• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი ალასანია ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროების სამუშაო პირობებს გაეცნო

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ირაკლი ალასანია ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე  ქართველი სამხედროების სამუშაო პირობებს გაეცნო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamedავღანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ყანდაღარში საჰაერო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო სადაზვერვო ბატალიონს ესტუმრა. თავდაცვის მინისრტს სამხედრო აეროპორტში სამთო სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობა დახვდა.

თავდაცვის მინისტრი დეტალურად გაეცნო ბატალიონის მისიის ამოცანას და ქართველი სამხედროების სამუშაო პირობებს. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონის დისლოცირების ადგილზე არსებული სამლოცველო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი მოინახულა.

დღესვე, ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა სამთო სადაზვერვო ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

ყანდაღარში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის სარდალს გენერალ-მაიორ მაიკლ ბილსსაც შეხვდა და ISAF-ის ოპერაციის შესახებ ესაუბრა.

“ყანდაღარში ჩვენი სამთო ბატალიონი ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს. მათ მთელს ბაზაზე  გარე უსაფრთხოების დაცვა ეკისრებათ. რაც მთავარია, ასევე, ხშირად ისინი ჩართულნი არიან სხვადასხვა თავდასხმის პრევენციაში. ამ რამდენიმე კვირის წინაც ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა  მათი მხრიდან იქნა მოგერიებული.

მე ასევე მქონდა სარდალთან, ამ ბაზის მეთაურთან გენერალ ბილსთან შეხევდრა, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი სამხედროები განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მეთაურმა ამიხსნა ძალიან კარგად, თუ როგორი ამოცანების შესრულება უწევთ და მოუწევთ საქართველოში დაბრუნებამდე, სექტემბრის ბოლომდე. მინდა თავისუფლად შევაფასო, რომ მათი საბრძოლო მზადყოფნა არის უმაღლესი. ამოცანებს ასრულებენ თავიდან ბოლომდე. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენი საბრძოლო ქვედანაყოფი არის ყველაზე უფრო გამორჩეული ნატოს სხვა ქვედანაყოფებისგან თავისი გამბედაობით, თავდაჯერებულობით და პროფესიონალიზმით.

დღეს გვქონდა ასევე შხვედრა პირად შემადგენლობასთან და ძალიან გულახდილი აზრთა გაცვლა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ამ გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენი შეიარაღბული ძალები მომავალში. ასევე, მქონდა ბედნიერება დამეჯილდოებინა გამორჩეული სამხედროები.”- განაცხდა ირაკლი ალასანიამ.

ყანდაღარში საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ სამთო-სადაზვერვო ბატალიონს დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძეც სტუმრობდა.

09.07.14

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს

12 years ago
გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა

გიორგი გაბიტაშვილმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროკურორები დააჯილდოვა

8 years ago
არსებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ CSKA-ში თამაშზე უარი თქვა და რუსეთი დატოვა

არსებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ CSKA-ში თამაშზე უარი თქვა და რუსეთი დატოვა

4 years ago
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by