეხბურთის 11 ყველაზე უცნაური ნაირსახეობა:

  • ფეხბურთი ბატუტზე;
  • წყალქვეშა ფეხბურთი;
  • Bubble ფეხბურთი, ანუ ფეხბურთი გასაბერი ბუშტებით;
  • გოლფ-ბურთი;
  • მოტობურთი;
  • ფეხბურთი ბილიარდის მაგიდაზე;
  • ფეხბურთი ელექტრო შოკერით;
  • თავბურთი;
  • ცოცხალი მაგიდის ფეხბურთი;
  • ბოსბოლი.

ეს პუბლიკაცია ბუშტების ფეხბურთს შემდეგნაირად განმარტავს: თუ თქვენ მეტოქესთან პირდაპირი ფიზიკური კოტნაქტი გაშინებთ, ბუშტების ფეხბურთი თქვენთვისაა. სხვათა შორის, ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია საქართველოშიც არსებობს და ის სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციით არის დაკავებული.

ზემოთ ჩამოთვლილი სპორტის ყველა სახეობასთან ერთად, ბუშტების ფეხბურთს მხარდაჭერა სჭირდება, რომ მისით კიდევ მეტი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ თამაშის შესაძლებლობებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფინანსური მხარდაჭერა ამ ფედერაციას არ აქვს. ამ ხელშეწყობის არსებობის შემთხვევაში, ფედერაციას მეტი რესურსი ექნება, რომ  დახვეწოს და განავითაროს ამ სპორტის ქართული ანალოგი.

რაც უფრო ახალი და უცხოა იდეა, მით უფრო საინტერესოა ის საზოგადოებისთვის. როდესაც შენ ნაცვლად გეგმავენ აქტივობებს, რომლებიც განტვირთვასა და გართობაზეა ორიენტირებული, ის ორმაგად საინტერესოა. მთავარი სამიზნე კი მსოფლიო ჩემპიონატია.

მარიამ ტიელიძე

60

SHARES
facebook Share on Facebook
Twitter Tweet
Follow Follow us
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
custom Share
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ნინო სალუქვაძის მსოფლიო აღიარება
ახალი ამბები

ნინო სალუქვაძის მსოფლიო აღიარება

2021/04/10
რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფელი” საქართველოში გაიხსნება – ექსკლუზივი
ახალი ამბები

რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფელი” საქართველოში გაიხსნება – ექსკლუზივი

2021/04/05
„სოფლის პატრონი“ – ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის
ახალი ამბები

„სოფლის პატრონი“ – ორგანიზაცია, რომლის ბიუჯეტსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის

2021/03/18
Next Post
სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმო აშენდება

7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

Discussion about this post

ახალი ამბები

ქეთი დოლიძის მიმართვა რობერტ დე ნიროს : ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის
ახალი ამბები

ქეთი დოლიძის მიმართვა რობერტ დე ნიროს : ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის

2021/04/21
0

რეჟისორმა ქეთი დოლიძემ რამდენიმე თვის წინ გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “კიდობანი” “მი თუ” აქციაზე საუბრისას რობერტ დე ნიროზეც ილაპარაკა და ბოლო...

სრულად
დღეს დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე

დღეს დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე

2021/04/21
ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს

ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს

2021/04/21
კარგია, რომ სოფლებში მიდიან, არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში – გამყრელიძე აღდგომაზე

კარგია, რომ სოფლებში მიდიან, არდადეგები იქნება და დარჩებიან სოფლებში – გამყრელიძე აღდგომაზე

2021/04/21
საარსებო მინიმუმი შემცირდა!

საარსებო მინიმუმი შემცირდა!

2021/04/21
იქნება თუ არა „ლოქდაუნი“ – დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ასცდა

იქნება თუ არა „ლოქდაუნი“ – დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ასცდა

2021/04/20
შოკოლადი კოსმოსური დიზაინით – spacebox

შოკოლადი კოსმოსური დიზაინით – spacebox

2021/04/20

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: “არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმნება”

გიორგი მარგველაშვილი: “არ უნდა ვრეაგირებდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სირთულე წარმოიქმნება”

6 წელი ago

2014 წლის იანვარში 2013 წლის იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,9 პროცენტი შეადგინა

7 წელი ago
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-მ ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა

2 წელი ago

“მაშველებს მადლობა, თავი გაწირეს, მაშინვე წყალში შეცვივდნენ” – ივლიტას მამა საინტერესო დეტალებზე საუბრობს

6 წელი ago

კალენდარი

აპრილი 2021
ო ს ო ხ პ შ კ
« მარ    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

სიახლეები

  • ქეთი დოლიძის მიმართვა რობერტ დე ნიროს : ნუ მიეტენები იქ, სადაც შენი ადგილი არ არის 2021/04/21
  • დღეს დამატებით რეგულაციებს განვიხილავთ – ტიკარაძე 2021/04/21
  • ბრიტანეთის პარლამენტი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში, სადაც მემკვიდრეობითობის პრინციპი მოქმედებს 2021/04/21

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In