12-20 მარტს პაატა ბურჭულაძე ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებს შეხვდება. შეხვედრები დაგეგმილია სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში.
ვიზიტის ფარგლებში პაატა ბურჭულაძე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, არასამთავრობო სექტორის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტი ხორციელდება ამერიკული მხარის ინიციტივით და ორგანიზებით. შეხვედრაზე განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რეგიონში არსებული გამოწვევები და „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის“ სამომავლო გეგმები.












