• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური ირაკლი ალასანიამ მიიღო

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაური ირაკლი ალასანიამ მიიღო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (1)საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო სარდლობის მეთაური იმყოფება. დღეს, გენერალი პოლ სელვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

როგორც “თბილისი თაიმსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ავღანეთიდან ნატო-ს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხი იყო. მხარეებმა საქართველოს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, აშშ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.

„დღეს, თავდაცვის სამინისტროს სტუმრობს გენერალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია. აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა დღითიდღე ძლიერდება. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ამერიკა  საქართველოს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ზრუნავს, როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რომელიც  საქართველოს აქვს და რომელიც სწორედ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლითაც ავღანეთსა და ნებისმიერ სხვა რეგიონში ნატოს ძალების უზრუნველყოფა ხდება. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ავღანეთზე არ ვისაუბრეთ. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების მომავალზე ამ კუთხით და საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი გეოსტრატეგიული მდგომარეობა და ფასი. სწორედ ეს იყო ძირითადად ჩვენი დღევანდელი განხილვების მიზანი. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ პრეზიდენტ ობამას ინიციატივაზე, რომ მხარი დაუჭიროს უსაფრთხოების კუთხით აღმოსავლეთ ევროპას. საქართველო, ბუნებრივია,  ამ ახალი ინიციატივის ნაწილი იქნება“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გენერალმა პოლ სელვამ ქართულ მხარეს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილისა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამომავლო მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი: „მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს და მის თანამშრომლებს კონსტრუქციული შეხვედრების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო ბოლო შეხვედრა, სადაც დეტალურად განვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ  ნდობაზე დამყარებული და ხანგრძლივი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ საერთაშორისო ოპერაციებით არ შემოიფარგლება. ასევე, ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ  და როგორ უნდა გამოიყენოს ამერიკამ, ნატომ და ევროპამ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, თუ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება“.

აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციის წევრებთან ერთად გაფართოებულ შეხვედრას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მეთაური, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა გენერალმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს რკინიგზის დირექტორთანაც.

10.07.14

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ევროპარლამენტი საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 17 დეკემბერს მოახდენს

12 years ago
განათლების საერთაშორისო ცენტრმა სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლისთვის 192  სტუდენტი დააფინანსა

განათლების საერთაშორისო ცენტმა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე კონკურსი გამოაცხდა

9 years ago
BBC: გაეროს ბოლო კვლევით, 2050 წლისთვის ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 68%-ით გაიზრდება

BBC: გაეროს ბოლო კვლევით, 2050 წლისთვის ქალაქებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 68%-ით გაიზრდება

8 years ago
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 15 საფეხურით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 15 საფეხურით დაწინაურდა

10 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by