• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბარაკ ობამას მორიგი გაფრთხილება რუსეთს

12 years ago
კატეგორია: მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბარაკ-ობამასაომარი მოქმედებების ზონაში ნებისმიერი ჰუმანიტარული დახმარება დასაშვებია, მხოლოდ უკრაინის თანხმობით, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის იტალიის პრემიერთან მატეო რენცისთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

მან აღნიშნა უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც წითელი ჯვრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას ისახავს მიზნად. ობამამ და რენციმ გამოთქვეს საერთო მოსაზრება, რომ რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, აღიარებული იქნება მიუღებლად და საერთაშორისო კანონების დარღვევად, რაც მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედებას გამოიწვევს.

ობამას განცხადებების პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტმა სკეპტიკურად შეაფასა რუსული ჰუმანიტარული მისია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარი ჰარფმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ჰუმანიტარული მისიის საბაბით შესაძლოა სამხედრო ინტერვენცია დაიწყოს.

„რუსეთს კიევის თანხმობის გარეშე უკრაინაში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა ჰარფმა. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას.

ანალოგიური განცხადებები გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში.

ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია: „ბოროზომ გააფრთხილა, რომ დაუშვებელია ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დაწყება უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების საბაბით. ბაროზომ გამოთქვა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მაღალი კონცეტრაციის, ასევე რუსეთის ტერიტორიიდან მეამბოხეებისათვის იარაღის, ტყვიაწამლისა და მებრძოლების უწყვეტი ნაკადის გამო“.

ამ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უკრაინაში ჰუმანიტარულ ბადრაგს გაგზავნის. კრემლი არ აზუსტებდა რას ნიშნავს „ჰუმანიტარული ბადრაგი“.

აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბრის ოფიციალურ ევროპულ რელიზში „ჰუმანიტარული ბადრაგი“ საერთოდ არ არის ნახსენები.

დღეს დილით 280 სატვირთო მანქანისაგან შემდგარი ავტოკოლონა მოსკოვის ოლქიდან უკრაინის აღმოსავლეთისაკენ დაიძრა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში სამშვიდობო მისიის გასაგზავნად სამხედრო ტექნიკას თეთრად ღებავენ.BBC-ის ერთ-ერთი იუზერის ციტატაც მოჰყავს: „რუსული არმია სასწრაფო წესით „კამაზებს“ თეთრად ღებავს. დარჩა მხოლოდ წითელი ჯვრის ან UN-ის(გაეროს აბრევიატურა) დახატვა და უკრაინისაკენ!“.

ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ზრდის დასავლეთის ქვეყნების ეჭვებს, რომ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას უკრაინაში ინტერვენციის საბაბად გამოიყენებს.

გუშინ ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინაში „შეჭრის ალბათობა მაღალია“ და რომ მოსკოვი ცდილობს ინტერვენცია ჰუმანიტარული საბაბით შენიღბოს.

შეგახსენებთ, რომ 6-7 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინაში “ჰუმანიტარული კოლონისა” და “სამშვიდობოების” შეყვენქა სცადა.

„უკრაინის საზღვრების მიმართულებით მოემართებოდა უზარმაზარი კოლონა, რომელსაც თან ახლდნენ რუსი სამხედროები და სამხედრო ტექნიკა. თითქოსდა „წითელ ჯვართან“ შეთანხმებული გეგმით, ჰუმანიტარული კოლონა, სამშვიდობოების თანხლებით, უნდა შემოსულიყო, აშკარად იმისათვის რომ სრულმასშტაბური კონფლიქტის პროვოცირება მოეხდინა. თავად „წითელმა ჯვარმა“ კი უარყო რუსეთის განცხადება, თითქოს ეს ოპერაცია შეთანხმებული იყო მასთან“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი ჩალიმ.

იმავე დღეს ვაშინგტონმა და ლონდონმა განაცხადეს, რომ „ჰუმანიტარული დახმარების“ საბაბით უკრაინაში რუსი „სამშვიდობოების“ შესვლა შეფასდება როგორც ინტერვენცია.

6 აგვისტოს ნატომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ინტერვენცია ჰუმანიტარული მისიის ან სამშვიდობო ოპერაციის საბაბით განახორციელოს. ნატომ მიუთითა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან თავმოყრილია 20 ათასი რუსი სამხედრო.

12.07.14

ShareTweet

ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024
ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
ახალი ამბები

ციცინათელა – მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება

11/28/2023
ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”
ახალი ამბები

ჟულიენ სმიტი: ,,გაუნათლებელს იოლად ჩაითრევ ყველაზე უნიჭოდ გათვლილ მაქინაციაშიც”

09/22/2023
ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?
მსოფლიო

ბავშვები სმარტფონებისა და ვიდეო თამაშების გარეშე – როგორ ზრდიან შვეიცარიელი მშობლები ბავშვებს?

09/10/2023
პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი
ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილი არ არის – მაკრონი

09/07/2023

საინტერესო

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

2 years ago
„ჩემი შვილი ხშირად ამბობდა: რა იქნებოდა ერთი დიასახლისი დედა მეც მყოლოდაო“ – ნანა კაკაბაძე

„ჩემი შვილი ხშირად ამბობდა: რა იქნებოდა ერთი დიასახლისი დედა მეც მყოლოდაო“ – ნანა კაკაბაძე

11 years ago
„ჩირიფრუტი“ მალე მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს

„ჩირიფრუტი“ მალე მწნილის ჩიფსებს გამოუშვებს

8 years ago
“არც “მაიდანი“ არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება “უკრაინიზაცია“ – ხედავთ, რა მოუტანა მეგობარ ქვეყანას “მაიდანმა“ და ომმა“ – ირაკლი კობახიძე

“არც “მაიდანი“ არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება “უკრაინიზაცია“ – ხედავთ, რა მოუტანა მეგობარ ქვეყანას “მაიდანმა“ და ომმა“ – ირაკლი კობახიძე

1 year ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by