ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
2026 წლის 10 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის თამაშებზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გიორგი მათიაშვილმა ძიუდოში, 81 კგ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.

ეს გამარჯვება გიორგი მათიაშვილისთვის ევროპის თამაშებზე მოპოვებული უკვე მესამე ჩემპიონობაა. ოქროს მედლით მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საკუთარი სპორტული შესაძლებლობები და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარადგინა.
მათიაშვილის სპორტული მიღწევების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 2025 წელსაც — ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მსოფლიო თამაშებზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ევროპის სამგზის ჩემპიონის ახალი გამარჯვება მისი სპორტული კარიერის მნიშვნელოვანი მიღწევაა.













