ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.
ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია თბილისის 727 უბნიდან 140 უბნის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დავით ნარმანიას ხმა არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 73,51%-მა მისცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ნიკა მელიას კი მხარი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 26.49%-მა დაუჭირა.
12.07.14










