შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება.
პლეი-ოფის შეხვედრები 2027 წლის მარტში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B2 ჯგუფში ასპარეზობა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.












